ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2011


სადა ხარ?..

მგოსნებს სულიერი ჭიდილი მოსდგამთ,
სულით გოლგოთის მწვერვალებს ვწვდებით,
გამეფებულა ირგვლივ წყვდიადი,
ალიონზე კი განათდა მთები.

ცის ელვარება შენით გაბრწყინდა,
ხეთა შრიალი შენით გამწვანდა,
ცაზე ღრუბელი ქარმა გაფანტა,
ღამის წამებაც უკვე დამთავრდა...

ჩემში ანთიხარ, ვით მზის ნათება,
ვით მოკაშკაშე ცაზე ვარსკვლავი,
ცის ქვეშა ვდგავარ, ზეციდან მაწვიმს,
შენში ვიპოვე გულის საფარი.

მსურს ოცნებაში ენთო მარადის,
რომ არ მთრგუნავდეს მძიმე შეგრძნება,
ვიცი ,ჩრდილი ხარ ცემი ოცნების,
ხელის შეხებით სივრცე შემრჩება.

ჩემი ოცნების ცისკრად ანთიხარ,
ნათელ ზეცაში რომ ავიჭრები,
შენზე ფიქრები გამომაცოცხლებს,
დილის ნამივით ნუ გამიქრები.

მე შენს სახებას რიჟრაჟზე ვხედავ,
მზის სხივი შენი თვალებით მიცქერს,
ღამის წყვდიადი დუმილს ჰგავს შენსას
და იადონის გალობით მიმღერ.
                                        9.9.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები