ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკა855
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2011


მიყვარხარ!!!

იესოს ხატს მე დავუნთე სანთელი,
ღმერთს შევთხოვე სიყვარული შენი,
რამდენი რამ მაქვს მე შენთვის სათქმელი
და მე მაინც უსასრულოდ გელი...
ოცნებების სანაპიროს მივყვები,
სად მიმიყვანს ეს ბილიკი იციი...?
ჩუმად, უხმოდ მე ჩემს სათქმელს გიყვები,
ვის გავანდო ჩემი გრძნობა ვიცი...
სანთლის ალმა ცის კამარა მოხატა,
ოცნებებმა ცაში ფრთები გაშალა,
და რაც ქვეყნად სიყვარული არის,
მხოლოდ შენთვის მინდა ჩემო პატარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები