ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2011


ეს შენ ხარ...

ჩანჩქერივით რომ გადმოსჩქეფ ციდან,
სიყვარულის უძლეველო ძალავ,
ალიონზე მზე ანათებს სარკმელს,
ეს შენა ხარ, სიყვარულო, მარად.

მზის სხივები რომ დაგნათის თავზე,
მისი სითბო ძვალ-რბილში რომ მატანს,
ძალას მმატებს შენი სითბო დილას,
ეს შენა ხარ, სიყვარულო, მარად.

ციდან წვიმა რომ დამაწვიმს თავზე,
არ მოვძებნი არასოდეს საფარს,
შენი ცრემლის ნაჟურები მაწვიმს,
ეს შენა ხარ, უკვდავებავ მარად.

ყოველი დღე უმნიშვნელოდ მიდის,
თუმცა შენი ჩრდილი ყველგან მფარავს,
ვხუჭავ-თვალებს შენა გხედავ მაინც,
ეს შენა ხარ უკვდავების ძალა!
                                            30.8.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები