ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2011


მე შენ ვერ დამძლევ!

განა დაღლილ გულს დარდი აკლდა, ადამიანო,
ტანჯვის ქარცეცხლს რომ დაუბერე, ვით ქარიშხალმა,
რაც მოგიძღვენი სიყვარულით გულში ნაძერწი,
შენგან მოსულმა ნიაღვარმა თან წარიტანა.

მაგრამ აღვსდექი, სიყვარულის მწვერვალზე ვდგავარ,
იმდენი ვწერე, ისტორიას ვეღარ წაართმევ,
შენ ჩემთან ერთად ქვეყანაზე მარად იცოცხლებ,
მე ძლიერი ვარ სულიერად და ვერ წამაქცევ.
                                              11.9.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები