ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


სიმდაბლე და სიკვდილი

სიმდაბლე ყურძენს წააგავს,
თავდახრილს, ნაყოფს აღსავსეს,
მტევანს ქვევრებში ჩაწნეხილს,
ღვთის დანალოცს და დანაკრეფს.
ბადაგს წააგავს სიტკბოთი,
და ღვინოს დანაწყარობსა,
ნაყოფი მზით დალოკილი,
სიკეთის სხივით ხარობსა.
სიმდაბლე, სანთელი არის,
სახლ-კარ ნათელში მყოფელი,
და ის ყველა კაცს გაათბობს, 
ვისაც აქვს გული ლმობელი.
სიკვდილი არის მარადჟამს,
უჩინო ჩვენი არსების,
ბედისწერის კი ბოლოა,
ჩვენს ხორცთა დამადნობელი.
სიკვდილი არის უსულო,
გზის ბოლოს სულთა მპყრობელი,
მის სხეულს ძვალნი არა აქვს,
თავად არს მათი მშრობელი.
სიკვდილის დროი არ უწყის,
არ კაცმა ღვთისაგან ვლენილმა,
არც შვილმა და არც მშობელმა,
და არც ამ სულმა გვემილმა.
მადლი მიეცით სხეულსა,
ქრისტეს სიმართლის მზიანი,
გაბანილ თავი იმყოფეთ,
აროდეს არის გვიანი.
წმინდა წერილნი გვასწავლის,
ესაიაც დაგვებარება:
“განიბანენით, განწმინდით
და ისპეთ უკეთურება”!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები