 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 30 დეკემბერი, 2010 |
ახლა ეს ფიქრი ადგილ-ადგილ წაისონეტებს, ხსოვნა იფერთხავს დამტვერილ წლებს მძიმე კალთიდან, და რომ მეგონა სათვალავში სულაც არ თვლიდა, დრო გაჰყურებდა ჩემს განვლილ გზას თურმე, ლორნეტით...
შინაგანი ხმა ჩამძახოდა: - მარტო ვერ ივლი, თუმცა, ისიც ჭირს, რომ უსიტყვოდ გამგებს მიაგნო... სულ არ ჭირდება სასიცოცხლოდ ვნებას "ვიაგრა", ემოცია თუ ას ვოლტს გირტყამს გულში დენივით...
ნელა მიჰყვები შენს ხერხემალს ზევით, მალებით, ახვალ შუამდე, დაგორდები ისევ ფეხებთან, იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
გადაგიზამთრდა, მერე ისევ გაგიზაფხულდა, კალენდრის ფურცლებს შეაყვითლდნენ შენი განცდები, წონასწორობის ჩარჩოს მიღმა, თუკი არ ვცდები, ბოთლში ჩამწყვდეულ ჯინს მაინც ხდი ზოგჯერ სახურავს...
ხშირად არ ჩნდები შეხვედრებზე, წვეულებაზე, დრომ ჩამოფერთხა შენს ცნობიერს ფუჭი სნობიზმი, ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის, და სავიზიტო ბარათს ჰქვია - "ჩვეულ ნებაზე"...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. "დრო გაჰყურებდა ჩემს განვლილ გზას თურმე, ლორნეტით"
"გადაგიზამთრდა, მერე ისევ გაგიზაფხულდა"
"ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის"
თქვენთან, ჩემს მიერ შერჩეულ თქვენივე ფრაზებს შეუძლიათ ჩემი კომენტარების ჩანაცვლება.
"დრო გაჰყურებდა ჩემს განვლილ გზას თურმე, ლორნეტით"
"გადაგიზამთრდა, მერე ისევ გაგიზაფხულდა"
"ახლა შენს თავთან შეხვედრა გაქვს, ისე, ცნობისთვის"
თქვენთან, ჩემს მიერ შერჩეულ თქვენივე ფრაზებს შეუძლიათ ჩემი კომენტარების ჩანაცვლება.
13. ჩვეულებრივად აღვიქვი "უჩვეულოდ" ცოტა მკითხველი... ჩვეულებრივად აღვიქვი "უჩვეულოდ" ცოტა მკითხველი...
12. გილოცავ შობა-ახალ წელს! გამგები და დამნახავი დაგებედოს!.. იქნებ, ამ წელს მაინც გადმოფერთხო ეგ ულევი სევდა გულიდან... გილოცავ შობა-ახალ წელს! გამგები და დამნახავი დაგებედოს!.. იქნებ, ამ წელს მაინც გადმოფერთხო ეგ ულევი სევდა გულიდან...
11. იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
თანანა, ახალწელსგილოცავთ!!!!!ლექსს ხუთიანი!!!!!
იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
თანანა, ახალწელსგილოცავთ!!!!!ლექსს ხუთიანი!!!!!
10. 555555555
მრავალ ახალ წელს ლაღად და ბედნიერად! 555555555
მრავალ ახალ წელს ლაღად და ბედნიერად!
9. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ამბობენ, კურდღელს ხელოვნება ნამეტანი ნაყვარებაო, ჰოოდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი... ყველას გილოცავთ ახალ წელს, ამბობენ, კურდღელს ხელოვნება ნამეტანი ნაყვარებაო, ჰოოდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი...
8. მოგესალმები თამარ და მრავალ უბედნიერეს ახალ წელს გისურვებ შენს უახლოეს ადამიანებთან ერთად ბედნიერ საქართველოში! ყოველთვის მიგულე შენი ესოდენ საინტერესო, ღრმა ფიქრითა და ემოციით გაჯერებული პოეზიის გულწრფელ დამფასებლად! დიდი წარმატებები და სიხარული იყოს შენი მეგზური მუდამ! ვისურვებდი, ახალუხლებსაც ესწავლოთ, რომ ,, ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით..." და რომ უამისოდ არც პოეზია არსებობს... მოგესალმები თამარ და მრავალ უბედნიერეს ახალ წელს გისურვებ შენს უახლოეს ადამიანებთან ერთად ბედნიერ საქართველოში! ყოველთვის მიგულე შენი ესოდენ საინტერესო, ღრმა ფიქრითა და ემოციით გაჯერებული პოეზიის გულწრფელ დამფასებლად! დიდი წარმატებები და სიხარული იყოს შენი მეგზური მუდამ! ვისურვებდი, ახალუხლებსაც ესწავლოთ, რომ ,, ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით..." და რომ უამისოდ არც პოეზია არსებობს...
7. მრავალ ახალ წელს, ბედნიერად დაგასწროთ ღმერთმა! მრავალ ახალ წელს, ბედნიერად დაგასწროთ ღმერთმა!
6. ხსოვნა იფერთხავს დამტვერილ წლებს მძიმე კალთიდან, და რომ მეგონა სათვალავში სულაც არ თვლიდა, დრო გაჰყურებდა ჩემს განვლილ გზას თურმე, ლორნეტით...
გაიხარე! დამდეგ ახალ წელს გილოცავ! მრავალს დაესწარი! 5 ხსოვნა იფერთხავს დამტვერილ წლებს მძიმე კალთიდან, და რომ მეგონა სათვალავში სულაც არ თვლიდა, დრო გაჰყურებდა ჩემს განვლილ გზას თურმე, ლორნეტით...
გაიხარე! დამდეგ ახალ წელს გილოცავ! მრავალს დაესწარი! 5
5. მრავალ ახალ წელს!!! ხალისიანი განწყობით! მრავალ ახალ წელს!!! ხალისიანი განწყობით!
4. +, გილოცავ თანანა დამდეგს!!! +, გილოცავ თანანა დამდეგს!!!
3. ახალი წლის წინ ...იცის ასე...სევდამ თავის შეხსენება... ლექსი მომეწონა...აზრიანი...5
ახალი წლის წინ ...იცის ასე...სევდამ თავის შეხსენება... ლექსი მომეწონა...აზრიანი...5
2. იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
ასპროცენტიანია...... კვლავ სევდით სავსე ნაწერია.....
მინდა დამდეგმა წელმა ყველა სურვილი აგიხდინოთ – ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული დაგბედებოდეთ! იცი, რომ შენს მეტს ეს ტკივილი არც ვის ეხება, რადგან ცხოვრება ისწავლება მხოლოდ წვალებით...
ასპროცენტიანია...... კვლავ სევდით სავსე ნაწერია.....
მინდა დამდეგმა წელმა ყველა სურვილი აგიხდინოთ – ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული დაგბედებოდეთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|