შენ ჩემი შვილი ხარ და მჯერა, რომ შენც გახსოვს, თუმცა, ეს ოდესღაც თვითონ არ მინდოდა, როდესაც უცხო ოთახში დაგტოვე და როცა წარსულს შევატოვე შენი თბილი თითები... მაგრამ, მე კარი არ გამომიხურავს... გჯერა? გჯერა რომ არ შემოვბრუნებულვარ მის დასაკეტად? ვფიცავარ, ასეა, ოღონდ, არა სიყვარულის გამო... უბრალოდ, უკან გამოხედვის შემრცხვა... ახლა კი შენ წარსულს ხატავ და ვიცი, ამ ცარიელ ფურცელზე, სადღაც კუთხეში მაინც მომიძებნი ადგილს... ადგილს - რადგან მეძებდი, როცა გემალებოდი, რადგან მწერდი, როცა არ გპასუხობდი და რადგან მხედავდი მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ არ ვჩანდი... გახსოვს? როცა სულ პატარას ზღაპრებს გიყვებოდი? მაშინ, ჯერ კიდევ ერთად ვიყავით და ორივეს გვჯეროდა სასწაულების... თუმცა, იქნებ ახლაც კი გჯერა, შენ ხომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ, ბავშვი და მჯერა, რომ ახლაც ისევე მელოდები ფანჯრის მინაზე ცხვირმიკრული, როგორც მაშინ, როცა სახლში დაბრუნებისას მხვდებოდი... მაგრამ მას შემდეგ ჩემთვის ბევრი რამ შეიცვალა... იცი? არასდროს დამავიწყდება მინდვრის ყვითელგულა ყვავილები, რომლებიც დახატე და რომლებიც ასე გინდოდა დაგეკრიფა, როცა ტყეში წავიდოდით... ვიცი, თავის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა მიზეზის თავადაც არ გჯერა... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლა ერთად აკინძულ შენს ნახატებს შორის ვარდის ფურცლებს ვალაგებ იმ იმედით, რომ როდესაც ისინი გახმება, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით...
შენ ჩემი შვილი ხარ და მჯერა, ეს შენც გახსოვს...
ლიკა ოხანაშვილი 25.12.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ლიკა ++++++++++ :* ლიკა ++++++++++ :*
23. კარგი, მე არ ვარ ლიტერატორი და ვამბობ ეს ლექსი არ არის , არის მოთხრობა,რომელიც ყველა მიმტოვებელ დედას ეკუთვნის, მე ამას არ გავაკეთებ, წინასწარ ნურავინ იტყვის,, ვინ სად , როდის და როგორ წამოკრავს ფეხს, არავინ იცის. სიკვდილს ვერ დააბრუნებ დანარჩენს ყველაფერს გამოსავალი მოეძებნება, კარგი, მე არ ვარ ლიტერატორი და ვამბობ ეს ლექსი არ არის , არის მოთხრობა,რომელიც ყველა მიმტოვებელ დედას ეკუთვნის, მე ამას არ გავაკეთებ, წინასწარ ნურავინ იტყვის,, ვინ სად , როდის და როგორ წამოკრავს ფეხს, არავინ იცის. სიკვდილს ვერ დააბრუნებ დანარჩენს ყველაფერს გამოსავალი მოეძებნება,
22. მე სომეხი არის?! :|
''ნებისმიერი ქალი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით'' თქო ვგულისხმობდი :D მე სომეხი არის?! :|
``ნებისმიერი ქალი, რომელიც ნებისმიერი მიზეზით`` თქო ვგულისხმობდი :D
21. პოეზიად ვერც მე..
ნებისმიერი ქალი რომელმაც ნებისმიერი მიზეზით შვილს მიატოვებს, დასახვრეტია. :) აი ასე მკაცრად! არავინ შემომედავოოს თუ შეიძლებოდეს, ჩემი პირადი აზრია! პოეზიად ვერც მე..
ნებისმიერი ქალი რომელმაც ნებისმიერი მიზეზით შვილს მიატოვებს, დასახვრეტია. :) აი ასე მკაცრად! არავინ შემომედავოოს თუ შეიძლებოდეს, ჩემი პირადი აზრია!
20. პოეზიად ვერც მე..
ნებისმიერი ქალი რომელმაც ნებისმიერი მიზეზით შვილს მიატოვებს, დასახვრეტია. :) აი ასე მკაცრად! არავინ შემომედავოოს თუ შეიძლებოდეს, ჩემი პირადი აზრია! პოეზიად ვერც მე..
ნებისმიერი ქალი რომელმაც ნებისმიერი მიზეზით შვილს მიატოვებს, დასახვრეტია. :) აი ასე მკაცრად! არავინ შემომედავოოს თუ შეიძლებოდეს, ჩემი პირადი აზრია!
19. გამაჟრჟოლა... მაგარია გამაჟრჟოლა... მაგარია
18. სევდიანია და კითხვისას გამაჟრჟოლა! ყოჩაღ სევდიანია და კითხვისას გამაჟრჟოლა! ყოჩაღ
16. არასოდეს მესმოდა იმ დედების რომლებიც შვილებს ტოვებენ, ცხოვრებაში პირველად ოდნავ შერბილებულად შემახედე დედის ამ ქმედებას, ჩემი დიდი სიმპატიები ავტორს! არასოდეს მესმოდა იმ დედების რომლებიც შვილებს ტოვებენ, ცხოვრებაში პირველად ოდნავ შერბილებულად შემახედე დედის ამ ქმედებას, ჩემი დიდი სიმპატიები ავტორს!
14. ვაი :( მომადგნენ ცრემლები... ++ ვაი :( მომადგნენ ცრემლები... ++
13. :-* მოგიკითხე :-* მოგიკითხე
12. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
11. ”დედა, შვილების დამყრელი, კაცის მკვლელს ედარებოდა, უბეში ეჯდა მცურავი, ძუძუებს ეტანებოდა!”
ასე შეაფესა ქართველმა ხალხმა შვილების გადამყრელი დედა! ღვთის გმობაზე დიდი ცოდვა და ტკივილია დედის ასთი საქციელი, არანაკლებია მონანიებაც.... ღმერთი წარმოუდგენლად დიდია და გულმოწყალე!... ”დედა, შვილების დამყრელი, კაცის მკვლელს ედარებოდა, უბეში ეჯდა მცურავი, ძუძუებს ეტანებოდა!”
ასე შეაფესა ქართველმა ხალხმა შვილების გადამყრელი დედა! ღვთის გმობაზე დიდი ცოდვა და ტკივილია დედის ასთი საქციელი, არანაკლებია მონანიებაც.... ღმერთი წარმოუდგენლად დიდია და გულმოწყალე!...
9. კარგი ხარ, ლიკა! 55 კარგი ხარ, ლიკა! 55
8. ლიკა პროზად წავიკითხე, მაგრამ ისეთია რომ არ ვიცი როგორ გითხრა. ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან . გაიხარე :( :-* :-* ლიკა პროზად წავიკითხე, მაგრამ ისეთია რომ არ ვიცი როგორ გითხრა. ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან . გაიხარე :( :-* :-*
7. ტკივილიანია... კარგად არის გადმოცემული... კარგი ხარ, ლიკა! :) ტკივილიანია... კარგად არის გადმოცემული... კარგი ხარ, ლიკა! :)
6. პროზაულია ბევრად ვიდრე ვერლიბრია.
არანაირი შიდა რითმები,არანაირი რიტმი.
აზრი........ პროზაულია ბევრად ვიდრე ვერლიბრია.
არანაირი შიდა რითმები,არანაირი რიტმი.
აზრი........
4. რა ნაცნობი თემაა,ზუსტად ამ თემაზეა ჩემი პროზა "აღსარება". კრგად გაქვს გადმოცემული:) რა ნაცნობი თემაა,ზუსტად ამ თემაზეა ჩემი პროზა "აღსარება". კრგად გაქვს გადმოცემული:)
3. ჩემი "ყველაზემეტი" +2 : ) ჩემი "ყველაზემეტი" +2 : )
2. მძიმე თემაა კარგად გადმოცემული მძიმე თემაა კარგად გადმოცემული
1. საინტერესოა. ვერლიბრშიც მაგარი ხარ რა! ;) საინტერესოა. ვერლიბრშიც მაგარი ხარ რა! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|