 | ავტორი: მარი.ჯ. ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 თებერვალი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დღეს, სტუმარი ამერიკიდან გვეწვევა და ჩემი ფილმი ტიტრებით გავა, როგორც ყოველ დღე ...HELLO GEORGIA! ჯეიმსიც ჩამოვიდა და ჩვენ,როგორც ქართველებს შეგვეფერება მთელი ოჯახი დიდი სითბოთი და სიყვარულით შევხვდით.აეროპორტიც დავტოვეთ და სახლისაკენ გავეშურეთ.იცი,დედა მთელი დღეა სადილს ამზადებს და სახლში ტრიალებს,უცხოელი სტუმარი ქართული სუფრით უნდა გავაოცოო და როგორც იქნა,სადილი შედგა.ჩვენი ჯეიმსიც საკმაოდ კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.სანამ სადილს მოვრჩებოდით მე და მამა ვსაუბრობდით,თუ სად შეიძლება წაგვეყვანა ჯეიმსი,რითი უნდა გაგვეოცებინა... მერე დავფიქრდი: ახალი სკვერებით და ხიდით? სასაცილოა,ამერიკაში ალბათ ყოველ ქუჩაზე მსგავსი გარემოამეთქი. ფერადი შენობებით? იქ უკვე ძაღლის სახლსაც არ ღებავენ მსგავსი ფერებით...შადრევნებით? ეს კითხვა საერთოდ რატომ გამიჩნდამეთქი მიკვირდა... და ბოლოს,ჩვენ სიწმინდეს,ეკლესიებს დავუბრუნდი.აი, ერთადერთი გარემო რითაც შეიძლება გავაოცოთ ჩვენი "ამერიკელი"მეთქი..... სადილიც მორჩა და სახლი დავტოვეთ.სანამ უშუალოდ მეტეხის ეკლესიას მივუახლოვდებოდით,ჯეიმსს ზოგად წარმოსახვას ვუქმნიდი ამ სიწმინდესთად დაკავშირებით.ვუამბე თუ როგორ აიგო,რამდენ წლიანი არსებობა აკავშირებს ჩვენ სარწმუნოებას და ბოლოს თუ როგორ დიდ პატივს ვცემდით მას და როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.. .....აი,აქ მინდოდა შემეწყვიტა და მხოლოდ ეს მეთქვა:
"გრცხვენოდეთ ქართველებო"
უბედურება ის არის,რომ ვაგრძელებ...გული დამეწვა,როცა ჩემი და ჯეიმსის თვალებს პირველივე დანახვაზე, ეკლესიის მიდამოებში არსებული "მოზასავე" წყვილი მოხვდა...როგორი ამერიკელია, კითხვას კითხვაზე მისვამდა.ვერ მოვიფიქრე პასუხი,ან კი რა უნდა მეთქვა,როცა 5წუთის უკან ეკლესიისადმი პატივისცემაზე ვსაუბრობდი.მთელი გზა მდუმარედ გავატარე.მამამაც გაბრაზებით გვითხრა: სანამ მორიგ სირცხვილს ვნახავდეთ,სჯობს სახლში დავბრუნდეთო.ასეც მოვიქეცით,მაგრამ ჯეიმსს ეს იდეა არ მოეწონა და მთხოვა თბილისი დავათვალიეროთო.სხვა რა გზა გვქონდა. დავიწყეთ თავისუფლებით. "ახლა ჩვენ ვუახლოვდებით პარლამენტის შენობ.." ვერც კი მოვასწარი დასრულება,რომ მოედანზე არსებული აქციის მხილველნი გავხდით.თან, ჩვენდა გასაოცრად ერთ-ერთ მათგანს პოსტერზე ეწერა: "We need peace!" ქუჩაში მოსიარულე მშიერ,დაჩაჩანაკებული ხალხის ხილვაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.ჯეიმსის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,მაგრამ კიდევ კარგი კითხვას არ გვისმევდა.თუმცა, ასეთი იდუმალ სიჩუმეს ისევ კითხვები მერჩივნა... მე აქ შევწყვეტ და აღარ გავაგრძელებ,თუმცა ... აეროპორტი,დილის 8 საათი.ჩვენ ჯეიმსს ვაცილებთ:მე,ჩემი და,მამა და დედა... ჯეიმსი თვითმფრინავში ავიდა და ფურცელი რომელიც დაგვიტოვა დიდი ინტერესით გავხსენით.შთაბეჩდილება #2 : ''Where's other Georgia?''სხვა საქართველო სად არის? ოხ, ეს ტიტრები როგორ მაღიზიანებს...გაუშვით ფილმი ქართულად..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. და ბოლოს,ჩვენ სიწმინდეს,ეკლესიებს დავუბრუნდი.აი, ერთადერთი გარემო რითაც შეიძლება გავაოცოთ ჩვენი "ამერიკელი"მეთქი...
:( :( :(
აქედან იწყება ჩვენი უბედურება...
და ბოლოს,ჩვენ სიწმინდეს,ეკლესიებს დავუბრუნდი.აი, ერთადერთი გარემო რითაც შეიძლება გავაოცოთ ჩვენი "ამერიკელი"მეთქი...
:( :( :(
აქედან იწყება ჩვენი უბედურება...
22. ეს არააა ის, რომ შემრცხვეს ამერიკელების...:)
ეს არააა ის, რომ შემრცხვეს ამერიკელების...:)
21. გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი. სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არი?
რაც შეეხება ნაწერს. ჩემი აზრით დიდი ვერაფერი ბედენაა. პრინციპში ამერიკელს არც ზასაობა უნდა გაკვირვებოდა და არც მიტინგები. ან საერთოდ რატომ ვიმართლებთ თავს? რა იმ ამერიკელმა არ იცის რა ხდება მსოფლიოში? თუ რამე გაუკვირდა ჩვეგან? არც ის იცის რომ მიტინგები ყველგანაა? არც ის რომ შიმშილით ხალხი ყველგან იხოცება? მათშ შორის ამერიკაშიც. წაგეყვანა მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე, სვეტიცხოველში. სანახავის მეტი რა გვაქვს? და იმანაც თუ მაინცდამაინც მოზასავეებს მიაქცია ყურადღება და სხვა ვერაფერი დაინახა უკეთესი, არც მისი შეგნება ყოფილა კარგად. დადებითი შემიძლია ის ვთქვა, რომ შენ ძალიან გტკივა ჩვენი ცუდი, უფრო სწორად შენ დას. ეს კარგია, მეც მტკივა და მეც მეწერინება ხოლმე ამაზე. გაიხარე ჩემო მეგობარო, უბრალოდ შენ დაიკოს უთხარი, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რომ თუნდაც ამერიკელს გაუკვირდეს. გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი. სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არი?
რაც შეეხება ნაწერს. ჩემი აზრით დიდი ვერაფერი ბედენაა. პრინციპში ამერიკელს არც ზასაობა უნდა გაკვირვებოდა და არც მიტინგები. ან საერთოდ რატომ ვიმართლებთ თავს? რა იმ ამერიკელმა არ იცის რა ხდება მსოფლიოში? თუ რამე გაუკვირდა ჩვეგან? არც ის იცის რომ მიტინგები ყველგანაა? არც ის რომ შიმშილით ხალხი ყველგან იხოცება? მათშ შორის ამერიკაშიც. წაგეყვანა მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე, სვეტიცხოველში. სანახავის მეტი რა გვაქვს? და იმანაც თუ მაინცდამაინც მოზასავეებს მიაქცია ყურადღება და სხვა ვერაფერი დაინახა უკეთესი, არც მისი შეგნება ყოფილა კარგად. დადებითი შემიძლია ის ვთქვა, რომ შენ ძალიან გტკივა ჩვენი ცუდი, უფრო სწორად შენ დას. ეს კარგია, მეც მტკივა და მეც მეწერინება ხოლმე ამაზე. გაიხარე ჩემო მეგობარო, უბრალოდ შენ დაიკოს უთხარი, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რომ თუნდაც ამერიკელს გაუკვირდეს.
20. დაჩი, ცუდად გაიგე ჩემი ნათქვამი..მე არ შემიძლია გიპასუხო შენ მიერ დასმულ კითხვაზე რამეთუ ეს ნაწერი ჩემმა დამ დაწერა...შესაბამისად, მისი განცდები არის გადმოცემული.. მე გაგიზიარეთ და თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ :) თეო, მადლობა :* დაჩი, ცუდად გაიგე ჩემი ნათქვამი..მე არ შემიძლია გიპასუხო შენ მიერ დასმულ კითხვაზე რამეთუ ეს ნაწერი ჩემმა დამ დაწერა...შესაბამისად, მისი განცდები არის გადმოცემული.. მე გაგიზიარეთ და თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ :) თეო, მადლობა :*
19. უძლიერესი ნაწერიაააა.. .+555 უძლიერესი ნაწერიაააა.. .+555
18. მე ვიკითხე და შენ მიპასუხო იქნებ :)
გასაგებია რასაც ამბობთ - ამერიკანიზმმა დამღალა უბრალოდ. თქვენს საწინააღმდეგოდ არაფერი დამიწერია მე იქ და უკეთესი იქნება თუ ჩავუკვირდებით ერთმანეთის სიტყვებს, სანამ პასუხის გაცემას მოვინდომებდეთ :) წარმატებები :) მე ვიკითხე და შენ მიპასუხო იქნებ :)
გასაგებია რასაც ამბობთ - ამერიკანიზმმა დამღალა უბრალოდ. თქვენს საწინააღმდეგოდ არაფერი დამიწერია მე იქ და უკეთესი იქნება თუ ჩავუკვირდებით ერთმანეთის სიტყვებს, სანამ პასუხის გაცემას მოვინდომებდეთ :) წარმატებები :)
17. გმადლობთ კარგი შეფასებებისათვის..დაჩი კარგად წაიკითხე და პასუხს თავად გასცემ მაგ კითხვას :) გმადლობთ კარგი შეფასებებისათვის..დაჩი კარგად წაიკითხე და პასუხს თავად გასცემ მაგ კითხვას :)
16. ჩამაფიქრა და თან რაღაც გამახსენა >>>>..... :) მომწონს მე ამ ბავშვის ნაწერები... + :) ჩამაფიქრა და თან რაღაც გამახსენა >>>>..... :) მომწონს მე ამ ბავშვის ნაწერები... + :)
15. +++++++++++++++++++++++ ოხ, ეს ტიტრები როგორ მაღიზიანებს...გაუშვით ფილმი ქართულად.. +++++++++++++++++++++++ ოხ, ეს ტიტრები როგორ მაღიზიანებს...გაუშვით ფილმი ქართულად..
14. ძალიან კარგია და ძალიან მართალი. "'Where's other Georgia?''სხვა საქართველო სად არის? " 2-იანი ჩემგან. :) ძალიან კარგია და ძალიან მართალი. "`Where`s other Georgia?``სხვა საქართველო სად არის? " 2-იანი ჩემგან. :)
13. ისე ეს მიბაძვა რა ვიცით ქართველებმა, არადა რა გვჟირს სხვისი მისაბაძი?! მიბაძვით ვერც სხვებს გავაკვირვებთ. სამწუხაროა რომ ჩვენს საკუთAრს არ ვაფასებთ... ისე ეს მიბაძვა რა ვიცით ქართველებმა, არადა რა გვჟირს სხვისი მისაბაძი?! მიბაძვით ვერც სხვებს გავაკვირვებთ. სამწუხაროა რომ ჩვენს საკუთAრს არ ვაფასებთ...
12. ახლა ამ ნაწერის მიხედვით ამერიკელი ჩვენზე სათნო და ღვთის-მოშიში გამოვიდა,მარი ჯ? ახლა ამ ნაწერის მიხედვით ამერიკელი ჩვენზე სათნო და ღვთის-მოშიში გამოვიდა,მარი ჯ?
11. პირველი მე რაც დავინახე ამ ნაწერში ეს არის ტკივილი. ყველას თავის მოსაზრება აქვს და რამდენი ადამიანიცაა იმდენი ხედვაა, ეს ნაწერი არის ერთი ადამოანის ხედვა, რომელსაც ვთვლი უყვარს საქართველო და საკმაოდ კარგადაც აზროვნებს. პირველი მე რაც დავინახე ამ ნაწერში ეს არის ტკივილი. ყველას თავის მოსაზრება აქვს და რამდენი ადამიანიცაა იმდენი ხედვაა, ეს ნაწერი არის ერთი ადამოანის ხედვა, რომელსაც ვთვლი უყვარს საქართველო და საკმაოდ კარგადაც აზროვნებს.
10.
გადაჯიშდა ერიც, ბერიც და გენიც..... მაგრამ მე ეს არ მიკვირს და იცით რატომ არააა? იმიტომ რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ......
ნეტავი ვის ვაბრალებთ?
ყოველთვის როცა ასეთ რაღაცეებს ვკითხულობ შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ეს ....
ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.....
და კიდევ : ”რაც მოგვივა დავითაო, ყველა ჩვენი თავითაო”
+1
გადაჯიშდა ერიც, ბერიც და გენიც..... მაგრამ მე ეს არ მიკვირს და იცით რატომ არააა? იმიტომ რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ......
ნეტავი ვის ვაბრალებთ?
ყოველთვის როცა ასეთ რაღაცეებს ვკითხულობ შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ეს ....
ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.....
და კიდევ : ”რაც მოგვივა დავითაო, ყველა ჩვენი თავითაო”
+1
9. 1)იცით რაშია საქმე? მართალია ამერიკელს არ შეიძლება ეს ყველაფერი გაუკვირდეს, რადგან მათ სხვა ღირებულებები გააჩნიათ და შესაძლოა სხვა რამითაც ამაყობენ..მაგრამ ჩვენ რითაც მართლა უნდა ვიამაყოთ ჩვენი სიწმინდეებია , რაც არ აქვთ მათ და რითაც ვაკვირვებთ სხვებს..მათ არ უკვირთ ფასადები, რადგან იქ ბევრი აქვთ, მათ არ უყკვირთ ხიდები რადგან იქაც ბევრია..მათ არ აქვთ ისტორია ,რაც ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს .. რითაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირსეული სიწმინდეებია და ესეც თუ წავბილწეთ ქართველი ერი გადაშენდება < მე ამის თქმა მიდოდა..
2)რაც შეეხება აქციებს და გაჭირვებულებს, მართალია, რომ ეს რიგირთ ამერიკელს არ უნდა უკვირდეს,თუმცა გაუკვირდა, რადგან მისთვის> ''GEORGIA '' იმ ქვეყანასთან ასოცირდებოდა რასაც ის ტელევიზიით ხედავდა...თავსაც ვიტყუებთ და სხვებსაც ვატყუებთ!!
3)#1 >''უცხოელი სტუმარი ქართული სუფრით უნდა გავაოცოო და როგორც იქნა,სადილი შედგა.ჩვენი ჯეიმსიც საკმაოდ კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.''
P.s ეს ნაწერი არაფერს არც ამტკიცებს და არც უარყობს...ეს ის არის რასაც 16-წლის მოზარდი თავისი გადმოსახედიდან ხედავს და შემდეგ წერს!! 1)იცით რაშია საქმე? მართალია ამერიკელს არ შეიძლება ეს ყველაფერი გაუკვირდეს, რადგან მათ სხვა ღირებულებები გააჩნიათ და შესაძლოა სხვა რამითაც ამაყობენ..მაგრამ ჩვენ რითაც მართლა უნდა ვიამაყოთ ჩვენი სიწმინდეებია , რაც არ აქვთ მათ და რითაც ვაკვირვებთ სხვებს..მათ არ უკვირთ ფასადები, რადგან იქ ბევრი აქვთ, მათ არ უყკვირთ ხიდები რადგან იქაც ბევრია..მათ არ აქვთ ისტორია ,რაც ჩვენ ძალიან დიდი გვაქვს .. რითაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ღირსეული სიწმინდეებია და ესეც თუ წავბილწეთ ქართველი ერი გადაშენდება < მე ამის თქმა მიდოდა..
2)რაც შეეხება აქციებს და გაჭირვებულებს, მართალია, რომ ეს რიგირთ ამერიკელს არ უნდა უკვირდეს,თუმცა გაუკვირდა, რადგან მისთვის> ``GEORGIA `` იმ ქვეყანასთან ასოცირდებოდა რასაც ის ტელევიზიით ხედავდა...თავსაც ვიტყუებთ და სხვებსაც ვატყუებთ!!
3)#1 >``უცხოელი სტუმარი ქართული სუფრით უნდა გავაოცოო და როგორც იქნა,სადილი შედგა.ჩვენი ჯეიმსიც საკმაოდ კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა.``
P.s ეს ნაწერი არაფერს არც ამტკიცებს და არც უარყობს...ეს ის არის რასაც 16-წლის მოზარდი თავისი გადმოსახედიდან ხედავს და შემდეგ წერს!!
8. საინტერესო მიდგომაა, ნაწერმა ოდნავ უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, რადგან ცოტა მეტ თხრობას ველოდი, ცოტა მეტ საუბარს, მალე დამთავრდა :D
დაბოლოება შოკის მომგვრელი იყო :D,
<ოხ, ეს ტიტრები როგორ მაღიზიანებს...გაუშვით ფილმი ქართულად..>
თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ასოციაცია გამოიწვია, ანუ, კონტრასტული გადასხვა დაფიქსირდა , რომ არ ელოდები და უცებ ბუმ :D
ანუ, მე შენი წერილი ერთი წინადადებაში რომ ჩავატიო, ალბათ ასე იქნებოდა
"სახეს ვკარგავთ",,
შთაბეჭდილება # 1 რომელი იყო? ვერ მივხვდი, ანუ # 2 იყო ის, როდესაც წერილი გადმოგცა და პირველი?
სხვა საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის, ის არის რაც არის. ჰო, ისე ნოდარ დუმბაძეს აქვს საინტერესო შედარება საქართვლოს სიყვარულზე (ხაჭაპური) და საერთოდ, ნოდარის წიგნებმა მე ბევრი რამ მომცა. არადა, სულ არ მახსოვდა ნოდარი და ახლა გამახსენდა, რა კარგია :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
საინტერესო მიდგომაა, ნაწერმა ოდნავ უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, რადგან ცოტა მეტ თხრობას ველოდი, ცოტა მეტ საუბარს, მალე დამთავრდა :D
დაბოლოება შოკის მომგვრელი იყო :D,
<ოხ, ეს ტიტრები როგორ მაღიზიანებს...გაუშვით ფილმი ქართულად..>
თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ასოციაცია გამოიწვია, ანუ, კონტრასტული გადასხვა დაფიქსირდა , რომ არ ელოდები და უცებ ბუმ :D
ანუ, მე შენი წერილი ერთი წინადადებაში რომ ჩავატიო, ალბათ ასე იქნებოდა
"სახეს ვკარგავთ",,
შთაბეჭდილება # 1 რომელი იყო? ვერ მივხვდი, ანუ # 2 იყო ის, როდესაც წერილი გადმოგცა და პირველი?
სხვა საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის, ის არის რაც არის. ჰო, ისე ნოდარ დუმბაძეს აქვს საინტერესო შედარება საქართვლოს სიყვარულზე (ხაჭაპური) და საერთოდ, ნოდარის წიგნებმა მე ბევრი რამ მომცა. არადა, სულ არ მახსოვდა ნოდარი და ახლა გამახსენდა, რა კარგია :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ზასაობის გამო არამგონია ჯეიმსს რამენაირად წარმოდგენა შეცვლოდა საქართველოზე. კარგით რა ხალხო, აქციები მოხუცები და ფასადური დემოკრატია, ვის ვის და ამერიკელებს არ უკვირთ. კარგია საქართველო, კარგია ტრადიციები და კარგები ვართ ქართველები და ნუ იდარდებ თუ ვიღაც რიგით ამერიკელს ის არ დახვდა რაც ეგონა. ასეთი ნაწერები მხოლოდ კულტურის მარგინალიზაციას უწყობს ხელს, რასაკვირველია ჩემი აზრით ზასაობის გამო არამგონია ჯეიმსს რამენაირად წარმოდგენა შეცვლოდა საქართველოზე. კარგით რა ხალხო, აქციები მოხუცები და ფასადური დემოკრატია, ვის ვის და ამერიკელებს არ უკვირთ. კარგია საქართველო, კარგია ტრადიციები და კარგები ვართ ქართველები და ნუ იდარდებ თუ ვიღაც რიგით ამერიკელს ის არ დახვდა რაც ეგონა. ასეთი ნაწერები მხოლოდ კულტურის მარგინალიზაციას უწყობს ხელს, რასაკვირველია ჩემი აზრით
6. არასწორი მიდგომაა ჩემის აზრით ჯერ ერთი იმ მხრივ, რომ ეკლესია ეს არ არის ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია ეს არის მთელი მართლმადიდებელი ერი და სასულიერო პირები გაერთიანებული ჩვენი დედა ეკეესის კალთის ქვეშ. და ამით ნამდვილად შეიძლებოდა მისი მოხიბვლა, ჩვენი წმინდანებით ჩვენი ეკლესიის ისტორიით და ა.შ. მეორე შესაძლებელი იყო მისი ჩვენი ისტორიით, ჩვენი ადათ წესებით და ა.შ. ნუთუ ძალიან ლამაზია ცამდე აზიდული უცნაური შენობები? და ადამიანები რომლებიც ადამიანებს აღარ გვანან? < ესაა ის რასაც ისინი აფასებენ და მათთან შედარებით ჩვენ ბევრად ლამაზი ქვეყანაც გვაქვს და ჩვენც კიდევ ბევრად ვჯობივართ მათ. თუმცა პერსპექტივის მხრივ თუ შევხედავთ ამ ნაწერს მაშინ საწინააღმდეგოს ვერაფერს მოვძებნით, მალე ჩვენც ისეთივე ადამიანის არამგვან არსებებეად ვიქცევით და აი მაშინ კი მოგვიწევს იმაზე ზრუნვა რომ ჩვენთანაც იყოს ლამაზი შენობები, წყნარი გარემო და სხვა საქართველო. ჯერჯერობით კი ამ საქართველოს მოვუაროთ და მივხედოთ . ამდენი რახან დამაწერინა კაია აბა რა არის შენი ნაშრომი! +++ არასწორი მიდგომაა ჩემის აზრით ჯერ ერთი იმ მხრივ, რომ ეკლესია ეს არ არის ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია ეს არის მთელი მართლმადიდებელი ერი და სასულიერო პირები გაერთიანებული ჩვენი დედა ეკეესის კალთის ქვეშ. და ამით ნამდვილად შეიძლებოდა მისი მოხიბვლა, ჩვენი წმინდანებით ჩვენი ეკლესიის ისტორიით და ა.შ. მეორე შესაძლებელი იყო მისი ჩვენი ისტორიით, ჩვენი ადათ წესებით და ა.შ. ნუთუ ძალიან ლამაზია ცამდე აზიდული უცნაური შენობები? და ადამიანები რომლებიც ადამიანებს აღარ გვანან? < ესაა ის რასაც ისინი აფასებენ და მათთან შედარებით ჩვენ ბევრად ლამაზი ქვეყანაც გვაქვს და ჩვენც კიდევ ბევრად ვჯობივართ მათ. თუმცა პერსპექტივის მხრივ თუ შევხედავთ ამ ნაწერს მაშინ საწინააღმდეგოს ვერაფერს მოვძებნით, მალე ჩვენც ისეთივე ადამიანის არამგვან არსებებეად ვიქცევით და აი მაშინ კი მოგვიწევს იმაზე ზრუნვა რომ ჩვენთანაც იყოს ლამაზი შენობები, წყნარი გარემო და სხვა საქართველო. ჯერჯერობით კი ამ საქართველოს მოვუაროთ და მივხედოთ . ამდენი რახან დამაწერინა კაია აბა რა არის შენი ნაშრომი! +++
5. მე-4 კომენტარს ვეთანხმები მეე!!! მე-4 კომენტარს ვეთანხმები მეე!!!
4. კარგით, რა ხალხო, გარედან მტერს ვუბრმავებთ თვალს, შიგნიდან მოყვარეს.... მე კი პირიქით მასწავლიდნენ:"იყავი მტერთანაც და მოყვარესთანაც ერთნაირად პირდაპირი"... ჭირი თავს ვერ დამალავს და რაც არ უნდა მოხდეს, უცხო თვალი ყოველთვის დაინახავს. მოდით ჩვენ თვითონ შევცვალოთ ჯერ ჩვენი საკუთარი თავი, მერე ოჯახის წევრებს დავეხმაროთ რომ უკეთესები გახდნენ, მერე კი უფრო ფართო ჰორიზონტებზე ვიფიქროთ.... ავტორს მადლობა და +2 კარგით, რა ხალხო, გარედან მტერს ვუბრმავებთ თვალს, შიგნიდან მოყვარეს.... მე კი პირიქით მასწავლიდნენ:"იყავი მტერთანაც და მოყვარესთანაც ერთნაირად პირდაპირი"... ჭირი თავს ვერ დამალავს და რაც არ უნდა მოხდეს, უცხო თვალი ყოველთვის დაინახავს. მოდით ჩვენ თვითონ შევცვალოთ ჯერ ჩვენი საკუთარი თავი, მერე ოჯახის წევრებს დავეხმაროთ რომ უკეთესები გახდნენ, მერე კი უფრო ფართო ჰორიზონტებზე ვიფიქროთ.... ავტორს მადლობა და +2
3. ძალიან დიდი მადლობა..შენც ასევე ძალიან დიდი მადლობა..შენც ასევე
2. აუ რა ტკივილიანია... ნაღდი ნაწერია! ამის დამწერს სტკივა საქართველო ვგრძნობ. ღმერთი გფარავდეთ! ++++++++++++++ აუ რა ტკივილიანია... ნაღდი ნაწერია! ამის დამწერს სტკივა საქართველო ვგრძნობ. ღმერთი გფარავდეთ! ++++++++++++++
1. თითქოს მეწყინა რო ესეთI დახვდა საქართველო თითქოს მეწყინა რო ესეთI დახვდა საქართველო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|