ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოსტ-ჰობია
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2008


WARDANCE/pedohobia-ანუ მე მინდა მისამართი,სადაც მიპოვნი


გუშინ ღამით გამოაცხადეს.
რომ არ გამოეცხადებინათ,ისედაც გავიგე საშინელი ხმა.
დღეს მეც წამიყვანეს(უბრალოდ დამასწრეს-ჩვენი(ჩემი და შენი,და შენი და ჩემი) მისამართი იმაზე ადრე გაიგეს,ვიდრე წავიდოდი მე თვითონ).
”ხვალ”-ეს დროს (დრო) ქვია ასე.
”ზეგ”-ესეც დროს ქვია.
”მაზეგ”-ესეც...
გავიცანი ”ხვალ”.
გავიცანი ”ზეგ”-იც და ”მაზეგ”-იც...
”მაზეგ”-ის მომდევნო დღე ვეღარ გავიცანი...
ჩვენი მისამართის (კიდევ ერთხელ-თავიდან) გაგება ვეღარ დამასწრეს(და ეს იყო ის,რაც ყველაზე ძალიან მინდოდა და რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა...ორი სხადასხვა მიზეზით).
მე იქ დავრჩი.
ეს იყო ომი დროში.
...იყო დრო ომში.
მე აქ ვარ.
”ომი”_ჩემი ახალი და საბოლოო მისამართია.
მე დავბრუნდები ომიდან მაშინ,როცა შენ ამას დაიჯერებ.
შენთან ერთად გავიცნობ ”მაზეგ”-ის შვილს-მომდევნო დღეს,თუ იტყვი,რომ გვამი(რომელიც მე არ(აღარ) მგავს,მე თვითონ ვნახე,რომ აღარ...) ვერ ამოიცანი და ის მე არ ვარ-არ მომკლა!(გეხვეწები!!! გახსოვს? შენ მშვიდად გეძინა,როცა წავედი.იმიტომ გეძინა,რომ გჯეროდა
ჩემი დაბრუნების.მეც არ გაგაღვიძე იმიტომ,რომ ვიცოდი მეტყოდი: ”მე მჯერა!”).
მე მჯერა იმის,რომ შენ გჯერა.
შენ მე არ მომკლავ...
..........
ომი
..........
                                                  თარიღი: უსასრულო ”ხვალ”/მარადიული ”ზეგ”/მშვიდი ”მაზეგ”
                                                                     
                                                  პ.ს.  ეს იყო ”დღეს” ”.”(ცისფერი წერტილი)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები