| ავტორი: გუ-რული ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2011 |
ისევ გათენდა, ისევ ღრუბლები. ნაცრისფერია არემარე, მზეც ნაცრისფერი, ყველა სულიერს ან უსულო უბრალო საგანს უცნაურობა შეუმოსავთ. მე გავიქცევი
წავალ სადმე. უნდა წავედე. (ვერ გავჩერდები ამ ოთახის ვიწრო კედლებში) სასაფლაოსკენ გამიწია გულმა, არ ვიცი, მგონი კითხვაზე პასუხს ვეძებ დიდი ხნის მკვდრებში.
ცოტა ვიარე, მალე მივედი. ჩავდექი მცირე ეზოებს შორის ზურგით მიწისკენ, ანუ დავწექი ზუსტად ისე, როგორც ისინი და მზერაც ისე. თავით შავ-თეთრ დასავლეთისკენ.
გამითბა გული სისხლი ადუღდა. ვიცანი სახლი, თითქოს ვნახე ჩემი სათოფეც. დიდი ხანია, რომ დავეძებ სადღაც ზეცაში და რომლის გამოც ეს სამყარო გადავაქოთე.
დიახ, ვიცანი ეს ის მიწაა. აი როგორი სამოსახლო მქონია თურმე მთელ დედამიწას რომ დაიტევს, აი ისეთი. მე აქ ვიშვები, აქ გავხდები გოლიათური.
არ მინდა მეტი, საკმარისია, გასაგებია ყველაფერი არ მინდა მეტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჰოოო. . . . ჰოოო. . . .
5. დიდი ხანია, რომ დავეძებ სადღაც ზეცაში და რომლის გამოც ეს სამყარო გადავაქოთე. 5 დიდი ხანია, რომ დავეძებ სადღაც ზეცაში და რომლის გამოც ეს სამყარო გადავაქოთე. 5
3. "გამითბა გული სისხლი ადუღდა. ვიცანი სახლი, თითქოს ვნახე ჩემი სათოფეც. დიდი ხანია, რომ დავეძებ სადღაც ზეცაში და რომლის გამოც ეს სამყარო გადავაქოთე."
საინტერესო იყო. ამაზე სხვებმაც რომ იფიქრონ, რომ მხოლოდ ეგ რამდენიმე მტკაველი მიწა შერჩებათ ბოლოს და სხვა არაფერი, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
"გამითბა გული სისხლი ადუღდა. ვიცანი სახლი, თითქოს ვნახე ჩემი სათოფეც. დიდი ხანია, რომ დავეძებ სადღაც ზეცაში და რომლის გამოც ეს სამყარო გადავაქოთე."
საინტერესო იყო. ამაზე სხვებმაც რომ იფიქრონ, რომ მხოლოდ ეგ რამდენიმე მტკაველი მიწა შერჩებათ ბოლოს და სხვა არაფერი, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
2. კარგად წერთ. +5 კარგად წერთ. +5
1. დიახ, ვიცანი ეს ის მიწაა. აი როგორი სამოსახლო მქონია თურმე-555 დიახ, ვიცანი ეს ის მიწაა. აი როგორი სამოსახლო მქონია თურმე-555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|