ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


გული თითებში

შეხედე ჩემს ხელს,
რა სუსტია, როგორ კანკალებს,
ფიქრით თითებში გამოვწურე გული მკერდიდან,
შენ კი გეგონა სასთუმალთან კოცნიდი ჩემს ხელს,
არადა, მაჯას თვითონ ჩემი გული ეკიდა.
შეხედე ჩემს გულს,
ახლა ძლივსღა ფეთქავს თითებში,
ხელის გაჭრა და... დაიქცევა სისხლის წვეთებად,
სადღაა გული, საგულედან მომწყდარი ერთ დღეს
თოვლივით გაჰყვა ყოველდღიურ ხელისშეხებას.
შეხედე ჩემს ხელს,
უკანასკნელს გულის ფეთქვას გავს,
თითები ახლა მომაკვდავი ჩიტივით თრთიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები