ჩურჩხელა
ჩვენს დიდ ქვაბში, ქარვისფრად ათუხთუხდა თათარა, ჯარასავით ტრიალებს ცეცხლთან ბებო ჭაღარა. მსუქან-მსუქან ჩურჩხელებს ვეღარ იტევს ხარიხა, ონავრების ყიჟინა მთელ სოფელში დაირხა. ამბორს უყოფს ბავშვებს მზე, ზეცის ლურჯი თაღიდან.
ცისატრყელა
ცისარტყელა როცა სარტყლად შემოევლო ზეცას, პაწაწუნა, ანცმა ბარტყმა უხმო დედა მერცხალს. თან შეპარვით, მოფერებით სთხოვა;- ჩემო დედა, შენს ლამაზ ბიჭს ჭრელა-ჭრულა უფრო მოუხდება. დავარღვიოთ ცისარტყელა და შვიდივე ფერით, მომიქსოვე სამოსელი- ჩემი შესაფერი. გაწყრა დედა, გაიმკაცრა ხმა;-რა გითხარ გუშინ? მერცხალი ხარ, თუ ცანცარა ყბედი თუთიყუში? მამაპაპურს შეელევი, არ გრცხვენია, განა? სულ ტყუილად მიმღერია შენთვის ,,იავნანა''! შერცხვა ბარტყს და გაილურსა, დედას ჩაეხუტა... ასე იყო ეს ამბავი, ჩემო ცოტნე, უტა... ცისარტყელამ კი...გაიგო ეს და გაიბუტა.
ძერა
ძერა ძნაზე შემომჯდარა, უთვალთვალებს საკბილოს, წიწილები იხმო კრუხმა, სურს, რომ მოეთათბიროს. პატარების ონავრობამ გააყრუა მიდამო, -ჩვენ თამაში გვინდა, დედა, ძერაზე სხვამ იდარდოს!
გაიფანტნენ, მშობლის რჩევა არ ისმინეს ურჩებმა, -თქვენ რას მეტყვით, მგელს, თავკერძა კვიცი, გადაურჩება?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თათარაზე ტანში გამცრა... :)
თათარაზე ტანში გამცრა... :)
11. რატოა ასე ცოტა კომენტარები გავგიჟდი, ძალიან საყვარელი ლექსებია, :) რატოა ასე ცოტა კომენტარები გავგიჟდი, ძალიან საყვარელი ლექსებია, :)
10. რა კარგებია!:) რა კარგებია!:)
9. 5
იშვიათი ნაწერია. ბევრმა, რომ შეეცადოს და დაწეროს ასეთი, კარგი იქნება, მაგრამ ვერ დაწერს ჩემი აზრით. ძალიან მომეწონა და ყოჩაღ, ვისიამოვნე ნაღდად. წინსვლა. 5
იშვიათი ნაწერია. ბევრმა, რომ შეეცადოს და დაწეროს ასეთი, კარგი იქნება, მაგრამ ვერ დაწერს ჩემი აზრით. ძალიან მომეწონა და ყოჩაღ, ვისიამოვნე ნაღდად. წინსვლა.
7. ვახ,როგორ მომეწონა სამივე ..
თან გაი-ლურს-აო და :D
555 ვახ,როგორ მომეწონა სამივე ..
თან გაი-ლურს-აო და :D
555
6. "დავარღვიოთ ცისარტყელა და შვიდივე ფერით, მომიქსოვე სამოსელი- ჩემი შესაფერი. გაწყრა დედა, გაიმკაცრა ხმა;-რა გითხარ გუშინ? მერცხალი ხარ, თუ ცანცარა ყბედი თუთიყუში? მამაპაპურს შეელევი, არ გრცხვენია, განა?..."
:)))))))))))))
თუკი მსგავსი სამოსელით იმოსება თუთიყუში, რად დასცინი? – შენც კი გინდა!... ჩაიხედე, აბა, გულში?!
მერცხალს ფრაკი რომ ჩაუცვამს, გახამებულ გულისპირით, ჰკითხე, – უნდა? იქნებ მასაც სურს შეიხსნას მკერდზე ღილი?
მე ასე მგონია და, რა ვიცი, აბა? :))))) "დავარღვიოთ ცისარტყელა და შვიდივე ფერით, მომიქსოვე სამოსელი- ჩემი შესაფერი. გაწყრა დედა, გაიმკაცრა ხმა;-რა გითხარ გუშინ? მერცხალი ხარ, თუ ცანცარა ყბედი თუთიყუში? მამაპაპურს შეელევი, არ გრცხვენია, განა?..."
:)))))))))))))
თუკი მსგავსი სამოსელით იმოსება თუთიყუში, რად დასცინი? – შენც კი გინდა!... ჩაიხედე, აბა, გულში?!
მერცხალს ფრაკი რომ ჩაუცვამს, გახამებულ გულისპირით, ჰკითხე, – უნდა? იქნებ მასაც სურს შეიხსნას მკერდზე ღილი?
მე ასე მგონია და, რა ვიცი, აბა? :)))))
5.
ძალიან კარგია.........+555555
ძალიან კარგია.........+555555
4. 5-ცისარტყელა-განსაკუთრებით 5-ცისარტყელა-განსაკუთრებით
3. ალი, წვიმის ასულო, სრული გამოცემა როდის იქნება? ცისარტყელა დავაფავორიტე აქ და დაგიწერე 12 ქულა ალი, წვიმის ასულო, სრული გამოცემა როდის იქნება? ცისარტყელა დავაფავორიტე აქ და დაგიწერე 12 ქულა
2. ჩვენს დიდ ქვაბში, ქარვისფრად ათუხთუხდა თათარა, ჯარასავით ტრიალებს ცეცხლთან ბებო ჭაღარა. მსუქან-მსუქან ჩურჩხელებს ვეღარ იტევს ხარიხა, ონავრების ყიჟინა მთელ სოფელში დაირხა. ამბორს უყოფს ბავშვებს მზე, ზეცის ლურჯი თაღიდან.
ჩურჩხელა მინდა მეე... წვიმის ასულო, მიყვარხარ. ინებოს უფალმა და 2011 წელსაც და მერეც სულ ასეთი, სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული ლექსები გეწეროს, გენაცვალე :) ჩვენს დიდ ქვაბში, ქარვისფრად ათუხთუხდა თათარა, ჯარასავით ტრიალებს ცეცხლთან ბებო ჭაღარა. მსუქან-მსუქან ჩურჩხელებს ვეღარ იტევს ხარიხა, ონავრების ყიჟინა მთელ სოფელში დაირხა. ამბორს უყოფს ბავშვებს მზე, ზეცის ლურჯი თაღიდან.
ჩურჩხელა მინდა მეე... წვიმის ასულო, მიყვარხარ. ინებოს უფალმა და 2011 წელსაც და მერეც სულ ასეთი, სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული ლექსები გეწეროს, გენაცვალე :)
1. ძერა ძნაზე შემომჯდარა, უთვალთვალებს საკბილოს წიწილები იხმო კრუხმა, სურს, რომ მოეთათბიროს.
თათბირზე კრუხმა გვითხრა უფრთხილდით ძერასო :D
+ 5 5 5 5 ძერა ძნაზე შემომჯდარა, უთვალთვალებს საკბილოს წიწილები იხმო კრუხმა, სურს, რომ მოეთათბიროს.
თათბირზე კრუხმა გვითხრა უფრთხილდით ძერასო :D
+ 5 5 5 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|