 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2010 |
მტკვარზე დუნედ დაცურავდნენ, მუხამბაზით ტივები, საქეიფო სითხეს ცლიდნენ, ღვინით სავსე ტიკები.
ეს უკვდავი პოემაა, ვარდში ეკლის ბარდების, ქალაქური დარდების, და თბილისური ჰანგების.
მტკვარზე მუდამ ტრიალებდა, თბილისური ბოჰემა, საიათნოვას, სოსოს კალმით იწრთობოდა პოემა.
პოემა თვით სიმღერაა, ქართლის დედის ქალაქის, ხალხი მღერის, ყველას სჯერა, ანგელოზთა ფარფატის.
მთვრალი სტროფი თბილისს ეტყვის: “იბერიელთ ქალაქო, მინდა მუდამ გეალერსო სიყვარულის არაკო.
დაე მუდამ დაგვეკოცნოს, შენი ვწრო ქუჩები მთაწმინდა და სოლოლაკი, ლამაზმანთა ტუჩები.
ქალბატონი “ფინთიკოზა”, გააკეთებს ისევ პოზას, ხარფუხი და სოლოლაკი ქალაქს ისევ ხიბლით მოსავს.
სამყაროში ამის სადარს, ვერსად ნახავ, სადაც გინდა, თბილისური ჭადრების ქვეშ, დროც რა უცებ გაგვიფრინდა.
დრო გავიდა მაგრამ რა დრო, თაობები თითქოს გაცვდა, მე და შენ ხომ ტოლები ვართ?! მარად დამდევს მე ეს განცდა!
----------------------------------------------
სკოლაში ჩემს შვილს, თბილისზე ლექსის დაწერა დაავალეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავალება, ერთობლივი ძალებით, უბნის დონეზე ჩამოვიყვანეთ, მან, მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა,
აი ისიც:
ვერელი ვარ
თბილისის უძველეს უბანში ვცხოვრობ, სახელად ჰქვია ბებერი ვერა, და რომ მიბრძანო სხვაგან ცხოვრება, ვერ მივატოვებ, ვერა და ვერა!
აქ არის ჩემი, ლამაზი სახლი, და შემიყვარდა პირველი გოგო, აქვეა, ყველა ძმაკაცი ჩემი, თბილისელი ვარ, ეს არის ბოლო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. :) მეამა ეს ლექსები :) ეჰ ... მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუ როდესმე ვერის იქეთ შევძლებდი ცხოვრებას :( მაგრამ კი მიმაბრძანეს საბურთალოზეე :D :) მეამა ეს ლექსები :) ეჰ ... მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუ როდესმე ვერის იქეთ შევძლებდი ცხოვრებას :( მაგრამ კი მიმაბრძანეს საბურთალოზეე :D
7. არ მომეწონა არ მომეწონა
5. ქალაქური დარდების, და თბილისური ჰანგების ... იქნებ ამ ადგილს მოუხერხოთ რამე,,,
სხვამხრივ კარგია ქალაქური დარდების, და თბილისური ჰანგების ... იქნებ ამ ადგილს მოუხერხოთ რამე,,,
სხვამხრივ კარგია
4. ძალიან ტკბილია ორივე ლექსია :) მკითხველს ხელმეორედ აყვარებს თბილისს :) ძალიან ტკბილია ორივე ლექსია :) მკითხველს ხელმეორედ აყვარებს თბილისს :)
3. 555 გუმარჯოს ვერელებს! მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით თბილისელი არ ვარ, ვერაზე მეც ვიცხოვრე რამდენიმე წელიწადი. მართლაც ლამაზი სულის ხალხი იყო ჩემს ირგვლივ. ბევრმა კოლორიტულმა პიროვნებამ დამამახსოვრა თავი. კარგი იყო, ზოგადად, ადამიანური ურთიერთობის ატმოსფეროც. ყოველთვის სიყვარულითა და ერთგვარი ნოსტალგიით ვიგონებ გოგებაშვილის ქუჩაზე გატარებულ წლებს... 555 გუმარჯოს ვერელებს! მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით თბილისელი არ ვარ, ვერაზე მეც ვიცხოვრე რამდენიმე წელიწადი. მართლაც ლამაზი სულის ხალხი იყო ჩემს ირგვლივ. ბევრმა კოლორიტულმა პიროვნებამ დამამახსოვრა თავი. კარგი იყო, ზოგადად, ადამიანური ურთიერთობის ატმოსფეროც. ყოველთვის სიყვარულითა და ერთგვარი ნოსტალგიით ვიგონებ გოგებაშვილის ქუჩაზე გატარებულ წლებს...
2. კარგია ლევან, გაიხარე + + + კარგია ლევან, გაიხარე + + +
1. ვერელი ვარ
თბილისის უძველეს უბანში ვცხოვრობ, სახელად ჰქვია ბებერი ვერა, და რომ მიბრძანო სხვაგან ცხოვრება, ვერ მივატოვებ, ვერა და ვერა!
აქ არის ჩემი, ლამაზი სახლი, და შემიყვარდა პირველი გოგო, აქვეა, ყველა ძმაკაცი ჩემი, თბილისელი ვარ, ეს არის ბოლო!
მიყვარს ვერა დავერელები! გიზო ნიშნიანიძის ''პაემანი ვერაზე'' გამახსენდა ახლა. :) მესიამოვნა ეს ლექსი! 5555555555555555555555555555 ვერელი ვარ
თბილისის უძველეს უბანში ვცხოვრობ, სახელად ჰქვია ბებერი ვერა, და რომ მიბრძანო სხვაგან ცხოვრება, ვერ მივატოვებ, ვერა და ვერა!
აქ არის ჩემი, ლამაზი სახლი, და შემიყვარდა პირველი გოგო, აქვეა, ყველა ძმაკაცი ჩემი, თბილისელი ვარ, ეს არის ბოლო!
მიყვარს ვერა დავერელები! გიზო ნიშნიანიძის ``პაემანი ვერაზე`` გამახსენდა ახლა. :) მესიამოვნა ეს ლექსი! 5555555555555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|