 | ავტორი: არგონავტელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 მარტი, 2011 |
ერთ მშვენიერ საღამოს არ ვიცი რა დამემართა და...წერამ ამიტანა...აბა სხვა რა დავარქვა ამ ამბავს, რომ ანთასთან შაირ-კაფიობა გავბედე? ხო დაააა... ეს ყველაფერი PM-ით მოხდა...არა და ისე ვხალისობ ეხლა რომ ვკითხულობ და გადავწყვიტე! :P რატომაც არაა? ნახოს მზის შუქი თქოოო
ჩაფუშული ლოყებით და ვიწრუკა თვალებით ვიღას მოვეწონები, ვიღას გავეკარები?! (ანთა)
თუ გინდა რომ მოსწონდეთ... იყო საფერავები... გაიღიმე , შეავსე ჭიქა საფერავებით :P (ია-ია)
საოცრებას მთავაზობ, სულაც არ გედავები. ღვინომ ააჟღურტულოს გულები და თავები...:P (ანთა)
რა საამოდ იღვრება ლექსის კილო-კავები... ვაიმეე დედიიი!!! მიშველეეე!!! მგონი უკვე გავებიიი (ია-ია)
დედამ თუ ვერ გიშველა, მოვლენ ნათესავები... ვაითუ,ლექსის გულისთვის დამიგრიხეს მკილავები!!! :P (ანთა)
მე სუსტი ერთი ყვავილი მთის არწივს რას გედარები? რად არ ჩადგება საგულეს? გული არ გასახარები? (ია-ია)
გულო,ჩადეგ საგულესა_ კარგი ბედი გარგუნესა, ქალავ, შენი გულისთვინა თავს შავუშვერ აგურებსა!!! (ანთა)
მეშინია ლელამ იტყოს, შენი სიტყვა მაბრუებსა .... თორემ დამთხრის უცილობელ თვალის გუგა-ბადურებსა (ია-ია)
ლელას ჩემ გახსენებაზე ტანში აცივ_ახურებსა, ახლა ბრაზილიაშია, ზანგებს ათრობ_აცურებსა, მაგისა ნუ გეშინია_ ვერ დაგაჭრის ნაზ ყურებსა. (ანთა)
ხო და მაშინ იქეთ სდიოს ბრაზილიურ ღამურებსა... ნუღა მოთხოვს მაშინ მთის კაცს მასთან წაწლობ-გომურებსა... :P (ია-ია)
ბრაზილიის მერე ნახავს არგენტინულ სათბურებსა. ლელა წავა,ია მოვა, ფიქრებს ღმერთი ათბუნებსა. (ანთა)
ვერ ვარ არსით მეომარი შიში გონს ვერ ადუნებსა.. ქიშპობას მას ვერ დავუწყებ სულის ხელში ფათურებსა.. თუკი ზანგებს კბილს უსინჯავს ავაი ანთას საუნჯესა უჯობს ისევ მიუბრუნდეს თავის საქმეს_ ფსალმუნებსა... (ია-ია)
იამ თავის გზა მონახა.. კლდე გახეთქა მისმა ძალამ. პაწაწინა სუსტმა ღერომ ბრძოლით მიწაც გადაღალა. წყარომ კვება, ფესვმა ლოცა მზემ სხივები დააყარა, ცამ ქალობა უკურთხა და დააწვიმა ღრუბელთ ფარა... (ია-ია)
ლელა გაშპა ინდოეთში, იქა რეკავს ზარებსაო, ია_იამ მიაშურა იტალიის მხარესაო... (ანთა)
ანთა დარჩა ეკვატორზე, აფახულებს თვალებსაო_ ახიცაა მაგაზედა, რომ ენდობა ქალებსაო! :P (ანთა)
ეკვატორზე დიდხანს ყოფნა გამოგილევს ძალებსაო... აფრიკელი ქალა მოვა, აგიკიდებს ალებსაო… :P მაგათ მასაჟი იციან!!! გადაგიმტვრევს მალებსაო... ინვალიდი არ დაბრუნდე, არ დაგვირჩე სალექსაო… ლელა რაშზე შემოგისვამს... ეხლა უცვლის ნალებსაო, ცხრა მთას იქით გადაგკარგავს, არ გაგიშვებს სათევზაოდ... მის ბადეში გაბმულ ხარ და ეჭვისაგან ამოდ დავობ…… (ია-ია)
ეჭვის ნაპერწკალი გიწვავს გულის ყველა მხარესაო, ვაჟიკამ თუ გაიწია, გააოცებს ხარებსაო, ვერ მოთოკავს ასი მიტო და ორასი ალექსაო... მოფრინდება და მზესავით დაგიკოცნის თვალებსაო. :P (ანთა)
მზე თავისი კოცნით მიჩენს ცხვირის წვერზე ხალებსაო და თუ ქმარმა ეს მიმიხვდა… დანის პირი ალესაო… ვგონებ მალე შემოჰკრავენ მთაში გლოვის ზარებსაო… (ია-ია)
ვერაფერი ვერ გავუგე ქვეყანას და ქალებსაო_ ადრე გეთქვა,დალოცვილო, რატომ მკიდებ შარებსაო. შენი ქმარი შენთან იყოს, მე წავყვები ქარებსაო. (ანთა)
გაიხარე , მახალისე... გულით გითვლი დარებსაო არც რა შარი შენთვის მინდა, არც მე გიმტვრევ კარებსაო... ისე…ქალებს ნუ ენდობი, ნურც გაყვები ქარებსაო... :P თორემ ჭორებს მოგაყრიან, როგორც ყივრის ვალებსაო ისე დაგალაქავებენ რომ მიმართო სამრეცხაოს (ია-ია)
ცხვირის წვერზე გამოჩენილ ხალებს წაშლის ამბორიო. რა ყოფილა სიყვარული_ დავსწვი ამის მამგონიო. თხუთმეტ წუთში დამეფანტა ჭკუა_ათი ვაგონიო. (ანთა)
ჯერ სადა ხარ! ისე აგრევ ჭკუას ვეღარ აწონიო… ბამბის ფთილამ გადაწონოს ტვინით სავსე საწონიო.. :P გონი ისე აგერევა, როგორც ქილა მაწონიო... (ია-ია)
ცხრასართულა კოშკი გვქონდეს, ერთიც_ტახტი,საბრძოლიო. ჩემს მკლავზე არ ცივდებოდეს, ქალავ,შენი ნაწოლიო. (ანთა)
ეხლა მორჩი გლახაობას, კუდით ქვა არ გასროლიო! სათბუნები შემოიწყვე გაიხურე საწოლიო... (ია-ია)
პასუხები გვიან მომდის_ ბევრსა ფიქრობს ავტორიო. :P საწოლს თავად გამიცხელებს ტკბილი ჭკუის პატრონიო, სუროსავით მომეხვევა ოცნებებში ნათრთოლიო. (ანთა)
პასუხს თავად აგვიანებ მზერა არ გაქვს გამჭოლიო :P აბა კარგად შემომხედე განა შენი ვარ ტოლიო! შენ მანდ ლელას მოაუარე, არ ხარ ჩემი ბატონიო.... :P (ია-ია)
ოთხმოცი წლის გოეთემა გოგოს უძღვნა "ატომიო", თექვსმეტი წლის ჭაბუკებსაც არ აქვთ ჩემი ნახტომიო, ოც კილომეტრს ისე ვფარავ, არ მეცვლება ხმა-ტონიო, მოწმეები?_კი,ბატონო: სანჩესი და ანტონიო... ჩემს სტრიქონებს რად ირეკლავ, როგორც სხივებს კარტონიო?! (ანთა)
გოეთეს რას ედარები? შენი რითმის პატრონიო? მანდ იყუჩე, ნუ ტრაბახობ! შეიზილე ტანთ ქონიო მერე უცებ მიაშველე :P შხაპი, ქისა , საპონიო... ახალუხი ამოიცვი მამიშენის ნაქონიო 8-) ეგებ ვინმეს მოეწონო… ეგებ ბედი გაპოვნიო… ოღონდ ჯერ მანდ ივარჯიშე! არ აგიცდეს ნახტომიო :P (ია-ია)
ქალავ,ნუ გადამირიე გონება და გვარ-ტომიო, ზოგჯერ ისე აჩხაკუნებ, ვით შაშხანის "ზატორიო",:P ზოგჯერ ჩუმად რითმებს მპარავ, პიტნაობ და მაგნოლიობ, გიყურებ და არ იცნობი_ ხან ჩხიკვი ხარ,ხან_გნოლიო, ერთი რამე ძაან გშვენის_ გული არ გაქვს გამყოლიო. (ანთა)
გამაწითლე …სად შემნიშნე ხასიათი დამყოლიო?.. :O ცეცხლი ისე არ იქნება, თუ არ ამოჰყვა ბოლიო! :P არაფერსაც არ ვიპარავ, განა მთისა ვარ ქორიო? ჩემი ლექსი ცეცხლად იწვის... შენსას აუდის ხჩოლიო… (ია-ია)
სისწრაფეში არ გეკუთვნის არც მინუსი…არც ნოლიო... თვალ-მარგალიტებს ველოდი, ცარიელია ჰოლიო. გადარეულა ვაჟიკა- მოურბენია მოლიო, რითმებშია გაჭედილი... მიაშველეთ მას სოლიო…. ვგონებ ჩემთან პაექრობით გადეყარო ღრმა სქოლიოზს, შენს შაირებს დედა-აზრი ვეღარ გავუგო მგონიო და ბოლოში მოაყოლე ენეჭიკჭიკავ სქოლიო... (ია-ია)
კიდევ უნდა გაგიტანო გოლი_თანაც რა გოლიო, მოკლედ:უნდა გავაოცო შანხაი და შამქორიო, თოკს დავუშვებ,ამაჰყევი,:P დამიმშვენე ბალკონიო, მერე შიგნით მუსიკაზე ვიშრიალებთ მარტონიო. (ანთა)
ფეხბურთს დიდად არა ვწყალობ, გაქრეს მაგის მამგონიო... აკრობატობაც არ მხიბლავს თოკი, დვირი, საწონიო… მე შენთვის ვერ გამოვდგები, გიჯობს იშოვნო კლონიო შემოდგომა მოგდგომია, აშრიალე მანდ რტონიო! :P (ია-ია)
რითმას ტანჯავ, ვით წიწილას ბატასინი და ქორიო, გაგაბრუე_ ვერ გაფხიზლებს ხან თოვლი და ხან თქორიო, გულის გულზე გეფურჩქნება სიტყვა_ ჩემგან ნათქომიო, ფსიქიატრი დაგჭირდება და გალია_სადგომიო. (ანთა)
სიტყვებს სტკეპნი ერთ ადგილას, როგორც წყალი ნადგომიო... წყაროს რაკრაკს ნაჩვევი ვარ, მძულს ჭაობის მე შმორიო... მანდ არ ჩარჩე, აქეთ მოი.. გზაზედ გაიდე მორიო (ია-ია)
მგონი,პულსი ამიჩქარდა_ დაგვდგომია რა დრონიო?! თუ არ ვცდები, მონიკა ხარ_ "მავჰკალ" შენი მამგონიო! :P (ანთა)
ვგონებ მართლაც აგირიე მაჯა, თავი და გონიო... (( ქალი ვინმე მოგელანდა პრეზიდენტის “ნაშოვნიო” (ია-ია)
სიტყვას ბანზე რატომ მიგდებ, გზები მიყვარს ფართონიო, ია ხარ და მონიკა ხარ_ ლექსის ეშხით ნათრთოლიო, მეც მოი და შენაც მოი, თაფლის ხმა გაქვს და ტონიო, ჩემთან ერთად ტაშს გიკრავენ ცეზარი და პლატონიო...:P (ანთა)
მოვალ, თუ კი შევიყვარებ არც მე მიყვარს ფასონიო… სიყვარულის მდინარე ვარ არ მაქვს ტრფობის საზომიო… გიჯობს აქ არ შემოცურო ვშიშობ დაკარგო ფონიო… (ია-ია) არც ია და არც მონიკა, არც მგელი და დრაკონიო_ იგრეკაძე იქსილო ხარ, აჰა,ჩემი ამბორიო. :P (ანთა)
ია ვარ და იად ვრჩები, არ ვარ სხვებივით სნობიო :P ვაღიარებ! ფლირტაობა არის ჩემთვის დღეს ჰობიო... (ია-ია)
რა ლამაზი ნიღაბი გაქვს_ იასამნის ნაქონიო... ოდეკოლონ გიპკურებავ, მგონი,სამი ფლაკონიო, მოგიხდება: თავში მოგხვდეს ხან კენჭი და ხან რკონიო_ :P იქნებ ცოტა იაზროვნო, გაიხარებს სამსონიო_ მეჩვიდმეტე პაპაშენი, ლომის ძუძუ ნაწოვიო. (ანთა)
ოდეკოლონს არა ვხმარობ, კლავთ ჩემი სუნის სენიო… სურნელი არ შეისუნთქო არ დაიმოკლო დღენიო… ბევრი ვაჟკაცნი მომიკლას, შენზედ მარდნი და ბრგენიო... (ია-ია)
ყუვა შასცვალე რითმისა, მოწმე მყავს მსაჯი ბობიო,_ ეს ნიშანია იმისა, რომ მე ვარ შენი მჯობიო. არც ია,აღარც მონიკა_:P ხარ ბაჯბაჯელა ლობიო. (ანთა)
დუელშიაც გამოგიწვევ, სეკუნდანტად მყავს სოფიო :P თითსაც კი არ მოგიკაკვავ, თავზედ დაგამხე გობიო (ია-ია)
ნეტავი ვიყო მფრინავი_ შენს ეზოს ვგლიჯო ბომბიო, შენი მიზეზით დამვიწყდა გვარ_სახელი და ჰობიო. .. (ანთა)
ნეტავი ფრენა შეგეძლოს... არ მოგდებოდეს ობიო... და ეგ შენი სიტყვები არ იყოს ცრუ და როყიო... (ია-ია)
შენი გულისთვის ვაჟიკამ ხელში აიღო თოფიო... დახოცა ნადირ_ნუდირი, ვისაც კი ჰქონდა ცოფიო, და მოგიტანა იები, გულმკერდის შესამკობიო. (ანთა)
ნეტავ თოფს შაეშვებოდე თავზედ დაგხურე კეპიო... ცოფი თავად არ შეგყარო ყელზედ იგულე "ცეპიო" ჩემს გულისკარზე მიგაბა დუჟმოყრილი და მყეფიო... (ია-ია)
რად გინდა ოდეკოლონი_ ქიმიის ტკბილი წვენიო, იის სურნელით მაბრუებ, გამოვიცვალე ფერიო (ანთა)
რა ქარად ამოვარდნილხარ წელშიდ გასტეხე ხენიო... გულის წასვლამდე მივსულვარ შემომიბერე ფენიო....;D (ია-ია)
ფენს აივნიდან მოვისვრი, ოდელა-დელა-დელიო. ახლოს ვარ უკვე იგრძნობა ჰაეროვანი წელიო (ანთა)
ვგონებ ვაჟი გადვიკიდე სხარტი, შლეგი და ხელიო... მაგრამ კარგო, მსურს იცოდე, შენგან არას მოველიო... ცრუ ოცნებებს შეეშვი და ... ჩემზედ აიღე ხელიო... (ია-ია)
ამპრედუზო_მედუზო საოცრება ხარ,შე ტუზო! (ანთა)
ნუ თავხედობ ეხლა თორემ... შემიძლია თავშიც გდრუზო... (ია-ია)
გაბრაზებაც კარგი იცი,:P ბაღნარობ და იალბუზობ. მგონი,შენს თავს მეცილება რობიზონა_შტერი კრუზო..... (ანთა)
სანამ იგი კუნძულზეა... ვიტიროთ და წელი ვკუზოთ? მოდი ერთად გავერთოდ და... ღამეები ერთად ვჟუჟოთ... (ია-ია)
კოხტა სახლის თბილ კუთხეში მტრედებივით შევიყუჟოთ, ავივსოთ და დავიცალოთ, გავბრუვდეთ და გავიბრუჟოთ.... ვეღარსად დამემალები, ჩაკეტილი მაქვს გზებიო, მწვერვალს თუ დაეკიდები, ზეციდან მოგეწვდებიო, მერე გავცუროთ ერთადა თავდავიწყების ზღვებიო. ჩემს გულზე იშრიალებენ შენი ფუმფულა თმებიო. (ანთა)
აღარც დამალვას ვეცდები... ცისკრის ვარსკვლავის მხლებიო... თვალს ვხუჭავ, ყურშიდ ჩამესმის უკვე მაგ ზღვების ხმებიო დღეს, ვგონებ სავსე მთვარეა და მთვარეული ვხდებიო იცოდე მოძღვნას მოველი... მოლოდინითა ვხმებიო... (ია-ია)
სიტყვა თუ ვერ შევასრულე, იცოდე,სადღაც ვკვდებიო. ახლა კი ძილი ნებისა, ღმერთმა გაგითბოს ფრთებიო :P (ანთა)
ოღონდ შენ კარგად იყავი... მზემ დაგილოცოს გზებიო... ზურგის ქარი გისურვე და... თეთრი, გამძლე აფრებიო... (ია-ია)
ამაღამდელო ღამეო, გათენდი მალე,მალეო, სიზმრები გაალამაზე, გულები გაახარეო. (ანთა)
.............................................................................................................................................................
მე @@@
მოგესალმებით პოეტო, როგორ გიკითხოთ ანთაო. სულშიც დაღამდა... გულშიაც ნისლებიც გაიფანტაო. შაგჭიდებია დიმიტრი, ბახუტაშვილი გვარადო. იმ სტრიქონებსა ვენაცვა, რომ მოდის თავისთავადო.
დიმიტრი @@@
ოთარ არ სჩანხარ ჯაბანი, კარგად დასწერე მართლაო, ვაჟამ ჩააგო ხანჯალი, ბუხართან გაემართაო, ზის ახლა ჩაფიქრებული, რაღაცა უნდა გაგანდოთ, სანდო წყაროდან გავიგე, ლექსით გამხდარა ავადო.
მე @@@
კაფიაობას პოეტი არ შასწყვეტს... აგრე მგონია. ხორნაულისა ქება მე იასგან გამიგონია. არ შაუშინდე დიმიტრი ნათელიძესთან ჭიდილსა. ვით ქარავანი, ცხოვრებაც მიდის, თავის გზით მიდისა.
დიმიტრი @@@
ტაიმ-აუტი აიღო, შეწყვეტა საით მიქვიან, ქება მეც გამიგონია, თავადაც ბევრი მიქია, მაგრამ რა შამაშინებდა, ფიქრი არა მაქვს შიშისა, დავსწერ რამდენიც მოგინდეთ, წერას არავინ მიშლისა.
ანთა @@@
დიმიტრი ბახუტაშვილო, ხარ კაფიების თოვაში.
თანდათან გამოიწრთობი შაირ-კაფიის ბრძოლაში.
ჩვენ ვერვინ შაგვეჯიბრება ისრების ზუსტად სროლაში.
ერთს გეტყვი-გამოგადგება გაღმა-გამოღმა ქროლაში: "ურაკის" ლამაზმანებმა დამაკლებინეს წონაში.
მე @@@
ქალებს უფრთხილდი პოეტო, ეშხით იციან დათრობა. არ სურთ არაფრის დიდებით კაფიაობის დათმობა... შასცივებია ურაკსა, კიდევაც უნდა გათბობა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|