 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 7 მარტი, 2011 |
მაშინ, ჯერ კიდევ ფუნჯების გარეშე ვხატავდით დროს, ყოველ დღე ყუას ვატეხავდით შემოთენებას და ვანაყრებდით თვალებს, როცა ვიღაც დილიდან საღამომდე, ღია სარკმელთან, მოლბერტზე ქმნიდა პეიზაჟებს, სეზონები კი ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს. ვინაწილებდით ოთხ სტიქიას, მორიგეობით გვიყვარდა ცეცხლი, ვთამაშობდით ჭიაკოკონას. შენ ხმაურობდი, როცა მე თმებზე გამობმული მყავდა სიჩუმე და ალმოდებულ კოჭებიდან მცვიოდა ფერფლი, (ან პირიქით), მერე ერთ-ერთი ჩვენ ორიდან, როგორც მეხანძრე, წყალს უსხამდა მიწაში ნერგებს. გვიყვარდა... გვწყინდა როცა უმიზეზოდ, თუნდაც მიზეზით, ქარი აცლიდა ახლადშობილ კვირტებს და ხეებს ტოვებდა შიშვლად. მერე გვციოდა მორიგეობით, მორიგეობით ვშორდებოდით და ჩვენს შორის ვიგონებდით არარსებულ დროს, სადაც მოლბერტი იყო სამყარო, სეზონი-შვიდი. მახსოვს, გიყვარდა რიცხვი შვიდი ამოჩემებით, მიმეორებდი რომ ყველაზე უჩვეულო ამინდებია და რომ გვგავს, ამ დროს. ჯერ კიდევ მაშინ, ჩვენს ბავშვობაში არ გვჯეროდა ჩვენი სიტყვების, მთავრდებოდა გზა, ვიწყებოდით ან ვგრძელდებოდით.
ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია: ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე, მშრალი წვიმა, ყრუ ხმაური. მორიგეობით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. იცვლიდა არა იცვლიდნენ! იცვლიდა არა იცვლიდნენ!
14. სეზონები კი ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს. <<<ასეთი ბანალური ფრაზები მეზიზღება: ) ლექსი საშუალო დონემდე მივა თუ დაამუშავებ: ) სეზონები კი ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს. <<<ასეთი ბანალური ფრაზები მეზიზღება: ) ლექსი საშუალო დონემდე მივა თუ დაამუშავებ: )
13. სეზონები კი ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს. <<<ასეთი ბანალური მეზიზღება: ) ლექსი საშუალო დონემდე მივა თუ დაამუშავებ: ) სეზონები კი ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა სამოსს. <<<ასეთი ბანალური მეზიზღება: ) ლექსი საშუალო დონემდე მივა თუ დაამუშავებ: )
12. გვწყინდა როცა უმიზეზოდ, თუნდაც მიზეზით, ქარი აცლიდა ახლადშობილ კვირტებს და ხეებს ტოვებდა შიშვლად. მერე გვციოდა მორიგეობით, მორიგეობით ვშორდებოდით და ჩვენს შორის ვიგონებდით არარსებულ დროს, სადაც მოლბერტი იყო სამყარო, სეზონი-შვიდი. გვწყინდა როცა უმიზეზოდ, თუნდაც მიზეზით, ქარი აცლიდა ახლადშობილ კვირტებს და ხეებს ტოვებდა შიშვლად. მერე გვციოდა მორიგეობით, მორიგეობით ვშორდებოდით და ჩვენს შორის ვიგონებდით არარსებულ დროს, სადაც მოლბერტი იყო სამყარო, სეზონი-შვიდი.
11. ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია: ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე, მშრალი წვიმა, ყრუ ხმაური. მორიგეობით...
ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია: ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე, მშრალი წვიმა, ყრუ ხმაური. მორიგეობით...
10. ირიიიიიი :)
ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია: ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე, მშრალი წვიმა, ყრუ ხმაური. მორიგეობით
555 ირიიიიიი :)
ახლა ჩვენ შორის მეშვიდე სეზონია: ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე, მშრალი წვიმა, ყრუ ხმაური. მორიგეობით
555
9. მე კი შენი რითმიანი ლექსები უფრო მომწონდა... მე კი შენი რითმიანი ლექსები უფრო მომწონდა...
8. ლამაზია... მე რითმიანებიც მომწონდა...:( ლამაზია... მე რითმიანებიც მომწონდა...:(
7. მორიგეობით... ++ მორიგეობით... ++
6. ვაფასებ: ვაფასებ. ვაფასებ: ვაფასებ.
5. რა ლამაზი სევდა მომიტანა : ))) სასიამოვნო იყო ძალიან... ++ რა ლამაზი სევდა მომიტანა : ))) სასიამოვნო იყო ძალიან... ++
3. ჩამოშლილი ცა...
+5 ჩამოშლილი ცა...
+5
2. "ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე"
:( :( "ჩამოშლილი ცა, დაბრმავებული მზე"
:( :(
1. მომეწონა ძალიან :) +++++++++++++++++++++++++++++ მომეწონა ძალიან :) +++++++++++++++++++++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|