ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2014


au revoir

მტვერი დაედოთ როიალზე მოფანტულ ნოტებს,
მუსიკის ნაცვლად სივრცეს ავსებს სიჩუმის ექო,
ქალის აჩრდილი,  ჩემს ოთახში რომ დააბოტებს,
ყოველი ლექსის ყველა სტროფში არ უნდა მექო.

რა დამიტოვა? ცინიზმი და ყველაფრით დაღლა,
მეც შამპანურის ფუჟერივით შევასკდი ქაოსს,
მისი სურათის ერთადერთი საცავი გახლავთ
ძველი წიგნებით დატვირთული მტვრიანი თარო.

გრძნობა მინელდა, აესვეტა წარსული კართან,
მორცხვი ქალივით მიიფარა პირზე ვუალი,
კაცმა არ იცის, სიყვარული ინტრიგებს ხლართავს,
თუ რითი ავხსნა დამცინავი ორევუარი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები