ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2008


რახარუხი (არასაჭირო ლექსი)

თითოეული თითი
შენი
ჩემს გარშემო

ყოველი კაპილარი
როგორც
ნავთობის მილსადენები

ყოველი ინტრიგა
ზეპოლიტიკური მიზეზებით
ჩემს ფილტვებში

ჩემი სწრაფვა
ვიყო ა-პოლიტიკური

და განდიდების მანიები
თითოეულ უჯრედში

მზით დამწვარი გრძნობები
დაბალზამებული რეცეპტორები

თეთრი ხალათებით
უცხო სახეები
სიტყვები:
მკიდია
მიდი
ბოლომდე
ავიტან

თითოეული თითი
შენი
ჩემს გარშემო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები