ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2008


თხილამურები

ეს ლექსი რომ გამოვაქვეყნე ამ ათიოდე წლის წინათ,ერთი ჩემი პოეზიის თაყვანისმცემელი ისე შეწუხდა,გაზეთ ''ლიტერატურულ საქართველოში'' ღია წერილით გამომეხმაურა,ეს როგორ მოგივიდათ,საკუთარ თავს ძროხა როგორ უწოდეთო.რამდენიმე ხანში ამას მოჰყვა ''გადაცემა ""ღამის შოუში'' ამ ლექსის დეკლამაცია გოგიჩაიშვილის მიერ/.სამწუხაროდ მის სახელს ვერ ვიხსენებ/,იმ დროს მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი და რომ დავბრუნდი,უამრავმა ადამიანმა,ისე,ახლობლის გარდაცვალების ამბავი რომ უნდა შეაპარონ ჭირისუფალს,სიტყვების და ინტონაციის ფრთხილი შერჩევით მაცნობა ეს ამბავი.მართალი გითხრათ,ვიხალისე.თქვენც ამ მიზნით გთავაზობთ - მინდა გაგახალისოთ.




თხილამურები


როცა ქალაქი დაქუფრულია,
გამახსენდება და გულს დაუვლის
სისველე ხელზე დამდნარი თოვლის,
წადილი ქროლვის და გუდაურის.

''არ იქნებაო ჯერ მთაზე თოვლი''
-ეს ხალხი, მართლა, რას არ მოჭორავს.
მე მყარად ვდგავარ,ვით დედა-ძროხა,
შენ - მუხლი გითრთის,როგორც ბოჩოლას.

გადამტვრეული თხილამურები
ამოშვერილან,როგორც ეშვები.
ვერ გათამაშებ,შვილო სიკვდილთან,
აქ ვერ დაგტოვებ,ვერ დავეშვები.

ვიცი,საცაა მოგივლის ჟინი,
ეგ გული ქროლვით აიტაცება
და ვიდრე ასე,გვერდით გიდგავარ,
მინდა გასწავლო,
უნდა გასწავლო!...
როგორ გასწავლო სწორად დაცემა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები