ურემი
ურმის თვალმა, ჭრიალამ, შარა აახმიანა, ჩიტუნები ჟივილით ცაში ააფრთხიალა. კოფოზე შესკუპულმა თედომ, თვალებბრიალამ, ხმანარნარა ჩონგური კოხტად ააწკრიალა. ღიმილი გვიწყალობა ცამ ნათელმა, კრიალამ, ქარმა ღრუბლის ფთილები ცეკვით დააბზრიალა.
ფუტკარი
ფუსფუსით და ბზუილით თავს ევლება ყვავილებს, გვიძღვნის ნობათს უშურველს; თაფლს და ფიჭას ქარვისფერს, სანთლითა და კელაპტრით, ღმერთს, მაცხოვარს ადიდებს.
ქოთანი
ქოთქოთით და დუღილით გული გადაეღალა, ბზარებისგან, სხეული დაუსკდა, დაეღარა. მოაშორეს ჯამ-ჭურჭელს, ბაღში მისცეს ადგილი, მიაბარეს პაწია, უნაზესი ყვავილი. ცრემლებს ყლაპავს; ,, დედობა არ ყოფილა ადვილი!''
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
13. საყვარლებია ძალიან..:):)+++ საყვარლებია ძალიან..:):)+++
12. ლამაზებია. გილოცავთ დამდეგს.555 ლამაზებია. გილოცავთ დამდეგს.555
11. ყველას დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. შობის მადლს გაებრწყინებინოს თქვენი სული! მიხარია, რომ არსებობთ და მამხნევებთ! ყველას დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. შობის მადლს გაებრწყინებინოს თქვენი სული! მიხარია, რომ არსებობთ და მამხნევებთ!
10. ჭკვიანი, საზრიანი და ბავშვობაში დამბრუნებელი წვიმის ასული... მიყვარხარ მე შენ... :) ჭკვიანი, საზრიანი და ბავშვობაში დამბრუნებელი წვიმის ასული... მიყვარხარ მე შენ... :)
9. 5 ,,მიაბარეს პაწია, უნაზესი ყვავილი. ცრემლებს ყლაპავს; ,, დედობა არ ყოფილა ადვილი!''
რა ლამაზები და ბავშვიოსგულიანებია?! 5 ,,მიაბარეს პაწია, უნაზესი ყვავილი. ცრემლებს ყლაპავს; ,, დედობა არ ყოფილა ადვილი!``
რა ლამაზები და ბავშვიოსგულიანებია?!
8. მეც ,ბოლო განსაკუთრებით. 5 მეც ,ბოლო განსაკუთრებით. 5
7. ძალიან საყვარლებია, მაგრამ ბოლოს მეც განსაკუთრებულად გამოვყოფდი:) ძალიან საყვარლებია, მაგრამ ბოლოს მეც განსაკუთრებულად გამოვყოფდი:)
6. ბოლო მომეწონა :) ბოლო მომეწონა :)
5. მიყვარს საბავშვო ლექსები :) და ეს ქოთანი რა საყვარელია?! :) მიყვარს საბავშვო ლექსები :) და ეს ქოთანი რა საყვარელია?! :)
4. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
3. +2კარგებია! +2კარგებია!
2. ესეიგი რამდენი ლექსიც წავიკითხე , თითქმის ყველგან უფალს ეფერები და ადიდებ. შეგეწიოს მისი მადლი საყვარელო. ძალიან თბილი ლექსებია ..
+ 5
( წიწილებიც, უყვართ პატარებს ;;) )
ესეიგი რამდენი ლექსიც წავიკითხე , თითქმის ყველგან უფალს ეფერები და ადიდებ. შეგეწიოს მისი მადლი საყვარელო. ძალიან თბილი ლექსებია ..
+ 5
( წიწილებიც, უყვართ პატარებს ;;) )
1. სულის განწმენდასავითაა.55555 სულის განწმენდასავითაა.55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|