ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
22 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჩემო იარაღი - და - ბობ იქნებ ახლა მაინც მირჩიო...

                ჩემო იარალი

ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით, ფარაჯით,
ბაბთით, ცილინდრით, მოკასინით, და ა. შ.

მხარდამხარ, მედგრად, თავგანწირვით, უშიშრად,
ზამთრით, სიცივით, პურის რიგით, კუპონით,
შიმშილით, არყით, ოპიუმით, ჰაშიშით,
უღვთოდ, უდროოდ, უსამშობლოდ, უგონოდ -

რამდენჯერ, ჩემო იარალი?! არათუ
ახალს - ძველიც კი არაფერი არ დარჩა,
სათქმელი. უხმოდ მივუყვები ნარატივს,
ანდანტე... პრესტო... მოდერატო... ვივაჩე...


გიო საჯაია


               

                  ჩემო იარაღი

ვერაფერ მზახალს ვერ გთავაზობ არათუ
მზახალს, ბალდიზიც არაფერი არ დამრჩა
საჭმელი, ჩუმად დაგიწერე ბარათი,
სადაც აგიხსენი მიყვარდი და გადავრჩით

რაჟდენა, სიცილს სასწაულით, ბლომადჯერ?!
ოფლით, კოჭლობით, მიმოჭრილი გამაშით
და ქუდით, კაშნით, ცილინდრებით, ბლომანჟე
ჩავკბიჩეთ უდროოდ უმანქანოდ გარაჟი.

სადა ხარ? ედვარდ, დაგაწერე უშიშრად
მაყუთი, სიცივეში მესამედი კუპონის,
გშიოდა, უფეჩოდ, უბუხროდ და შეშად
შეაგროვე ლექსები, დასასწვავი გეგონა.

რამდენჯერ ჩემო იარაღი არათუ,
მუხაც კი, ვინტოვკაც კი, ბობმბაც კი არ დამრჩა
სასროლი, გადავყლაპე გასაგზავნი ბარათი,
პედანტი... ნესტორ... მოდერატორს - ვევაჭრე...


ADOLFI





ბობ ახლა რამე უნდა მირჩიო

ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო,
ბობ, ახლა მთებში წითლად ღამდება
და დაბლა ყრია ნაძვის გირჩები
და შეგიძლია შველა ამდენად.

ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი,
ბობ, მოიხედე, შენთან მოვედი,
ჭკვიანი თავი უნდა დახარო,
ისე ზოგადად, როგორც ყოველთვის.

ბობ, ვეღარ ვიტან ცარცის ვაგონებს,
ბობ, ირგვლივ თითქმის ისევ ისეა
და ჩვენს ბავშვობას ნუ მომაგონებ,
თითქოს ეს წლები მომცეს ნისიად

და მოითხოვენ მხოლოდ გაძლებას,
მხოლოდ ღამეებს - ნაღდ ანგარიშზე,
ბობ, ვიცი, მალე ტყავი გამძვრება,
ბობ, ვიცი, სადმე უნდა გავიქცე.

ბობ, დამეხმარე ასე ავადმყოფს,
ბობ, მხარზე, მხარზე, ხელი დამარტყი,
ბობ, ივრის პირას ცეცხლი დავანთოთ,
ბობ, მთვარის შუქზე ფერი ამარტის.

ბობ, შმაგ ვერხვებთან ჩვენი ვილისი,
ბობ, დაკბენილი ძილი, მკლავები,
ბობ, ბედს სიბერე უნდა ვირიშვილს,
ბობ, მოიხედე, სადღაც გავები.

რეზო გეთიაშვილი





ბობ, იქნებ ახლა მაინც მირჩიო

ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო
ყავაზე, ნახე იქნებ რა მელის,
ბობ, მგონია ვერ გადაგირჩება
პლაგიატები დღეს ტ. გრანელის.

ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი,
ბობ, მოიხედე, ბურთი დააგდე!
ბობ, გამჩნევია ყურზე ცხრა ხალი,
ისე - მეორე ყურზე დაგაკვდი.

ბობ, ვეღარ ვიტან უკვე პაგონებს,
ბობ, ირგვლივ თითქმის ყველა ქურდია,
კაი ბიჭობას ნუ გამაგონებ,
ბობ, ჩვენი სახლი ლექსის ბუდეა

და მოითხოვენ თვეში სამასჯერ,
პროკრედ ბანკის ნაღდ ანგარიშზე,
ბობ, გეუბნები ბურთი დააგდე,
ბობ, შეიძლება პირი გაგიშრეს.

ბობ, დამეხმარე ასე გრიპიანს,
ბობ, მხარზე შენი ფეხი დამადე,
ბობ, ეს ეზოში ვისი ჯიპია,
ბობ, ვალს გიბრუნებ უკვე ვადამდე.

ბობ, შემიძლია ბევრის მოთმენა,
ბობ, დაკბენილი ვარ და ლოგიკა?
ბობ, ბედს სიბერე უნდა გოთვერანს,
ბობ, სად წახვედი ბობ, ბობ, ბობიკა.

ADOLFI

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები