 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 18 თებერვალი, 2011 |
ძვირფასებო! საქართველოში მყოფი მეგობრების დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ჩემი პოეტური კრებული ,,ვიტა ბრევის'' მიღებულია საკონკურსოდ. მივიღე ელ ფოსტით დადასტურებაც. მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და არ დაინანა დრო და ყურადღება ჩემი დახმარებისთვის. ამ დღეებში ზედიზედ რამდენიმე გაზეთიდან მთხოვეს ინტერვიუ ,, საბასთან'' და ზოგადად ქართულ ლიტერატურულ კონკურსებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ კონკურსში წელს თავად ვმონაწილეობ, ჯერჯერობით თავი შევიკავე. ეს გამოხმაურება კი შარშან დამიწერია საიტ ,,ლიტერატურა.ჯის'' კონკურს ,,საბას" თემაში. (პოსტი #542) მეჩვენება, რომ შესაძლოა, კონკურსის ორგანიზატორებს რაიმე გამოადგეთ შემოთავაზებული იდეებიდან. ნინო დარბაისელი ,,იასონ ძვირფასო! (,,ძვირფასოზე'' ნუ გამინაწყენდებით. ასე ვარ მიჩვეული. უცნობებს სხვანაირად რომ მივმართო, ხომ ფამილარობა იქნება ? ჩემი ვინაობა ჩანს, მაგრამ რომელი ნიკი ვის ეკუთვნის: ქალსა თუ კაცს, ბავშვს, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს; უცნობს თუ ნაცნობს, როგორ გავიგო, რომ სხვა ფორმები შესაბამისად გამოვიყენო? ნაცნობებსა და ახლობლებს კი , ძირითადად, ''საყვარელო''-თი მივმართავ პირადი თუ ვირტუალური ურთიერთობის დროს). არ მგონია, ჩემსავით თვითკრიტიკული ავტორი და ადამიანი ბევრი მოიძევებოდეს. შორს გახლავართ იმისგან, რომ ვინმეს რაიმე დავავალო. რჩევას კი წინ რა უდგას! ვიტყვი და ან გაიზიარებენ, ან - არა. საიტი რომ ''ზოგჯერ ვერ ამართლებს'' თავის მიზნებს, არც ეს მგონია საგანგაშო, ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად ყველაფერი რიგზეა. მუდმივად რომ ამართლებდეს თავის მიზნებს, სხვა რა არის ამ ჩვენს პატარა და საყვარელ საქართველოში, რომ ''ლიტერატურა.გე'' იყოს. ... თუმცა რატომ! ამისთანა მუხათგვერდი ან კუკიაა, ზოგადად, ადგილები, სადაც ,,ცალსახად'' გარდაცვლილები იკრძალებიან. ახლა რაც შეეხება შორთლისტებში მოხვედრილი ნაწარმოებების შესახებ კონკრეტული აზრის გამოთქმას. აქ, საიტის თემაში. ეს მუდამ ძალზე ძნელი იქნება თუნდაც ერთი გარემოების გამო. კონკურსში მონაწილე წიგნების ერთი ნაწილი ჯერ გასაყიდად არ არის ხოლმე გამოტანილი წიგნის მაღაზიებში, მეტიც, სტამბის საღებავი და წებო არა აქვს შემშრალი, რომ უკვე წარდგენილია პრემიაზე . არც უკვე გავრცელებული წიგნის ფასებია იმდენად ხელმისაწვდომი, ლიტერატურისმოყვარულის ჯიბე თუნდაც შორთლისტიდან ყველაფერს რომ გასწვდეს. ბიბლიოთეკების კატალოგებშიც, ჩვეულებრივ, ჯერ არ არის ხოლმე შეტანილი, ძლიერი სურვილის შემთხვევაში იქ მაინც რომ გასცნობოდა ადამიანი. ზოგ წიგნს ვიზუალურად მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალის დროს, პირველად, შორიდან ეცნობა მთელი მკითხველი საზოგადოება. ''იდეებ რაღა ვუყო''- და, იქნებ შემდგომში ამის გამოსასწორებლად კონკურსის ორგანიზატორებს რომელიმე წიგნის მაღაზია- კაფესთან რაიმე კონტრაქტი დაედოთ: 1.ამ მაღაზიაში მოთავსდეს თითო სავალდებულო ეკზემპლარი მაინც ყველა საკონკურსო წიგნისა და მსურველს თავისუფლად შეეძლოს, დაჯდეს და იქ მაინც წაიკითხოს მისთვის საინტერესო გამოცემა. 2.შორთლისტების გამოქვეყნებიდან დაჯილდოების თარიღამდე ავტორებს ამავე წიგნის მაღაზია-კაფეში უნდა ჰქონდეთ მკითხველებთან შეხვედრის საშუალება. ამისათვის თითოეული მათგანისათვის დაინიშნოს თითო დღე . შეხვედრაზე ავტორმა აუდიტორიას წარუდგინოს თავისი წიგნი, ხოლო ორმა ლიტერატორ- რეცენზენტმა წაიკითხოს რეცენზია თუ გამოხმაურება. დანარჩენი მსმენელების გამოსვლებიც შეუზღუდავი იყოს.( ამ ერთ დღეს შეიძლება გაიყიდოს ამ კონკრეტული ავტორის წიგნი ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით). 3.წიგნის ბაზრობა ყოველთვის წინ უსწრებს ,,საბას,, დაჯილდოებას. წარმოიდგინეთ, რა სიმარტივეა, იქ ერთ მაღაზიას რომ ექნება გამოტანილი გასაყიდად ყველა ნომინანტის წიგნი ერთად ! ესეც ხომ მომგებიანი საქმეა ამ მაღაზიისათვის? (მე რომ ასეთი მაღაზიის მფლობელი ვიყო, ასეთ ყოველმხრივ მომგებიან შანსს დავეხარბებოდი). (ცხადია, სხვა მაღაზიებსაც შეეძლოთ ამ საკონკურსო წიგნების შეუზღუდავი რეალიზაცია). 4.სასურველია, ყოველი ასეთი პრეზენტაციის შესახებ გადაიცეს თუნდაც მცირე ინფორმაციები ტელევიზიით... და მერე უყურეთ ჩვენი საიტელების აქტივობას! 5. ჩვენი საიტის კონკურსების განყოფილებაში შორტრლისტების გამოქვეყნების შემდეგ გაიხსნას თემა თითოეული ავტორის სახელზე, დაიდოს მისი სურათი, ბიოგრაფია, გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა სია და ფრაგმენტი მისი საკონკურსო წიგნიდან. მცირე რეპორტაჟი ლიტერატურულ კაფეში გამართული საღამოდან, ბეჭდური გამოხმაურებების ელექტრონული ვერსიები და ა.შ. ყველას შეეძლება აზრი გამოთქვას, ხოლო როგორც ''წეროს'' დროს, დარეგისტრირებულ ინტერნეტ მკითხველებს საშუალება მიეცემათ, ხმა მისცენ თავის რჩეულს. შესაბამისად, ნომინაციებს მიემატებოდა ინტერნეტ-მკითხველის პრიზი თითოეულ ნომინაციაში, რაიმე სიმბოლური, ვთქვათ, რაღაც ორმოცდაათლარიანი წიგნების შეძენის ტალონი იმ წიგნების კაფე -მაღაზიაში. სულ რამდენი ნომინაციაა? "თბს ბანკის" ხარჯებს ოთხასი ლარით თუ გაზრდიდა, ოღონდ, მოფიქრება უნდა, ''საბას'' ლაურეატი ინტერნეტ-რეიტინგითაც პირველ ადგილზე რომ იყოს გასული, ეს ორმოცდაათლარიანი პრემიაც ენიჭებოდეს, თუ უნდა გადაეცეს ''უსაბაოდ'' დარჩენილ მომდევნო მაღალრეიტინგიან ავტორს. (სხვათა შორის ,,ლიტერატურა.გე,,-ს ამ პროექტში ჩართვისათვის შეუძლია, რაღაც ანაზრაურებაც მოითხოვოს ბანკისგან, იმ პერიოდში ადმინისტრაციისა და მოდერების გადატვირთულ რეჟიმში მუშაობისათვის ,მაგალითად, სულ რაღაც ათასი ლარი . მაპატიეთ, ქართულ ფასებში ვერ ვერკვევი კარგად და არ ვიცი, ერთი თვის ინტენსიური მუშაობის დამატებით საზღაურად ეს ბევრია თუ ცოტა). ეს ყოველივე არა მარტო ხელს შეუწყობს ნაწარმოებთა გაცნობას, ავტორთა პოპულარიზაციას, არამედ კონკურსს ექნება მეტი გამჭვირვალობა, თანამედროვე ლიტერატურის განვითარების საქმესაც - ანუ ,,საბას,, ძირითად მიზანს უკეთ მოემსახურება. ''თბს ბანკს'' სერიოზული ხარჯის გაწევა აქედან თითქმის არაფერზე მოუწევს, მაგრამ ცოტა არ იყოს, მეეჭვება კონკურსის მესვეურებმა ზედმეტი გარჯა მოიწადინონ... შემაჩერეთ, თორემ დავიწყე პროექტის წერა!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მახსოვს ეს კომენტარი. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებს ვინმე ;)
წარმატებები. ნინო! მახსოვს ეს კომენტარი. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებს ვინმე ;)
წარმატებები. ნინო!
3. წარმატებები კონკურსზე :)
გამოხმაურება არ მოჰყვა ამ საინტერესო შეთვაზებებს? წარმატებები კონკურსზე :)
გამოხმაურება არ მოჰყვა ამ საინტერესო შეთვაზებებს?
2. ნამდვილად საინტერესო და საქმიანი წინადადებებია, ნამდვილად საინტერესო და საქმიანი წინადადებებია,
1. საინტერესო და ყურადსაღები წინადადებებია!...
წარმატებას გისურვებთ "საბაზე"! :) საინტერესო და ყურადსაღები წინადადებებია!...
წარმატებას გისურვებთ "საბაზე"! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|