 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 1 სექტემბერი, 2008 |
გთავაზობთ ,, ურაკპარაკზე'' დადებული ერთი ლექსის ანალიზს.
ავტორი: სტიქია2 ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2008
--------------------------------------------------------------------------------
“აქ გაზაფხულია”
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხულის, სულაც არ აჩნიათ ხვატის ნიშან-წყალი. ისევ წვიმებია ქარავნად გაბმული დღეებს უნიათო სევდად მიბაწრული. მაინც გავიღიმებ :) უკვე რა ხანია, ტუჩის კუთხეებში ღიმილს ვაწვალებდი. ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია და ტვინს კვლავ მიჭედავს ტონით “მასწავლებლის”. კვლავაც ავდარია ამინდის ტკივილებს ქარი ჩემს სახსრებში სევდით აჭრიალებს. წვიმამ გადამრია მწელავს გარმონივით. სხეულს მიავადებს ისეც ნაჭიანებს. ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული, სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით, ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია ქალაქს ტრანსპარანტებს აკრავს. ბორდელივით:
“აქ გაზაფხულია”
“აქ გაზაფხულია”
“აქ გაზაფხულია”
ვიდრე ლექსის ანალიზზე გადავიდოდეთ,ვასრულებ ''ნიკის'' კიდევ ერთ თხოვნას და ვაფასებ ლექსს ე.წ. ''ბურძგლომერის''ათბალიანი შკალით:1,0 ბრძგ/წმ
ლექსის ზოგადი დახასიათება : ეს ლექსი ტრადიციული პოეზიის ფარგლებში ჯდება.თავისი სათქმელითაც და გამოხატვის ფორმითაც.ამ მხრივ მასში არაფერია ახალი. თუმცა ღირსებად უნდა ჩავუთვალოთ ავტორს ,რომ მან გამოიყენა ნაკლებადდამუშავებული რიტმი ,სპეციალურ ენაზე ამას დაქტილური რიტმი ეწოდება, მისი ''წინაპარია''თავმახვილიანი სამმარცვლედების კომბინაცია,რომელიც ერთიანდება თორმეტმარცვლედში 3/3//3/3 : ახლა ივნისია,ქუჩებს კი ზაფხული სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით თანამედროვე პოეტები ამ საზომით გამართულ ლექსს დიდ ცეზურასთან ,ანუ შუაზე ყოფენ და გამოდის :12: 2= 6. ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით.
დავიწყოთ ანალიზი ! პირველი საფეხური:
ლექსის გრაფიკა ეწინააღმდეგება რეალურ რიტმს,ასევე ინტონაციას.გაუმართლებელია ანჟამბამანები, გადატანები. ანუ სტრიქონებზე წინადადებების განლაგება.ახლა გთავაზობთ გამართულ ვარიანტს:
“აქ გაზაფხულია”
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხულის სულაც არ აჩნიათ ხვატის ნიშან-წყალი. ისევ წვიმებია ქარავნად გაბმული, დღეებს უნიათო სევდად მიბაწრული. მაინც გავიღიმებ :) უკვე რახანია, ტუჩის კუთხეებში ღიმილს ვაწვალებდი. ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია და ტვინს კვლავ მიჭედავს ტონით “მასწავლებლის”. კვლავაც ავდარია. ამინდის ტკივილებს ქარი ჩემს სახსრებში სევდით აჭრიალებს. წვიმამ გადამრია მწელავს გარმონივით.
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით. ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია ქალაქს ტრანსპარანტებს აკრავს ბორდელივით:
“აქ გაზაფხულია”
“აქ გაზაფხულია”
“აქ გაზაფხულია”
ახლა,როცა გრაფიკა და პუნქტუაცია გამართულია,ვიდრე უფრო სერიოზულ შენიშვნებზე გადავიდოდეთ,ენობრივი სტილის ერთ გაუმართაობას მივაქციოთ ყურადღება. სხეულს მიავადებს ისეც ნაჭიანებს. ასო-ბგერა სანის ამგვარი თავმოყრა კონვენციურ,ტრადიციულ ლექსში დეფექტურია. მივუახლოვდეთ ლექსის შინაარსობრივ მხარეს: სახეობრივად და აზრობრივად გაუმართავია ერთი ფრაგმენტი: /მომყავს ავტორისეული ვერსია,ჩემი ჩასწორების გარეშე,რადგან ვუშვებ ვარაუდს,რომ მას ჰქონდა სხვა ჩანაფიქრი და შესაძლოა, გრაფიკისა და პუნქტუაციის ჩასწორების შემდეგ სახე უფრო დაზიანდა.
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული, სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით, ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია ქალაქს ტრანსპარანტებს აკრავს. ბორდელივით:
აქ შინაარსი ასეთია:ქუჩებს გაზაფხული გაჰპარვიათ მსუბუქი ვოდევილით’’.რისი თქმა სურს ავტორს? გასაგებია,რომ ვოდევილი მსუბუქი თეატრალური ჟანრია.როცა ვამბობთ მსუბუქი ვოდევილი,პრაქტიკულად,არაფერს ახალს ვმატებთ მის განსაზღვრებას.ამიტომ აქ ეპითეტი არ გამოვიდა.ესეც არ იყოს. ზმნა’’გაპარვა,,მოითხოვს ვითარებით გარემოებას,ანუ სიტყვას,რომელიც უპასუხებს კითხვაზე;როგორ? ამ კითხვას ჩვეულებრივ,პასუხობს ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელი,მაგალითად გაპარულა სწრაფად,უთქმელად, და ა.შ. თუმცა შეიძლება უპასუხოს მოქმედებით ბრუნვაში დასმულმა სახელმაც,მაგალითად ასე:გაპარულა ფეხაკრეფით,სიცილით, მაგრამ ,,გაპარულა ვოდევილით ,,ყოვლად წარმოუდგენელია. გარდა ამისა,შინაარობრივად შეუსაბამო გამოდის სახე: ,,,ახლა ივნისია ,ქუჩებს კი ზავხული..გაჰპარვიათ. შევეცდები,ავხსნა,რატომ. ივნისი ზაფხულის პირველი თვეა..მისი დასაწყისი ორი კვირა ჩვენში ძველი კალენდრით,ისევ გაზაფხულის ბოლოა.თავი დავანებოთ ამ ძველ კალენდარს! ვინმე საიდანმე რომ გაიპაროს,ჯერ იქ უნდა იყოს.ავტორს სურს თქვას,ზაფხული აგვიანებსო, ჯერ არ მოსულაო,შედეგად კი გამოსდის,მოსულა და კიდეც გაპარულაო. ახლა მთავარი პრობლემა: მთავარ პრობლემაზე საუბრამდე ერთი ენობრივი შეცდომის შესახებაც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. წინადადება: ''ქუჩებს ტრანსპარანტებს აკრავს ბორდელივით''.' არა მხოლოდ დეფექტურია ასო-ბგერა სანების ასეთი თავმოყრის გამო,არამედ გრამატიკულადაც არასწორია.ეწინააღმდეგება ჩვენი ენის ბუნებას. ზმნა ''აკრავს-/ის, მას/ ორპირიანი და გარდაუვალია,/შემოწმება შეგიძლიათ '' ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში''/,რაც იმას ნიშნავს,რომ არ შეიძლება ჰქონდეს სამპირიანობის გაგება. სიცხადისათვის მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. აკრავს ის ქუჩა-ზე ტრანსპარანტს, აკრავს ის ცხენს ფეხ-ზე ნალს, აკრავს ის ალბომ-ში სურათს ავტორს კი გამოსდის ,რომ ის-/მეზობელი/ ,მას-/ქუჩას/, მას/ტრანსპარანტს/ აკრავს. ანუ სამპირიანი,გარდამავალი ზმნა. ეს კი უმნიშვნელო შეცდომა როდია. /შენიშვნა:ეს ზმნა სამპირიანად შეიძლება გარდაიქმნას იმ შემთხვევაში,თუ დაემატება ზმნისწინი და ქცევის ნიშანი,მაგალითად ასე მო-მ-ა-კრ-ა / მე მან ის / , ავტორმა კრიტიკოსს იარლიყი უცოდინრობისა./. ამ წინადადების სხვა ნაკლზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებ,ახლა მთავარ საქმეს მივხედოთ. ჯერ ,ობიექტურობისათვის საჭიროა აღვნიშნო,რომ ამ ლექსში არის ორი წარმატებული სახე: ''ისევ წვიმებია ქარავნად გაბმული,დღეებს უნიათო სევდად მიბაწრული.'' და ''მაინც გავიღიმებ.უკვე რახანია,ტუჩის კუთხეებში ღიმილს ვაწვალებდი''. როგორც იქნა,მივაღწიე მთავარ სათქმელს. შედარებით მსუბუქი შენიშვნით დავიწყებ. გაზაფხულის პოეტურ კონცეპტს არა მხოლოდ ქართული,არამედ ნებისმიერი ენის სამყაროში ერთმნიშვნელოვნად დადებითი გაგება აქვს:გაზაფხული კარგია,ის ნიშნავს სიცოცხლის ,,სიყვარულის,სინათლის და ა.შ. დასაწყისს.ეს ''პრიმა ვერაა''! არსებობს ასეთი მხატვრული ხერხი,ტროპი სახელად ოქსიუმორონი,ანუ წინააღმდეგობათა შეთავსება,რაც საშუალებას იძლევა სიტყვა ''გაზაფხული'' მისთვის უჩვეულო კონტექსტში ჩავსვათ,მაგალითად: მკვლელი გაზაფხული,მძიმე გაზაფხული,მკაცრი გაზაფხული, ბნელი გაზაფხული და ა.შ. ლექსის სათაურად გამოტანილი და შემდგომ ბოლოს სამგზის გამეორებული ,,აქ გაზაფხულია'',რაკი მას არ ახლავს ოქსიუმორონული ეპითეტი, არღვევს ლექსის პოეტურ ლოგიკას. ის,რის თქმასაც ახლა ვაპირებ,ლიტმცოდნე მკითხველისათვის ერთი წინადადებით იქნებოდა ნათელი.მარტივად დავწერდი,რომ ამ ლექსის მთავარი ნაკლი კონოტაციური პლანების შეუთავსებლობაა,შემდგომ დასტურად მოვიყვანდი სიტყვებს:ხვატი,ქარავანი,გარმონი,ვოდევილი,ტრანსპარანტი და ბორდელი. ახლა მე ,რამდენადაც შესაძლებელია,ყველასათვის გასაგებ ენაზე უნდა ვცადო ამის ახსნა. უმჯობესია,დასაწყისისთვის ლექსიკონი მოვიშველიო და თითოეული ამ სიტყვის მოკლე განმარტება წარმოვადგინო: ხვატი- დიდ სიცხე,პაპანაქება.-მაშასადამე არ შეიძლება ითქვას ,,ხვატის ნიშანწყალი '',რადგან დარღვეულია ყველანაირი ლოგიკა,უკიდურეს გამოხატულებას მაღალი ტემპერატურისა-ხვატს,წინ უძღვის ჩვეულებრივი სიცხე და სითბო . სითბო კი ხვატის ნიშანწყალად არ გამოდგება.ის შუალედური მდგომარეობაა სიცივესა და სიცხეს შორის.არსებობს სიგრილეც,შუალედური მდგომარეობა სიცივესა და სითბოს შორის. ქარავანი - სპარსული წარმოშობის სიტყვაა;''კარვან'' და ნიშნავს აქლემების,ცხენების ან სხვა ტვირთმზიდველი ცხოველების ჯგუფს,რომელიც გადაადგილდება სტეპსა და უდაბნოში.ამრიგად,აღმოსავლური სამყაროს ეს სიტყვა ავტორს სწორად აქვს გამოყენებული,მაგრამ საერთო კონტექსტი ხელს უშლის სახეს ,რომელიც ამ სიტყვის გამიყენებით შექმნა ავტორმა. სიზუსტისათვის აქვე მივუთითებ,რომ არსებობს ნავების ქარავანიც ანუ ნავების ჯგუფი,ერთად გასული ზღვაზე.თევზსაჭერად,არასაომარი მიზნით.არც ეს მნიშვნელობა ეწინააღმდეგება ავტორის ჩანაფიქრს.ამრიგად,აქ ყველაფერი რიგზეა. გარმონი-მუსიკალური ინსტრუმენტი,რომლის წინაპარიც შეიქმნა გერმანიაში ბუშმანის/ოსტატის გვარია/მიერ,შემდგომ გავრცელდა რუსეთში,არსებობს გარმონის სხვადასხვა რუსული სახეობა,მაგ მოსკოვური გარმონი,კალუგური გარმონი,სტავროპოლური გარმონი და ა.შ.,/არსებობს რუსული გარმონის ნაირსახეობაც -ქართული გარმონი/ მწელავს გარმონივით არასწორი სახეა,რადგან ამ ინსტრუმენტის გაწელვისას ხდება ჰაერით გაბერვა.ავსება,ავტორს კი სურს გვითხრას,რომ სნეული და ,,ნაჭიანებია'',ანუ მილეულია,საკუთარი ავადმყოფობის ნიშნებს,რომელსაც იგი ჩამოთვლის მობუზულობა,მოკუნტულობა ახასიათებს და არა გაშლა-გაფართოება. ვოდევილი,რომელიც ამ წერილის დასაწყისში უკვე ვახსენე,ფრანგული სიტყვაა და იმგვარი მსუბუქი,მხიარული შინაარსის თეატრალური წარმოდგენის სახელია,რომელიც სალექსო კუპლეტებით და მხიარული მუსიკით,სიმღერებით,ასევე ცეკვებით არის აგებული.ამრიგად,სახე ,,ზაფხული სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით - გარდა იმისა,რომ ენობრივად გაუმართავია,მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკასაც. ტრანსპარანტი-ასევე,ფრანგული სიტყვაა,ბუკვალური შინაარსით ნიშნავს გამჭვირვალეს,ისტორიულად ეს იყო გამჭვირვალე ქსოვილი ან ქაღალდი,რომელზე შესრულებული ნაწერი ან ნახატიც მეორე მხრიდან ნათდებოდა სანთლით,მოგვიანებით კი ელექტრონათურით.საფრანგეთის რევოლუციის დროს პირველად გაჩნდა დიდი ნაჭრები ,ქაღალდები ,რომელიც ქუჩაში გამოსულ მეამბოხეებს ხელში ეჭირათ და ზედ ეწერა მათი ლოზუნგები,მოთხოვნები და ა.შ.ეს ტრადიცია მოვიდა დღემდე.ის,რაც კედელზე იკვრება,არის აფიშა,პროკლამაცია,მოწოდება,მაგრამ არა - ტრანსპარანტი. აქ შესაძლოა,ვინმე შემედაოს,რომ ტრანსპარანტის მიკვრაც შეიძლება სადმე.დავეთანხმები კიდეც,მაგრამ ....ჯერ კიდევ ერთი სიტყვა გვაქვს განსახილველი. ბორდელი-ფრანგული სიტყვაა,ნიშნავს შენობას,განკუთვნილს პროსტიტუციით დაკავებული ადამიანებისათვის.ამ სიტყვის გაჩენიდან დღემდე ერთი ურყევი ტრადიცია არსებობს ყველგან .ბორდელის შენობაზე არ კეთდება არანაირი წარწერა,აფიშა,,რომელიც საზოგადოებას პირდაპირ აცნობებდა ამ შენობის დანიშნულების შესახებ.პროსტიტუცია ხომ ის საქმიანობაა,რომელზეც ჩვეულებრივ საზოგადოება ''თვალებს ხუჭავს''.არსებობს თავისებური მინიშნებანი,როგორიცაა წითელი ფანარი - ჩინეთში,ან წარწერა ''ეროტიკული მასაჟის სახლი''--დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ასევე წარწერა''აბანო'' ან ''საუნა''ბოლოდროინდელ საქართველოში და ა.შ., . როცა პოეტი ლექსში შედარებას იყენებს,ამას ერთადერთი ძირითადი დანიშნულება აქვს - ნაცნობის მეშვეობით უცნობის ახსნა. ანუ მკითხველთა საერთო გამოცდილებაში უკვე არსებული საგნის ან მოვლენის გა-ხსენების,მასთან შედარების გზით უცხო,ახალი მოვლენის ,საგნის შესახებ წარმოდგენის შექმნა .მკითხველისათვის კი წარმოუდგენელია,ტრანსპარანტებგაკრული ბორდელი,მის გამოცდილებაში,ცოდნაში არაფერია ამგვარი. ახლა,როცა თითოეული ჩვენთვის საინტერესო სიტყვა და სახე ასე თუ ისე განვიხილეთ,ერთ საკითხზე დავფიქრდეთ:რამდენად შეეხამება,შეესაბამება ეს სპარსული,გერმანულ-რუსულ-ქართული და ფრანგული სამყაროებიდან შემოსული სიტყვები ერთმანეთს? როგორ უთავსდება ერთმანეთს ასოციაციები,წარმოდგენები,რომელსაც თითოეული მათგანი აღძრავს მკითხველის ცნობიერებაში? არ ვიცი,როგორი იქნება ამ წერილის წამკითხველთა ინდივიდუალური აზრი,ჩემი ფიქრით კი,მათი შეთავსება ავტორმა ვერ შესძლო.ხელთ შერჩა ეკლექტიკური ტექსტი,მშვენიერ დასაწყისით,რომელიც ხელიდან გაექცა და ალოგიკურობაში გადაიზარდა. და მაინც,მკითხველთა დიდ ნაწილს ''ურაკპარაკზე'' დადებული ეს ლექსი მოეწონა.რაშია საქმე? ვვარაუდობ,რომ ამ მკითხველთა შორის არიან ლიტმცოდნენიც,მოყვარული მკითხველებიც... ვფიქრობ,აქ ამუშავდა ინერციის კანონი.ლექსს იმდენად კარგი დასაწყისი აქვს,მკითხველი განუსჯელად მიჰყვება ავტორის ნებას,რაკი ინტერნეტ-პოეზიის გაცნობისა და შეფასების ტემპი ძალზე სწრაფია,დაუყოვნებლივ გამოხატავს თავის პირველად ემოციურ რეაქციას და სხვა ტექსტებს მიაშურებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ამას ჰქვია პოეზიის მოთვინიერება...
რა ხანია ამას ველოდი, კრიტიკაც სახეზეა და კრიტიკის კრიტიკაც. წესით და კანონით მე უნდა გამოვიყენო ჩემი "განსწავლულობა და ერუდიცია" და თავდაცვისათვის მოვემზადო. თავდაცვა ცუდად რომ არ მოგხვდეთ ყურში ვიტყვი: საპასუხო წერილისთვის უნდა მოვემზადო. თუმცა მე არც სწავლული ვარ და არც ინტელექტუალი და სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ. ცოტა წამიკითხავს, ცოტა გამიგია, ცოტას ვწერ :)
კონოტაციური პლანების შეუთავსებლობა.
"გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი."
რამდენად შეთავსებულია კინოტაციური პლანი?
მოხარული ვარ: კრიტიკის სკოლა როგორც იქნა გაიხსნა! სამწუხაროდ პასუხი არ მაქვს, რადგან ავტორი არ არის ვალდებული თავი იმართლოს და თვითონ დაწეროს კრიტიკის კრიტიკა. დავწერ სხვა ადრესატზე, მაგრამ საკუთარ "ნაბოდვარზე", არა.
ისე, ნორმალური კრიტიკული წერილია დებორა, პასუხიც გარკვეულწილად გაცემულია. ასე, რომ თქვენს პოლემიკას დავაკვირდები და გავჩუმდები :)
ამას ჰქვია პოეზიის მოთვინიერება...

10. ხო, მართლა, როგორც კრიტიკის ნიმუშს, უმაღლესი ქულით ვაფასებ. 5 ხო, მართლა, როგორც კრიტიკის ნიმუშს, უმაღლესი ქულით ვაფასებ. 5
9. ქ-ნო ნინო, სრულიად გეთანხმებით: აქაც და ლიტ.გეზეც სულ სასვენი ნიშნებისა და გრამატიკის წესების დამცველად გამოვდიოდი და... ამიტომ გადამემტერა ძალიან ბევრი ლიტ.გეელი... აქ, ურაკპარაკზე, პუნქტუაციის გამო, არავინ გადამმტერებია....
მეც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს ჩემი ლექსებისა თუ პროზის გარშემო. მე ვერ დაგავალებთ, მაგრამ სურვილი ნამდვილად მაქვს, რომ ლიტერატორმა წაიკითხოს ლექსი და სერიოზულად გააკრიტიკოს და არა პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდეს. პატივისცემით ქ-ნო ნინო, სრულიად გეთანხმებით: აქაც და ლიტ.გეზეც სულ სასვენი ნიშნებისა და გრამატიკის წესების დამცველად გამოვდიოდი და... ამიტომ გადამემტერა ძალიან ბევრი ლიტ.გეელი... აქ, ურაკპარაკზე, პუნქტუაციის გამო, არავინ გადამმტერებია....
მეც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს აზრს ჩემი ლექსებისა თუ პროზის გარშემო. მე ვერ დაგავალებთ, მაგრამ სურვილი ნამდვილად მაქვს, რომ ლიტერატორმა წაიკითხოს ლექსი და სერიოზულად გააკრიტიკოს და არა პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდეს. პატივისცემით
8. ჩემი ფიქრით,ავტორს,რომლის ნიკიც ,,ფილოლოგშაა'',წერა-კითხვის უკეთ ცოდნა მოეთხოვება.ახლა ჩავასწორებ თქვენს გამოხმაურებას,რომ შემდეგისათვის გაითვალისწინოთ:
ღმერთო ჩემო!ეს ხომ ,უბრალოდ,სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია?მასე რომ მივუდგეთ,აქ გამოქვეყნებულთა 99% ''მასეთია''.აი, თქვენ კი,ძვირფასო,მაპატიეთ და ''ინტრიგანი ბრძანდებით. ჩემი ფიქრით,ავტორს,რომლის ნიკიც ,,ფილოლოგშაა``,წერა-კითხვის უკეთ ცოდნა მოეთხოვება.ახლა ჩავასწორებ თქვენს გამოხმაურებას,რომ შემდეგისათვის გაითვალისწინოთ:
ღმერთო ჩემო!ეს ხომ ,უბრალოდ,სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია?მასე რომ მივუდგეთ,აქ გამოქვეყნებულთა 99% ``მასეთია``.აი, თქვენ კი,ძვირფასო,მაპატიეთ და ``ინტრიგანი ბრძანდებით.
7. ,,ჰა'',ძვირფასო! იქნებ დაგვისაბუთოთ,რაში გამოიხატება ამ ლექსის მშვენიერება.გამოთქვით თქვენი აზრი.თუ გამოცდილება არ გყოფნით,ნურც ამას მოერიდებით,მთავარია,გულწრფელად სცადოთ დასაბუთება.მერე თანდათან უკეთესად გამოგივათ. ,,ჰა``,ძვირფასო! იქნებ დაგვისაბუთოთ,რაში გამოიხატება ამ ლექსის მშვენიერება.გამოთქვით თქვენი აზრი.თუ გამოცდილება არ გყოფნით,ნურც ამას მოერიდებით,მთავარია,გულწრფელად სცადოთ დასაბუთება.მერე თანდათან უკეთესად გამოგივათ.
6. მშვენიერი ლექსია,რას ჩიჩქნით ? მშვენიერი ლექსია,რას ჩიჩქნით ?
5. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო შენიშვნა მიღებულია :)
იქნებ ჩემს აღსარებაზე დაგეწერათ რამე, ძალიან მაინტერესებს რამდენად სწორად მაქვს იდეა მოტანილი. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო შენიშვნა მიღებულია :)
იქნებ ჩემს აღსარებაზე დაგეწერათ რამე, ძალიან მაინტერესებს რამდენად სწორად მაქვს იდეა მოტანილი.
4. თეკლე,შესანიშნავი გამოხმაურებაა.საინტერესოა,თუ გამოჩნდება ავტორი,როგორ განმარტავს საკუთარ ჩანაფიქრს. ოღონდ ერთი შენიშვნა მექნება შენთან: განსახილველი ლექსის წყობა დაქტილურია - 3/3//3/3/ ხოლო ,, მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი'' - ეს არის არა დაქტილური წყობა,არამედ მეორეპეონური და მისი საზომის ციფრული გამოსახულება ასეთია 4/4/-4/4.ამას ეწოდება რუსთველური მაღალი შაირი. თეკლე,შესანიშნავი გამოხმაურებაა.საინტერესოა,თუ გამოჩნდება ავტორი,როგორ განმარტავს საკუთარ ჩანაფიქრს. ოღონდ ერთი შენიშვნა მექნება შენთან: განსახილველი ლექსის წყობა დაქტილურია - 3/3//3/3/ ხოლო ,, მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი`` - ეს არის არა დაქტილური წყობა,არამედ მეორეპეონური და მისი საზომის ციფრული გამოსახულება ასეთია 4/4/-4/4.ამას ეწოდება რუსთველური მაღალი შაირი.
3. წავიკითხე ლექსი. ვერ ვიტყვი, რომ ვერაფერი ვნახე ახალი, თუნდაც ეგრეთ წოდებული დაქტილური მეტრი "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი" როგორც ვიცი, ეს რიტმი შეინიშნება შუშანიკის წამებაში და ნაკლებგამოყენებადად ითვლებოდა დღემდე,თუმცა უკვე მერამდენე ლექსს შევხვდი დაახლოებით იგივე რიტმში. ლექსის გრაფიკაზე სრულიად ვიზიარებ ქალბატონი ნინოს მოსაზრებას, გრაფიკა დარღვეულია.
ახლა რაც შეეხება ზაფხულს და მის კლასიკურ განმარტებას
შესაძლოა აქ არმოსულ ზაფხულზე ან თუნდაც არშემდგარ მოლოდინზეა საუბარი. ისმის კითხვა რატომ ზაფხული და არა გაზაფხული? ვფიქრობ ავტორს ზაფხული სადღაც დარჩა.
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული, სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით, ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია ქალაქს ტრანსპარანტებს აკრავს. ბორდელივით:
ვოდევილი, როგორც ვიცი მსუბუქი ჟანრის თეტრალური პიესაა რომლისთვისაც გარკვეული ინტრიგაა დამახასიათებელი. დრამის ჟანრი, რომელიც გამოეყო კომედიას. მაგალითისთვის “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”. ვოდევილი 19ე საუკუნეში იძენს ისტორიულ-ეროვნულ მოტივებს. მოგვიანებით ვოდევილში ჩნდება დემოკრატიული ტენდენციები და სინამდვილის მახინჯი მხარეების მხილება. მაგალითად აკაკის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „პირუტყვების არჩევანი,“ რომელშიაც მოცემულია ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურითა წინამძღოლის არჩევის მეტად სასაცილო სცენა. აქ პირუტყვების სახით გამოყვანილია ქუთაისის თავადები, რომლებიც არჩევნების დროს მხეცებივით იღრინებოდნენ და სჭამდნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი ეს ტერმინი გამოიყენება პოლიტიკაშიც მაგ “პოლიტიკური ვოდევილი”.
გარმონის გაწელვის მეტაფორა ჩემთვის მისაღებია, რადგან იქ სადაც არსებობს ტერმინი “გარმონი გავშალე” არის აგრეთვე “გაწელე გარმონი” .ეს არ არის ახალი სახე ამიტომაც ავტორი მიმართავს პოეტურ ხრიკს და გარმონის გაწელვას სხეულის გაწელვას ადარებს, რომელიც ჭიანია. რატომ ჭიანი? არმოსულმა გაზაფხულმა დააჭიანა? იქნებ. კონოტაციური პლანების შეუთავსებლობა შეინიშნება, მაგრამ იქნებ განგებ?
რაც შეეხება ბორდელს. ბორდელის კლასიკური განმარტება მართლაც ასეთია, ავტორისეული ვერსიით ტრანსპარანტს აკრავს ბორდელს? ცოტა მოულოდნელია, ისევე როგორც მეზობლის სახე. რადგან ავტორი რომელიც ლექსს იწყებს 'ისევ წვიმებია ქარავნად გაბმული, დღეებს უნიათო სევდად მიბაწრული." და უცებ ჩნდება მეზობლის სახე. ჩემთვის მოულოდნელად, მე პირადად ველოდი ამის გაშლას და არა სიმბოლოს. ანუ ავტორი გულისხმობს რომ გაზაფხული სწორედ იქ არის? ბორდელში? საინტერესო ვერსიაა. და საინტერესოა კიდევ ერთი, რატომ გადადის ავტორი ზაფხული განმარტებოდან უეცრად ბორდელზე გაკრულ გაზაფხულზე. არ მოდის გაზაფხულიდან ზაფხულში? გრამატიკასთან დაკავშირებით ვიზიარებ ქალბატონი ნინოს აზრს, თუმცა ეს შეცდომები უმნიშვნელოა, ვიდრე ინტერესი, რა ჩადო ლექსში ავტორმა, რომელიც როგორც ვიცი საკმაოდ ერუდირებულია. წორედ ეს ინტრიგა ხომ არ არის როდესაც ავტორი სრულიდან მოულოდნელად იყენებს სიტყვა”ბორდელს?
ლექსი არ არის გახსნილი, თითქმის არც ერთი სახე არ არის დასრულებული, რაც ნიშნავს იმას რომ ავტორმა რესურსი ბოლომდე არ დახარჯა და ბოლომდე არ თქვა თავისი სათქმელი. წავიკითხე ლექსი. ვერ ვიტყვი, რომ ვერაფერი ვნახე ახალი, თუნდაც ეგრეთ წოდებული დაქტილური მეტრი "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი" როგორც ვიცი, ეს რიტმი შეინიშნება შუშანიკის წამებაში და ნაკლებგამოყენებადად ითვლებოდა დღემდე,თუმცა უკვე მერამდენე ლექსს შევხვდი დაახლოებით იგივე რიტმში. ლექსის გრაფიკაზე სრულიად ვიზიარებ ქალბატონი ნინოს მოსაზრებას, გრაფიკა დარღვეულია.
ახლა რაც შეეხება ზაფხულს და მის კლასიკურ განმარტებას
შესაძლოა აქ არმოსულ ზაფხულზე ან თუნდაც არშემდგარ მოლოდინზეა საუბარი. ისმის კითხვა რატომ ზაფხული და არა გაზაფხული? ვფიქრობ ავტორს ზაფხული სადღაც დარჩა.
ახლა ივნისია, ქუჩებს კი ზაფხული, სადღაც გაჰპარვიათ მსუბუქ ვოდევილით, ჩემი მეზობელი ისევ ნასვამია ქალაქს ტრანსპარანტებს აკრავს. ბორდელივით:
ვოდევილი, როგორც ვიცი მსუბუქი ჟანრის თეტრალური პიესაა რომლისთვისაც გარკვეული ინტრიგაა დამახასიათებელი. დრამის ჟანრი, რომელიც გამოეყო კომედიას. მაგალითისთვის “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”. ვოდევილი 19ე საუკუნეში იძენს ისტორიულ-ეროვნულ მოტივებს. მოგვიანებით ვოდევილში ჩნდება დემოკრატიული ტენდენციები და სინამდვილის მახინჯი მხარეების მხილება. მაგალითად აკაკის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „პირუტყვების არჩევანი,“ რომელშიაც მოცემულია ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურითა წინამძღოლის არჩევის მეტად სასაცილო სცენა. აქ პირუტყვების სახით გამოყვანილია ქუთაისის თავადები, რომლებიც არჩევნების დროს მხეცებივით იღრინებოდნენ და სჭამდნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი ეს ტერმინი გამოიყენება პოლიტიკაშიც მაგ “პოლიტიკური ვოდევილი”.
გარმონის გაწელვის მეტაფორა ჩემთვის მისაღებია, რადგან იქ სადაც არსებობს ტერმინი “გარმონი გავშალე” არის აგრეთვე “გაწელე გარმონი” .ეს არ არის ახალი სახე ამიტომაც ავტორი მიმართავს პოეტურ ხრიკს და გარმონის გაწელვას სხეულის გაწელვას ადარებს, რომელიც ჭიანია. რატომ ჭიანი? არმოსულმა გაზაფხულმა დააჭიანა? იქნებ. კონოტაციური პლანების შეუთავსებლობა შეინიშნება, მაგრამ იქნებ განგებ?
რაც შეეხება ბორდელს. ბორდელის კლასიკური განმარტება მართლაც ასეთია, ავტორისეული ვერსიით ტრანსპარანტს აკრავს ბორდელს? ცოტა მოულოდნელია, ისევე როგორც მეზობლის სახე. რადგან ავტორი რომელიც ლექსს იწყებს `ისევ წვიმებია ქარავნად გაბმული, დღეებს უნიათო სევდად მიბაწრული." და უცებ ჩნდება მეზობლის სახე. ჩემთვის მოულოდნელად, მე პირადად ველოდი ამის გაშლას და არა სიმბოლოს. ანუ ავტორი გულისხმობს რომ გაზაფხული სწორედ იქ არის? ბორდელში? საინტერესო ვერსიაა. და საინტერესოა კიდევ ერთი, რატომ გადადის ავტორი ზაფხული განმარტებოდან უეცრად ბორდელზე გაკრულ გაზაფხულზე. არ მოდის გაზაფხულიდან ზაფხულში? გრამატიკასთან დაკავშირებით ვიზიარებ ქალბატონი ნინოს აზრს, თუმცა ეს შეცდომები უმნიშვნელოა, ვიდრე ინტერესი, რა ჩადო ლექსში ავტორმა, რომელიც როგორც ვიცი საკმაოდ ერუდირებულია. წორედ ეს ინტრიგა ხომ არ არის როდესაც ავტორი სრულიდან მოულოდნელად იყენებს სიტყვა”ბორდელს?
ლექსი არ არის გახსნილი, თითქმის არც ერთი სახე არ არის დასრულებული, რაც ნიშნავს იმას რომ ავტორმა რესურსი ბოლომდე არ დახარჯა და ბოლომდე არ თქვა თავისი სათქმელი.
2. დანარჩენი თქვენ იცით დანარჩენი თქვენ იცით
1. 18. საინტერესოა. სიაომვნებით მოვისმენდი ჩემს რომელიმე ნაჟრაბნზე თქვენს ანალიზს კრიტიკას გიო ანდრონიკაშვილი. 2008-09-01 11:06:17
--------------------------------------------------------------------------------
17. :) ლალი. 2008-09-01 10:53:54
16. სტიქია ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ავტორია პორტალზე, მისი შEმოქმედება სავსეა მიგნებებით, განსხვავებულია სტილით, დატვირთულია ემოციებით. თვალი გადავავლე ლექსის გარჩევას, გულდასმით წავიკითხავ და კომენტარს დავამატებ. ბოლოს რაზეც გავამახვილე ყურადღება-იყო ზაფხულის გაპარვა, როცა ივნისია. მე ზუსტად ეს კონტრასტი მომეწონა და ვფიქრობ, ავტორის ჩანაფიქრიც ასეთია-მართალია ჯერ ივნისია, მაგრამ ქუჩებს ზაფხული გაჰპარვიათ, აქ განწყობაზეა აქცენტი-სულის ზაფხულზე, რომელის რეალური ზაფხულის დადგომის ფონზეც არ იგრძნობა... მშვენიერი ფრაზა ნუციკო დეკანოზიშვილი. 2008-09-01 12:03:00 15. დებორა. 2008-09-01 08:03:02
--------------------------------------------------------------------------------
14. რ____ო____ი. 2008-08-31 19:20:28
--------------------------------------------------------------------------------
13. ნიკი ,ხელის და გულის ოფიციალურ შემოთავაზებად მიიღებდა ზოგი...შენი იუმორის ნიჭი რომ არ ვიცოდე
ლალი. 2008-08-31 16:54:47
--------------------------------------------------------------------------------
12. კარგი რა ლალი, ნუ ხარ უსამართლო
როდის ვიყავი მე შენს მიმართ გულგრილი? niki. 2008-08-31 16:42:12
--------------------------------------------------------------------------------
11. ლექსი საუკეთესოა!!!! ნადირი. 2008-08-31 16:27:36
--------------------------------------------------------------------------------
10. ნიკი ვეღარ ძლებს ჩემს გარეშე უკვე .აშკარად არაა გულგრილი,ამდენ იუზერებში მე გავახსენდი მე ბაკოს ვთხოვდი``გარჩევას``.ჩემთვის ის ყველაზე კომპეტენტურია..ნუ მისი აზრი საბოლოო ინსტანციაა და კორექტირებას არ საჭიროებს .
ლალი. 2008-08-31 16:25:04
--------------------------------------------------------------------------------
9. აქ ალბათ შესავალი ზედმეტი იყო. იქნებ მოვაშოროთ?
რა მნიშვნელობა აქვს ვინ გთხოვათ? ლალის რომ ეთხოვა? ხომ არაფერი შეიცვლებოდა ამით ლექსის გარჩევისას?
დაველოდები მთლიან ვერსიას niki. 2008-08-31 16:12:47
--------------------------------------------------------------------------------
8. მეც ველოდები გაგრძელებას. ნეკერა. 2008-08-31 15:05:38
--------------------------------------------------------------------------------
7. გავაგრძელოთ ! სემ. 2008-08-31 15:04:08
--------------------------------------------------------------------------------
6. მაგარია. ბექა ახალაია. 2008-08-31 13:47:48
--------------------------------------------------------------------------------
5. ველოდები გაგრძელებას მთვარეული. 2008-08-31 13:22:25
--------------------------------------------------------------------------------
4. მეც ინტერესით ვკითხულობ. თამარ ბუკია. 2008-08-31 13:05:26
--------------------------------------------------------------------------------
3. საინტერესოა ძალიან.
ლალი. 2008-08-31 12:32:03
--------------------------------------------------------------------------------
2. თუ დაემატა ამ პოსტს,აქვე დავდებ,თუ არა ,ხვალ ცალკე მომიწევს დადება. დებორა. 2008-08-31 11:56:40
--------------------------------------------------------------------------------
1. გაგრძელება?
ლალი. 2008-08-31 11:39:32 18. საინტერესოა. სიაომვნებით მოვისმენდი ჩემს რომელიმე ნაჟრაბნზე თქვენს ანალიზს კრიტიკას გიო ანდრონიკაშვილი. 2008-09-01 11:06:17

ლალი. 2008-08-31 11:39:32
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|