ძვირფასებო! ამჟამად საშუალება მაქვს, ნაწილობრივ, ფრაგმენტულად მაინც ვთარგმნო თქვენთვის შერჩეული მასალები იმ მრავალრიცხოვანი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან, რომელიც ლექსის თხზვის შესწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, ცხადია, შევეცდები, მეტი ახალი მასალა ვთარგმნო და მოგაწოდოთ,
წინამდებარე ტექსტი ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებებით დაიდება, ასე რომ, დაინტერესებულებმა თვალყური ადევნეთ.
სამი რამ, რასაც უნდა მივეჩვიოთ - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - (თხზვა და მედიტაცია)
ეპიგრაფები:
,,პოეზია მედიტაციის სახეობაა, რომელიც მე მამშვიდებს და მაბრუნებს საკუთარ თავთან" ალენ გინსბერგი.
,, ღმერთი მდუმარების მეგობარია, ხეები, ყვავილები, ბალახი მდუმარებაში იზრდება. შეხედე ვარსკვლავებს, მთვარეს, მზეს, როგორ მოძრაობენ მდუმარებაში!" დედა ტერეზა სამი , ერთმანეთთან დინამიკურად დაკავშირებული მოქმედების ( აქტივობის) მედიტაციური პრაქტიკა დაგეხმარებათ , გამოაღვიძოთ საკუთარ არსებაში პოეტური ხმა. ესენია: 1. სუნთქვა, 2. უძრაობა 3. მოსმენა
1. სუნთქვა
მედიტაციის რამდენიმე ხერხის გამოყენებით თქვენ დაეუფლებით პოეზიის ძალას. შემოქმედებით პროცესში სუნთქვის ცნობიერი მართვა შესაძლებლობას მოგცემთ, შეაღწიოთ საკუთარ გულში. სუნთქვისადმი ყურადღებას მივყავართ მომენტამდე, რომლის დროსაც ჩვენი შეგრძნებები და გრძნობები მოსახელთებელი ხდება. ამ დროს ვეხმიანებით ჩვენი არსებობის ყოველ ცალკეულ გამოვლინებას. ისეთი კერძო გამოვლინებანი, როგორიცაა თქვენი კატის თათები, ქარის ხმა, სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ თავმოყრილი ხალხი - არის ის, რაც ჩვენს ლექსს ბასრად, მკვეთრად ფოკუსირებულს ხდის. სუნთქვა ცხოვრებასა და სიტყვებს ერთმანეთს ურწყამს. სიტყვები რაღაცას, გაცილებით მეტს შეიცავენ, ვიდრე ბგერები ან მარცვლებია .. ვერცერთ სიტყვას ვერ წარმოთქვამთ სუნთქვის გარეშე. სუნთქვა აცოცხლებს სიტყვებს. სიტყვები სუნთქვამ შვა. როდესაც წერთ, შეუშვით სუნთქვა სიტყვებში. გააკეთეთ ეს საკუთარი ნაწერის ხმამაღლა წარმოთქმის გზით.. ასე შესძლებთ, ბუნებრივად ჩართოთ თქვენი სუნთქვა სიტყვებში, რომელსაც წერთ.. შეახეთ ყველა სიტყვას, ყველა სტრიქონს თქვენი ლექსისა საკუთარი სუნთქვა, დაამჩნიეთ იგი! რის შესახებაც არ უნდა წერდეთ, იგრძენით მისი უნიკალური სუნთქვა-სიცოცხლე! მაგალითად, თუ წერთ კატაზე, შეგრძნებითად შეუხამეთ თქვენი სუნთქვა მისას. რაც მეტად დაეუფლებით სუნთქვას ცნობიერად, მით უფრო განივითარებთ ინტიმურ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი, რასაც მოიცავს თქვენი ყოველდღიური ყოფა. გამოიყენეთ თქვენი სუნთქვა, რათა ლექსის თხზვისას შეიგრძნოთ და იგრძნო თქვენებურად.
სავარჯიშო: ყურადღებით წაიკითხეთ ეს ტექსტი: ,,ვგრძნობდი, როგორ მეკვროდნენ ირგვლივ ტყით დაფარული მთები, თითქოს ისინი ჩემს კანად იქცნენ, ვგრძნობდი მათ ქვეშ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. პატარ-პატარა დადეთ არაა პრობლემა, თქვენ ოღონდ დადეთ და:) პატარ-პატარა დადეთ არაა პრობლემა, თქვენ ოღონდ დადეთ და:)
18. ძვირფასებო! უნდა მაპატიოთ , რომ ამ მასალის დადება შევწყვიტე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ თავიდან ვერ გავითვალისწინე ერთი რამ - ახალ-ტექსტისთვის ახალი , მოცულობითი ფრაგმენტის მომატება აქ ტექნიკურად არ გამოდის, მიწერს , მეტისმეტად ბევრი ცვლილებააო. ასე მცირე-მცირე ულუფებს კი ბევრი შესვლა-გამოსვლა სჭირდება ტექსტის ფანჯარაში. ამიტომ დავრწმუნდი, რომ უმჯობესია, რაღაც, დიდი მოცულობის თარგმნისთვის როცა მოვიცლი ხოლმე, მაშინ დავდო ერთიანად.
ძვირფასებო! უნდა მაპატიოთ , რომ ამ მასალის დადება შევწყვიტე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ თავიდან ვერ გავითვალისწინე ერთი რამ - ახალ-ტექსტისთვის ახალი , მოცულობითი ფრაგმენტის მომატება აქ ტექნიკურად არ გამოდის, მიწერს , მეტისმეტად ბევრი ცვლილებააო. ასე მცირე-მცირე ულუფებს კი ბევრი შესვლა-გამოსვლა სჭირდება ტექსტის ფანჯარაში. ამიტომ დავრწმუნდი, რომ უმჯობესია, რაღაც, დიდი მოცულობის თარგმნისთვის როცა მოვიცლი ხოლმე, მაშინ დავდო ერთიანად.
17. საინტერესოა! საინტერესოა!
16. როდესაც წერთ, შეუშვით სუნთქვა სიტყვებში. გააკეთეთ ეს საკუთარი ნაწერის ხმამაღლა წარმოთქმის გზით.. ასე შესძლებთ, ბუნებრივად ჩართოთ თქვენი სუნთქვა სიტყვებში, რომელსაც წერთ.. შეახეთ ყველა სიტყვას, ყველა სტრიქონს თქვენი ლექსისა საკუთარი სუნთქვა, დაამჩნიეთ იგი! რის შესახებაც არ უნდა წერდეთ, იგრძენით მისი უნიკალური სუნთქვა-სიცოცხლე!
მე პირადად ამ ყველაფერს ვგრძნობ, ლექსის წერას არაფერი სჯობს, ერთი დიდი სიამოვნებაა! წერის დროს არავისზე არ ვფიქრობ, არავინ არ მახსოვს! ლექსის წერის დროს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებზე და რითმათა წყობაზე ვფიქრობ, წერის დროს იმდენს ვფიქრობ, რამდენსაც ჭადრაკის თამაშისას. სისხლში მაქვს გამჯდარი თითოეული სიტყვა. ერთი არსიდან წამოსული სიტყვები!
როდესაც წერთ, შეუშვით სუნთქვა სიტყვებში. გააკეთეთ ეს საკუთარი ნაწერის ხმამაღლა წარმოთქმის გზით.. ასე შესძლებთ, ბუნებრივად ჩართოთ თქვენი სუნთქვა სიტყვებში, რომელსაც წერთ.. შეახეთ ყველა სიტყვას, ყველა სტრიქონს თქვენი ლექსისა საკუთარი სუნთქვა, დაამჩნიეთ იგი! რის შესახებაც არ უნდა წერდეთ, იგრძენით მისი უნიკალური სუნთქვა-სიცოცხლე!
მე პირადად ამ ყველაფერს ვგრძნობ, ლექსის წერას არაფერი სჯობს, ერთი დიდი სიამოვნებაა! წერის დროს არავისზე არ ვფიქრობ, არავინ არ მახსოვს! ლექსის წერის დროს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებზე და რითმათა წყობაზე ვფიქრობ, წერის დროს იმდენს ვფიქრობ, რამდენსაც ჭადრაკის თამაშისას. სისხლში მაქვს გამჯდარი თითოეული სიტყვა. ერთი არსიდან წამოსული სიტყვები!
15. შენ ლექსი მიიღე თავისი ხასიათით და ხარისხით და არა შენი დამოკიდებულებით ავტორისადმი, რომლის წერის პროცესიც შენი საქმე არ არის(როგორც მკითხველის).
შენ ლექსი მიიღე თავისი ხასიათით და ხარისხით და არა შენი დამოკიდებულებით ავტორისადმი, რომლის წერის პროცესიც შენი საქმე არ არის(როგორც მკითხველის).
14. აი მანდ ვარ მეც დიმა, კარგია რომ თავად თქვი. "გაუაზრებლად"! მაგარი იყო.
წინასწარ გეგმავ ოდესმე მოდი მე ორშაბათს დავჯდები, ვივარჯიშებ და ლექსს დავწერო??? აი ამაზე მქონდა საუბარი და არა იმაზე, გაუაზრებლად რას აკეთებს პოეტი, შინაგანი ბუნებრივი ნიჭის წყალობით და მერე შედეგად რას იღებს. შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს ადამიანს გაზუთხული რას წარმოადგენს რითმათა სახეობები , ალეგორია, მეტაფორა, ან როგორ იწერება ვერლიბრი და ა.შ. მაგრამ ბუნებრივად თვითნაბადი ნიჭით დაწეროს ეს ყველაფერი იმაზე ბევრად, ბევრად უკეთ, ვიდრე "ნავარჯიშევი" პოეტი დაწერს. კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, ადამიანი რომ წინასწარი განზრახვით დაწერს ლექსს და თან მანამდე პირი ხისკენ მიქნია და ივარჯიშებს კიდეც და სუნთქვის სიხშირეს დაიყენებს, აი მასეთი ლექსი არ მინდა, არც მასეთი პოეზია. და ვისაც უნდა იმის იყოს. : )
თქვენც ნუ გინდათ თქო ხომ არ ვამბობ, ბატონო. მომიტევეთ. დავსტოვე.
აი მანდ ვარ მეც დიმა, კარგია რომ თავად თქვი. "გაუაზრებლად"! მაგარი იყო.

13. შევთანხმდით. ისე აქ რაც წერია ამ სავარჯისოს მე ისედაც მივმართავდი, ოღონდ გაუაზრებლად.
მართლა მაგარი რამეა. შევთანხმდით. ისე აქ რაც წერია ამ სავარჯისოს მე ისედაც მივმართავდი, ოღონდ გაუაზრებლად.
მართლა მაგარი რამეა.
12. კარგი. შენ გენდობი და დავიჯერებ რომ სწორად ისუნთქე და ისე დაწერე. და რომ სხვა სავარჯიშოებიც გააკეთე სანამ დაწერდი. ველოდები. : )
კარგი. შენ გენდობი და დავიჯერებ რომ სწორად ისუნთქე და ისე დაწერე. და რომ სხვა სავარჯიშოებიც გააკეთე სანამ დაწერდი. ველოდები. : )
11. კარგი ანინე, მე წაგაკითხებ. :)
კარგი ანინე, მე წაგაკითხებ. :)
10. გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით. ნინო დარბაისელი. 2011-01-20 21:39:59
ვის შეუძლია ასე დაბეჯითებით განაცხადოს რომ გენიოსების დრო დამთავრდა??? პირდაპირ ხაზზე ვართ შემოქმედთან??? მომიტევეთ რომ არ ვარ მთლად დარწმუნებული მაგ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ხოდა მუზა რომ მოგეძალებათ რომელი თქვენგანი აკეთებს ან თუნდაც გააკეთებს ამ სავარჯიშოებს ისიც ძალიან მაინტერესებს. და თუ გააკეთებთ და ამის შემდეგ დაწერთ, მერე ის ლექსი წამაკითხეთ, გულწრფელად მაინტერესებს როგორი იქნება.
ჭეშმარიტად პატივისცემით ადამიანებისადმი - ანინე. გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით. ნინო დარბაისელი. 2011-01-20 21:39:59
ვის შეუძლია ასე დაბეჯითებით განაცხადოს რომ გენიოსების დრო დამთავრდა??? პირდაპირ ხაზზე ვართ შემოქმედთან??? მომიტევეთ რომ არ ვარ მთლად დარწმუნებული მაგ სიტყვების ჭეშმარიტებაში. ხოდა მუზა რომ მოგეძალებათ რომელი თქვენგანი აკეთებს ან თუნდაც გააკეთებს ამ სავარჯიშოებს ისიც ძალიან მაინტერესებს. და თუ გააკეთებთ და ამის შემდეგ დაწერთ, მერე ის ლექსი წამაკითხეთ, გულწრფელად მაინტერესებს როგორი იქნება.
ჭეშმარიტად პატივისცემით ადამიანებისადმი - ანინე.
8. სუნთქვა მარტო ტექსტის კეთებისას არა, საერთოდ უნდა გქონდეს მოწესრიგებული . 6-7 წამი უნდა იყოს ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც. მედიტაციას მეც ვიყენებ ხოლმე. კარგია როცა ჯერ დაინახავ რაზე წერ,მერე ენაში შეხვალ და გადმოთარგმნი სიტყვებად.
++ სუნთქვა მარტო ტექსტის კეთებისას არა, საერთოდ უნდა გქონდეს მოწესრიგებული . 6-7 წამი უნდა იყოს ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც. მედიტაციას მეც ვიყენებ ხოლმე. კარგია როცა ჯერ დაინახავ რაზე წერ,მერე ენაში შეხვალ და გადმოთარგმნი სიტყვებად.
++
7. გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით....... ამაში გეთანხმები გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით....... ამაში გეთანხმები
6. ძვირფასებო! მადლობა გამოხმაურებისთვის. განსაკუთრებით გიორგისა და რენუარს.
ილტოსპირელო ძვირფასო! არ მიმაჩნია გამართლებულად ვაჟა-ფშაველას კერძო მაგალითის განზოგადება, გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით. ასევე შორს გახლავართ აზრიდან, რომ ჩემი თარგმნილი ეს ან რომელიმე მომდევნო ტექსტი, ან შემოთავაზებული რომელიმე მეთოდი უნივერსალური რეცეპტი იქნება ლექსის თხზვის მსურველთათვის. თავად თანამედროვე ავტორის ნებაა, რა გზას აირჩევს, მაგრამ დამწყებებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს გზები და არსებობს საშუალებაც ახალი გზების გაჭრისა, ან ძველის გაფართოებისა, რათა ბრმად არ გაუყვნენ სხვათა გაკვალულ ბილიკს.
ცოტა ხანში დავდებ სავარჯიშოს, რომელსაც ასეთი აგებულება აქვს: პირველი ნაწილი - ცნობილი ავტორის ტექსტია, მეორე - დავალება, რომელიც ამ მცირე ტექსტის მაგალითს ეყრდნობა.
ძვირფასებო! მადლობა გამოხმაურებისთვის. განსაკუთრებით გიორგისა და რენუარს.
ილტოსპირელო ძვირფასო! არ მიმაჩნია გამართლებულად ვაჟა-ფშაველას კერძო მაგალითის განზოგადება, გენიოსების დრო ქართულ პოეზიაში - დამთავრდა გალაკტიონით. ასევე შორს გახლავართ აზრიდან, რომ ჩემი თარგმნილი ეს ან რომელიმე მომდევნო ტექსტი, ან შემოთავაზებული რომელიმე მეთოდი უნივერსალური რეცეპტი იქნება ლექსის თხზვის მსურველთათვის. თავად თანამედროვე ავტორის ნებაა, რა გზას აირჩევს, მაგრამ დამწყებებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს გზები და არსებობს საშუალებაც ახალი გზების გაჭრისა, ან ძველის გაფართოებისა, რათა ბრმად არ გაუყვნენ სხვათა გაკვალულ ბილიკს.
ცოტა ხანში დავდებ სავარჯიშოს, რომელსაც ასეთი აგებულება აქვს: პირველი ნაწილი - ცნობილი ავტორის ტექსტია, მეორე - დავალება, რომელიც ამ მცირე ტექსტის მაგალითს ეყრდნობა.
5. საინტერესოა. უთუოდ გააგრძელეთ, ნინო.
ყოველთვის ვკითხულობდი ხმამაღლა...დაწერისთანავე:) საინტერესოა. უთუოდ გააგრძელეთ, ნინო.
ყოველთვის ვკითხულობდი ხმამაღლა...დაწერისთანავე:)
4. ამას ახლა დავაკოპირებ და დღიურში წავიღებ! ამას ახლა დავაკოპირებ და დღიურში წავიღებ!
3. ძალიან მომეწონა ქნ. ნონოოო... ძალიააან! - თან ამ ხასიათზე ვარ.
უძრაობა - ?
მოსმენა - ?
ხო იქნება მალე ? :)
5 ძალიან მომეწონა ქნ. ნონოოო... ძალიააან! - თან ამ ხასიათზე ვარ.
უძრაობა - ?
მოსმენა - ?
ხო იქნება მალე ? :)
5
2. მეც უკაცრავად და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ეს ყველაფერი... რა სავარჯიშო, რის სავარჯიშო. ნავარჯიშევით შეთხზული ლექსის რა ვთქვი მე. ან როდის იყო, რომელი კლასიკოსი გეგმავდა წინსაწარ მოდი მე ეხლა დავჯდები და ლექსს შევთხზავო და ვარჯიშს იწყებდა...
რა ვიცი, შეიძლება მე ვერ ვწვდები ამ სიღრმეს რაზეც აქ არის საუბარი, მაგრამ პირველი კომენტარის ავტორს ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები!!! წინასწარ დაგეგმილი და მოფიქრებული თხვზის და მთხზველის პოეზიის რა ვთქვი მე...
დავსვამ ეხლა ჩემს ქმარს და ვავარჯიშებ, გამოაღვიძე, გამოაღვიძე მეთქი. რას გამოიღვიძებს იმ ნიჭს, რომელიც არ აქვს . და თუ უფალი მაგ ნიჭით დაგაჯილდოებს იმას გამოღვიძებაც აღარ სჭირდება, ბობოქრობს თავისით, არ გასვენებს. ესაა სწორედ პოეზია და არა ნავარჯიშევი და ნაწვალები სტრიქონები. პოეზია ორსულობის მერე წონის დაგდება ხომ არაა, ივარჯიშო და გამოგივიდეს... სინდი კროუფორდის ვარჯიშები... ამ გვერდზე გამიკვირდა ამის წაკითხვა.
პატივისცემით.
მეც უკაცრავად და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ეს ყველაფერი... რა სავარჯიშო, რის სავარჯიშო. ნავარჯიშევით შეთხზული ლექსის რა ვთქვი მე. ან როდის იყო, რომელი კლასიკოსი გეგმავდა წინსაწარ მოდი მე ეხლა დავჯდები და ლექსს შევთხზავო და ვარჯიშს იწყებდა...
რა ვიცი, შეიძლება მე ვერ ვწვდები ამ სიღრმეს რაზეც აქ არის საუბარი, მაგრამ პირველი კომენტარის ავტორს ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები!!! წინასწარ დაგეგმილი და მოფიქრებული თხვზის და მთხზველის პოეზიის რა ვთქვი მე...
დავსვამ ეხლა ჩემს ქმარს და ვავარჯიშებ, გამოაღვიძე, გამოაღვიძე მეთქი. რას გამოიღვიძებს იმ ნიჭს, რომელიც არ აქვს . და თუ უფალი მაგ ნიჭით დაგაჯილდოებს იმას გამოღვიძებაც აღარ სჭირდება, ბობოქრობს თავისით, არ გასვენებს. ესაა სწორედ პოეზია და არა ნავარჯიშევი და ნაწვალები სტრიქონები. პოეზია ორსულობის მერე წონის დაგდება ხომ არაა, ივარჯიშო და გამოგივიდეს... სინდი კროუფორდის ვარჯიშები... ამ გვერდზე გამიკვირდა ამის წაკითხვა.
პატივისცემით.
1. "გამოაღვიძოთ საკუთარ არსებაში პოეტური ხმა..."
მეცინება ამაზე :) :) :) თუ არ არის, რა უნდა გამოაღვიძო?!. ან განა თუ ამ ყველა ამგვარ რჩევას ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს მავანი, შეიძლება რომ მან გამოაღვიძოს თავის თავში პოეტი?!. ანუ განა დასაშვებია, რომ ხელოვნურად ვმართოთ პროცესი - პოეტად ყოფნა-არყოფნის? არ მჯერა, რომ ყოველ გამვლელში პოეტი თვლემს, ისევე როგორც არ მჯერა ყოველი მეორის მხატვრობის, მუსიკოსობის!..
და მაგ პირველი აქტივობის გამო ხომ მართლაც ბევრი ვიღიმილე :)))
"მაგალითად, თუ წერთ კატაზე, შეგრძნებითად შეუხამეთ თქვენი სუნთქვა მისას. რაც მეტად დაეუფლებით სუნთქვას ცნობიერად, მით უფრო განივითარებთ ინტიმურ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი..."
როგორ მივუსადაგო ახლა მე ეს ჰარმონიული რჩევები ვაჟას?
ჩემი შეგონება:
თხზვის ყველაზე კარგი წინაპირობაა - იშვა პოეტად, გქონდეს ღვთაებრივი ინტუიცია სამყაროს ნებისმიერ მოვლენასა თუ საგნში წვდომის უნარი! ეს ბუნბრივი მოცემულობაა და მისი სწავლა შეუძლებელია! თუ გაქვს, ხარ, თუ - არა, არ ხარ და ვერც ვერასოდეს გახდები პოეტი! "გამოაღვიძოთ საკუთარ არსებაში პოეტური ხმა..."
მეცინება ამაზე :) :) :) თუ არ არის, რა უნდა გამოაღვიძო?!. ან განა თუ ამ ყველა ამგვარ რჩევას ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებს მავანი, შეიძლება რომ მან გამოაღვიძოს თავის თავში პოეტი?!. ანუ განა დასაშვებია, რომ ხელოვნურად ვმართოთ პროცესი - პოეტად ყოფნა-არყოფნის? არ მჯერა, რომ ყოველ გამვლელში პოეტი თვლემს, ისევე როგორც არ მჯერა ყოველი მეორის მხატვრობის, მუსიკოსობის!..
და მაგ პირველი აქტივობის გამო ხომ მართლაც ბევრი ვიღიმილე :)))
"მაგალითად, თუ წერთ კატაზე, შეგრძნებითად შეუხამეთ თქვენი სუნთქვა მისას. რაც მეტად დაეუფლებით სუნთქვას ცნობიერად, მით უფრო განივითარებთ ინტიმურ დამოკიდებულებას ყველაფრისადმი..."
როგორ მივუსადაგო ახლა მე ეს ჰარმონიული რჩევები ვაჟას?
ჩემი შეგონება:
თხზვის ყველაზე კარგი წინაპირობაა - იშვა პოეტად, გქონდეს ღვთაებრივი ინტუიცია სამყაროს ნებისმიერ მოვლენასა თუ საგნში წვდომის უნარი! ეს ბუნბრივი მოცემულობაა და მისი სწავლა შეუძლებელია! თუ გაქვს, ხარ, თუ - არა, არ ხარ და ვერც ვერასოდეს გახდები პოეტი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|