ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


ასკინკილით

ვეღარ მიცანი?
ან რას მიცნობდი,
რახანია გზაში ვარ ემმა.
ჩვენი ბაშვობა მივატოვე და ასკინკილით
გამოვიპარე, თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით,
გზადაგზა რაც აქამდე ვკრიფე.
განა ყველას ტკბილი გემო აქვს,
იმ ვაშლებივით მეზობელს რომ ვპარავდით ხიდან,
ვილაგებდით უხმოდ კალთებში,
გავრბოდით და უჩუმრად ვჭამდით.
თითქოს ისე ვინმე გვიშლიდა...
გახსოვს?
გამოგონილი მყუდრო სახლი,
სადაც სუყველას, სამყაროსაც ვემალებოდით,
მერე მარტონი ვსაუბრობდით, მანამდე სანამ,
არ დაგვიწყებდნენ დიდები ძებნას.
ამ თამაშისთვის, რამდენჯერმე კიდეც დაგვსაჯეს.
ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე შევიძულებდით
და მარტოობას დავარქმევდით საყვარელ ჩვევას.
ძველი კარადა დიდი სარკით, ანცი გოგონა,
ამ სარკიდან რომ გვატოლებდა თავის კიკინებს,
ან თხლად დაჭორფლილ სახეზე რომ დედის ფანქრებით
იმუქებდა პატარა ხალებს,
და სულ შურდა რომ პეპისავით არასოდეს ცხოვრობდა მარტო,
არ ჰყავდა ცხენი, მაიმუნი და მისი წინდაც,
ვერასოდეს იქნებოდა ისეთი გამძლე
ჩამოვიტოვე,
მეზობლის ბიჭიც, მსუქანი და ენაჭარტალა,
გამხდარი ძაღლიც, სიბერისგან მთლად რომ დაბრმავდა,
გამხმარი ბაღიც და ბებიის მორყეული ძველი ხის სკამი,
ზედ რომ ედგა ხილის კალათა...
დაღლილი კი შენთან მოვედი,
გადღაბნილი, მკრთალი ჭორფლებით,
ჩამოშლილი თმით,
გაცვეთილი, ჭრელი წინდებით,
თან უბე მაქვს სავსე იმ წლებით, რაც გზადაგზა ვკრიფე,
(ზოგს ტკბილი, ზოგს მომწარო, მწკლატე გემო აქვს).
ბავშვობიდან ასკინკილით გამოვიპარე,
შენ კი მგონი ვეღარ მიცანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს