ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 აგვისტო, 2008


,,ტანკში სექსი'' და ახალი ''კარტოფილი''

ფორუმ ლიტერატურა.გე=ს თემაში ''ცხელ-ცხელი მარგალიტები''კვლავ გრძელდება პოლემიკა ანონიმი ავტორის ლექსის შესახებ .საქმეში  ჯერჯერობით ჩაუხედავ მკითხველს  შეუძლია  ,,ურაკპარაკში''გაეცნოს ჩემს წინა კრიტიკულ გამოხმაურებებს  ამ ლექსის თაობაზე.ამჟამად გთავაზობთ ბოლო პასუხს.
აქვე,დასაწყისში  ვათავსებ  ''ნამდვილი მასაის''
პოსტს,რომელმაც გამოიწვია ჩემი გამოხმაურება:

QUOTE(namdvili masai @ Aug 27 2008, 10:39 PM)
ეს პოსტი კი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ახლა ვნახე პირველად. ბარემ ამ პოსტის ავტორთანაც დავამთავრებ.

დიდი ბოდიში ქალბატონო ნინო, მაგრამ ძალიან დიდი ბოდვა    მგონია ის, რაც ზემოთ დაწერეთ.

ადამიანური ვნების ნაყოფი არის, სამედიცინო ენითაც რომ ვთქვათ _ "ნაყოფი", ანუ შვილი. თქვენ კი რას მიედ-მოედებით, თვითონვე თუ გესმით ამ დახვავებული სიტყვების მნიშვნელობა?

გადაგითარგმნით მაშინ ამ სტრიქონებს:

"მე და ჩემნაირები შიშატანილი ტანით ვეკვროდით
ჩვენს შვილებს და
სარდაფის ჭუჭრუტანაში ქარსშემოყოლილ უცხო ხმაურს თითებდაცობილ ყურებით ვუსმენდით".
მართლაცდა, რა სჭირს ამ სტრიქონებს?!ახლა ვხედავ, რომ ინფორმაცია თქვენი ღრმადგანსწავლულობის შესახებ მითია და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ხელში რაღაც გვრჩება კომპიუტერული პროგრამა "ნინო დარბაისელი", რომელიც თითქოსდა ამ საიტის ადმინისტრაციამ ჩატვირთა სპეციალურად. მეჩვენება, რომ ამ კომპიუტერულ პროგრამას ლიტერატურა ზოგჯერ კარტოფილი ჰგონია.




ჩემი პასუხი:

,,ნამდვილო მასაი'',ძვირფასო!
გთხოვთ ,კიდევ ერთხელ ,გულდასმით წაიკითხოთ ჩემი წერილი და თქვენი გამოხმაურებაც.
მინდა ,დარწმუნდეთ თუ არა,დაფიქრდეთ მაინც ერთ რამეზე:

მე შევეცადე ,ლოგიკურად ამესხნა, რა სჭირს ამ სტრიქონებს:

,,მე და ჩემნაირები შიშატანილი ტანით ვეკვროდით
ჩვენი ვნებების ნაყოფებს და
სარდაფის ჭუჭრუტანაში ქარსშემოყოლილ უცხო ხმაურს თითებდაცობილ ყურებით ვუსმენდით. ''

თქვენ სხვა გზა ირჩიეთ:
1.ჯერ ,,მომაშველეთ,, სიტყვა ,,ნაყოფის'' სამედიცინო მნიშვნელობა,რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩემსავე წერილში გამოთქმულ აზრს,/ განმარტებაზე ამაოდ გაისარჯეთ/ .
2.შემდგომ დამპირდით,გადაგითარგმნით ამ სტრიქონებსო,მოახდინეთ ციტირება ,თქვენეული ინტერპრეტაციით ,/ნაცვლად ''ვნებების ნაყოფებისა' ჩასვით ,,ჩვენს შვილებს '' / , ''თითებდაცობილი ყურებით ხმაურის მოსმენას '' - წაუყრუეთ და...
3.სხვა , ლოგიკური კონტრარგუმენტის ვერმოძიების გამო , ემოციურ რიტორიკას მოუხმეთ საშველად:,,მართლაცდა ,რა სჭირს ამ სტრიქონებს?!''

ესეც არ იკმარეთ,გადახვედით იმ აზრის ავტორის ნეგატიურ შეფასებაზე,რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა თქვენი ლოგიკური აპარატი.

ადრე,ერთერთ პოსტში დავწერე,რომ ამგვარად მოქმედი თანამოსაუბრე ან მოკამათე ძალზე ჰგავს ჭადრაკის მოთამაშეს, მძიმე პოზიციაში ჩავარდნილი სწორ სვლას რომ ვერ აგნებს და პირისპირ მჯდომი მოწინააღმდეგის უსიამოვნო ჩაცმულობასა და გარეგნობაზე ან მასზე სადღაც ყურმოკრულ ჭორებზე ფიქრში ხარჯავს გონებრივ ენერგიას ,ბოლოს ბრაზისაგან დაფას ააყირავებს და...პარტიაც დამთავრდა.
ნამდვილი მოჭადრაკენი კი პარტიის მოგება-წაგების მიუხედავად,თამაშის ბოლოს ერთმანეთს ხელს ართმევენ.


ახლა ცოტა იუმორი ანუ ამ ახალ ''კარტოფილზე'' წაყრილი, წვრილად დაჭრილი ცოცხალი კამა:


ისე ,სწავლა - სიბერემდეო და თქვენი პოსტიდან გავაკეთე ერთი კარგი ,,ლოგიკური დასკვნაც,, ,რაც დემოგრაფიულ მდგომარეობას საქართველოში მკვეთრად გააუმჯობესებს.
1. ,,ვნების ნაყოფი ,,- ერთი შვილი.
2.ვნების ნაყოფები - სულ ტყუპტყუპად დაჩენილი შვილები.
3. ო-ოო,აი ''ვნებების ნაყოფები,, კი - ალბათ,შვილები,დაჩენილი მიყოლებით ან თანმიმდევრულად ,/მათ შორის,ტყუპებიც!/.
მთავარია,ამ ანონიმი ავტორის წყალობით, ვნებები არ მოაკლდეთ ჩვენს ქალებს შინაურთა და გარეულთა მიმართ.გამიგონია, ჩვენი ძველები ვნების ნაყოფად უსიყვარულოდ ჩასახულ პირმშოებს მოიხსენიებდნენო ...მაგრამ რაღა დროს რჯულისმიერი ,ცოლქმრული სიყვარულია!

ხომ ცნობილია, საუკუნეთა მანძილზე რა კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ჭეშმარიტი პოეზია ჩვენი ერის ცნობიერებაზე?
დღეის ამას იქით ჩვენი შვილების მოხსენიება ,,ვნებების ნაყოფებად'' დიდად დაამშვენებს არა მხოლოდ ქართულ ზნეობას,არამედ მშობლიურ მეტყველებასაც,მაგალითად ასე:
- გამარჯობა!ხომ კარგად ხართ ოჯახში,თქვენი ვნებების ნაყოფები რას შვრებიან?
-მადლობა!არა უშავთ,ახლა სამშობიაროდან მოვდივარ ჩემს უფროს ვნების ნაყოფს წუხელ ვნების ნაყოფი შეეძინა.
-ვაჟია თუ ქალი?
-ჯერ არ ვიცით. თვითონ გადაწყვეტს,როცა გაიზრდება.
და ა.შ.





თქვენი ასისტენტი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დარწმუნებული ხართ ამ წინადადების სისწორეში?

,,მართლაცდა, რა სჭირს ამ სტრიქონებს?!''

ამოირჩიეთ პასუხი :
დიახ / არა



/იმედია ,ჩემი გამოხმაურების იუმორისტული ნაწილის ლოგიკურ განსჯას არ შეუდგებით და გაიხსენებთ ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევის დასკვნას,რომ ,, ნებისმიერი იუმორის საფუძველი ლოგიკური შეუსაბამობებით თამაშია .'' /

პატივისცემით
მარად თქვენი ''კომპიუტერული პროგრამა ,,ნინო დარბაისელი'' 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები