 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: საბავშვო 3 სექტემბერი, 2008 |
- გიყვარვარ?! - ძალიან. - მაშინ მოდი ჩემთან! - შენთან არ ვარ? - არა, უფრო ახლოს მოდი და მაკოცე! - სირცხვილია, გვიყურებენ. - ესეიგი არ გიყვარვარ! - როგორ არა!.. პუა... აჰა, ხომ გაკოცე?! - ეგ რა კოცნაა?! ვერც კი ვიგრძენი. - რომ გვიყურებენ?! - მერე რა, გვიყურონ, იმათ რა, არ უყვართ?! - კი, ალბათ... - ჰო და მოდი ბიჭო, მაკოცე!.. შენ ხომ გინდა, რომ გავმრავლდეთ და ბევრი ვიყოთ?! - კი, მინდა, ალბათ... - მოდი მერე, ნუ გეშინია, ისინი ჩვენ არაფერს დაგვიშავებენ. - მართლა?.. მაშინ კარგი, მოვალ... - პუა... აი ესეც შენ ბიჭი... - ვაი, რა კარგი იყო!.. პუა... აი ესეც შენ გოგო... - პუა... აი ესეც ბიჭი... - პუა... აი ესეც გოგო... - პუა... კიდევ ბიჭი... - პუა... კიდევ გოგო...
- დედიკო, დედიკო, აი ნახე რა დაგიწერე. - რა დამიწერე შვილო? - შენ სამსახურში, მიკროსკოპში, უჯრედები რომ მანახე და მითხარი მრავლდებიანო, აი იმათი სიყვარულის ამბავი დავწერე. - აბა წამაკითხე... ვაი რა კარგი ხარ შვილო!.. თან, ალბათ, სიზმარას უყურებდი, არა?! - კი... დედიკო როგორ მიხვდი?.. ძაან კარგი მულტფილმია, ძაან მომეწინა და... - აბა, ახლა გამოტყდი, სკოლაში რომელმა გოგომ გაკოცა! - ოოო... - კარგი შვილო, კარგი, მაგრამ უჯრედებს ერთმანეთის სიყვარული რომ არ შეუძლიათ. - აბა, ისე როგორ მრავლდებიან?! - მარტო შვილო, მარტო, თავისით. - მარტო?.. მარტო რატომ?! - რატომ არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა აგიხსნი როგორ. - როგორ?!. როგორ სულ არ მაინტერესებს!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. პუა...ეს შენ ბიჭიი ... ;) პუა...ეს შენ ბიჭიი ... ;)
10. დიიიდი ბავშვია სპილუკა :) მოგიკითხე :) დიიიდი ბავშვია სპილუკა :) მოგიკითხე :)
9. - რატომ არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა აგიხსნი როგორ. - როგორ?!. როგორ სულ არ მაინტერესებს!..
ნაღდი ხარ! 5
- რატომ არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა აგიხსნი როგორ. - როგორ?!. როგორ სულ არ მაინტერესებს!..
ნაღდი ხარ! 5
8. მიყვარს შენთან... მსუბუქია.4 მიყვარს შენთან... მსუბუქია.4
7. კარგი იყო, მომეწონა
4 ქულა კარგი იყო, მომეწონა
4 ქულა
6. - პუა... აი ესეც ბიჭი... - პუა... აი ესეც გოგო... - პუა... კიდევ ბიჭი... - პუა... კიდევ გოგო...
"სიზმარა" მართლა აშკარაა :) - პუა... აი ესეც ბიჭი... - პუა... აი ესეც გოგო... - პუა... კიდევ ბიჭი... - პუა... კიდევ გოგო...
"სიზმარა" მართლა აშკარაა :)
5. საყვარელი რამეა ,მაგრამ ჟანრს "საბავშვო" შევცვლიდი:) საყვარელი რამეა ,მაგრამ ჟანრს "საბავშვო" შევცვლიდი:)
2. :)კარგი ''საბავშვოა''. მოგიკითხავთ აქვე. :)კარგი ``საბავშვოა``. მოგიკითხავთ აქვე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|