ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2011


ელექტროობა

შენ ჩემი სიზმრის ცდუნება ხარ,
საშინლად მშვიდი...
მე მეშინია ჩათვლემის...
შენ თქვი ჩაყვინთვა ზედაპირზე უფრო რთულია ვიდრე სიღრმეში,
მე მინდა თითები შემოგიცოცო ხელისგულში
და თუ დარჩენის ნებართვას ვიგრძნობ გავყვები მკლავებს
შენი სხეულის კიდური წერტილებისაკენ...
დინებას არააქვს ტალღები,ჩემი ლტოლვა შენდამი სიზმარია,
ტვინის გათიშული ნეირონები რომელთაც მხოლოდ
კვადრატული ფიგურების აღქმა შეუძლიათ
ერთმანეთში ნარჩენ კუთხეებს ტოვებენ
რომ მერე ჩვენ ასანთის ღერებით ამ კვადრატების
საერთო კვეთის ილუზია შევქმნათ...
და მარტო, ქალქში ადვილია ქუჩები ისე აურიო ერთმანეთს
რომ  სახლს ვეღარ მიაგნო,
უბრალოდ იმიტომ რომ სახლში აღარ გინდა...

შენ ჩემი დილის დაპირება ხარ
რამდენიმე წუთად გაგრძელებული ყველაზე ღრმა და მშვიდი ძილი,
ჩემი ცხოვრების უხასიათობა,
და სურვილი შენი შეჯვარებული ცხოვრების
არევის.
მე ვხედავ ყოველ დილთ შენ კანზე სხვისი ძილის ნარჩენებს
და ვგრძნობ მის ტკბილ სუნს შენს კანზე რომელითაც
სუნთქვას მე ვერ ვახერხებ და ვხვდები.
სამნი ერთმანეთის პარალელურად ვერ ცხოვრობენ,
ერთმანეთში ცხოვრებისთვის კი დრო არ გვყოფნის
რადგან ყველა სიტყვის შესატყვისის ძებნას ღამეებს ვანდომებთ
და შეგრძნებებით ლაპარაკისთვის მესამე ტალღის სიხშირე
იმპულსებს გვიხშობს...

მე კიდევ ერთხელ ვითვლი უზუსტობების მიზეზს
ჩვენი ტალღების სიხშირეების აცდენის გამო
და ვხვდები
ყველა მომდევნო ღამის უძილობის სიღრმის
ციფრული სიდიდის მიზეზს...


სამნი უბრალოდ ამ სიხშირეში ვერ ვეტევით...
და ნაწილაკური დამუხტვის ილუზია მარტო მე მაქვს...









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები