 | ავტორი: მარი.ჯ. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 თებერვალი, 2011 |
ყვითელი,ცისფერი,ოდნავ ვარდისფერიც...ნათელი, მკრთალი ფერები,რაც იმის მაუწყებელია,რომ შენ მიახლოვდები...სასოოდ გული ძგერას იწყებს. ლამაზი სამოსი,თეთრი და ნაზი სიოც, ამაყი,თავნება და ჯიუტი.ფრიალებს კაბა,სულ ციცქნა კაბა.მოკრძალებეული,ჰაეროვანი ლა-მანტის მკვეთრი სუნამოს ელემენტები. ვუახლოვდებით ერთმანეთს ნაზად,თითქოს მზე აფრქვევს ჩვენ შორის ჩამდგარ,მოუთმენელ,ერთად ყოფნის სურვილს...სურვილიც ახდება,როცა ჩვენ შორის გრძნობები აღდგება და წყურვილის არეს საბოლოოდ დაუშლის არსებობას. ერთი,ორი ნაბიჯიც და საბოლოოდ დაიმსხვრევა მინები,რომლებიც თანხმობას აძლევენ ფიქრებს,რომლებიც განახლების უარყოფას,მიუწვდომელი გრძნობების გამრავლებას გვიქადიან... თითებს შორის გაყრილი თითო-თითო ყვავილი მიწას შეჰყურებს და ქალის მზერას მისკენ მიაპყრობს,როცა მიწისკენ შემყურე უსულო სიამეს, ქალის ტუჩების გასწვრივ, იხილავს ცისფერი,ნაზი თვალები... და ასეც მოხდა. სულიერი-ხორციელი ღიმილი,რომლის მსგავსი ქვეყანაზე ერთია და ესეც მოუთმენელი წყვილის მოკეკლუცე სახის ნათება და კისკისი. მაშინ როდესაც ბუნების გმირები ჩვენ ტკბობას შორიდან შესცქერიან,ჩვენ უკვე შორს ვართ ამ ბუნებისგან ვქრებით და ვდნებით.ამ რეალობას, ვერაფერი ვერ მოერევა მაშინ,როცა ერთად ვართ სამყაროს მიუწვდომელ სივრცეში.აქ ხომ ფერები დომინირებს,გვინათებს სახეს,აქ ხომ მზის ფონზე მოცეკვავე ყვავილებს ვარჩევთ,აქ ხომ პატარა ნაზი არსება მუქ გრძნობებს ავლენს,აქ ხომ დღეს ღამე ენაცვლება,აქ ხომ სიცოცხლის მხდალი ხაზები უჩვეულოა,აქ ხომ ერთმანეთის გრძნობებს ხმამაღლა ნაზად ყვირიან,აქ ხომ ბუნების ზეიმია, აქ ხომ ჩვენს ტკბობას სასაუბროდ, მელნად გვიხდიან,აქ ხომ სიყვარულს მეტი ძალა აქვს,აქ ხომ პატარა გრძნობას ბავშვში გაუღვიძია.. ჰო და რაღას ვუცდით... წავიდეთ და ყველა ყვავილს თითო ფოთოლი მოვპაროთ,დავარქვათ წამებს სახელი:
სრულყოფილება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. +5555 karg ragaceeb s wers eg sheni da..... +5555 karg ragaceeb s wers eg sheni da.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|