ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოცდაათი წამი მარსამდე და ...
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


გადარჩები!

დროც მოვიდა, ის აქ არის
სიჩუმე მთავრდება, ცვლილებებიც ახლოსაა
ელოდები რაღაცას, კრიტიკულ მდგომარეობაში...
შემოდი აქ ამ ტაძარში!
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში
თუ შენს წარსულში ყველაფერი არ არის აშკარა...
უკეთესია გადადგა ეს ნაბიჯი,
წაშალე შენი სულის ძველი სახე!
შენ ელოდები მიცვალებულივით ფერმკრთალი ცის გახსნას
ელოდები იქიდან ღვთის გადმოსვლას,
ელი რატომღაც მისგან შებრალებას,
შენ თავს არ ეკითხები...
იმსახურებ ამას?
ახალი დღე დაიწყო!
დღეს არის დასასრულის დასაწყისი,
მაგრამ, პირიქით, დღეიდან შექმნი შენ ახალ საწყისს
როგორც დღე გამოეყოფა ღამეს,
როგორც ნათელი ბნელს.
ისე გამოჰყოფ შენ თავს შენი ძველისგან,
ცოდვილისგან...
შენ არ უნდა დაეცე
სცადონ და გაგაჩერონ-
სცადონ და გადაგარჩინონ-
სცადონ და გაგანადგურონ-
სცადონ და გასწავლონ-
ვერავინ ვერაფერს შეძლებს!
ეს არის ბრძოლა ერთის,
ეს არის ბრძოლა მხოლოდ შენი!
შენ არ უნდა დანებდე!
შენ ძლიერი ხარ!
შენ ადამიანი ხარ!
შენ ღმერთს უყვარხარ!


                                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები