ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


ესკიზები თებერვლის პორტრეტისათვის

ფანჯრიდან ამინდი მიყურებს  რაღაც ამრეზილი,
რა გადააგორებს დღეებს, ასე ფერმიხდილებს,
ამინდებს განწყობაც  პასუხობს მუდამ სკაბრეზებით,
ის დროა, ხასიათს ტანზე სამოსივით ვიხდიდე...
თებერვლის ბოღმაა, რაც კი ყინვები და სუსხია,
ჯავრს იყრის ორმაგად ასე დღენაკლულად შობისთვის.
ხეები თითქოსდა სითბოს მუცლადღებას უცდიან,
კვირტი რომ გამოსკდეს ადრე გაზაფხულის ლოგინში...
მზე მიმალულია სადღაც, ჰორიზონტის გადაღმა,
დაქრიან ქარები რუხ ცაზე ღუბლების ფრეგატით.
ხეებს გაზაფხული ისევ ესიზმრებათ ამაღამ,
და ყინვა ფანჯრებზე წააგავს თებერვლის ნეგატივს...
სითბოს მოლოდინში ხასიათს ბავშვივით ვაწყნარებ,
მე სიცივეს ვწუხვარ, ზამთარი - ბოლო თვეს, ნაკიანს,
ქუჩაში ამინდი უპატრონოსავით წანწალებს,
მძინარე გაზაფხულს მზის ერთი კოცნაღა აკლია...
    05.02.11


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები