ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 თებერვალი, 2011


დაკარგულის დაბრუნება ანუ ჯერ უნდა გქონდეს ის – რასაც კარგავ

განმეორებული და დადგმული სცენები, შეცვლილი  გეოგრაფიული ადგილმდებარეობა... 
თითქოს ომი ჩვენში „გასტროლებზე“ დადის –
ხან ზღვისპირეთს დაუყენებს კვამლის სვეტებს, ხანაც მთისძირეთში – ახმაურებს ყუმბარმტყორცნებს.
ვდგავართ და ვუზომავთ გვამების გროვებს სიმაღლეს, უსიტყვოდ, მდუმარედ...
უსიტყვოდ, მდუმარედ ვასკვნით, რომ ამ გროვათა
სიმაღლე – პირდაპირ ან უკუ – პროპორციულია მომავალი „დასაგვამებლების“ რაოდენობასთან.

თითქოს გვასწავლეს შიში – უჯრედ–უჯრედ ჩაგვისახლეს.
ვფრთხით, შემთხვევით ჩვენს დუმილსაც  არ წამოსცდეს რამე.
 
  საფეხურები...
  რომ ვყეფდეთ კიდეც ამ უძაღლოში, კიბის თავში მსხდომამდის
მაინც ვერ მიაღწევს ხმა – ანკი სად არის ამ საფეხურების ბოლო?
  სად ვართ? სად ვიწყებით ან სად ვმთავრდებით?
 
  ვდუმვართ და ვუმზერთ – გენის მკვლელობას.

  სამაგიეროდ, მამელუქებად გვნახეთ ვინა ვართ?! ვაჟკაცნი და გულადნი,
უდაბნოს ხვატით ვერ–დაჩგრულნი! უცხო მიწების დამცველნი და უცხოტომელთა
მფარველნი. იქაც კი გვტკივა, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ... მაგრამ....

  იქ კი, ქვევით–ისგან – ზევით, ზევით–ის გან – ქვევით,
ძლიერნი ამა ქვეყნისანი–ს სხვა და სხვა ხელი, მონაცვლეობით,
მორიგეობით, დროშენაცვლებით – ერთსა და იმავე თამაშს ეთამაშება
მარიონეტებს, მარიონეტთა გასართობი არენა-ასპარეზი  კი – ის ადგილებია,
სადაც ვარსებობთ, სადაც ხან კვამლის სვეტები დგას და ხანაც ყუმბარმტყორცნები ქუხან.

სცენარი იგივე... მოტყუებულ და ხაფანგთან მიტყუებულ ქართველთა კვდომა.
  ომებმა ძნები შეკრეს გვამების.
  ვდგავართ და ვუზომავთ  გროვებს სიმაღლეს!
 
  ერი შემცირდა... ერი მცირდება... ერს მხედველობაც შეუსუსტდა  მომავლის ბურუსში.
 
  ვკარგავთ...ვკარგავთ მას – რამაც დაკარგული უნდა დაგვაბრუნებინოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები