გაზაფხული – წელიწადის დილა. შენ ამ დილის ნათელი, ხე-პირველი, გამოღვიძება-განახლების მაცნე-მახარობელი. ხევ დიდსახელავ, ამ მიწა-წყლის პირმშოვ, ამ მთა-ბარის პირველო გახარებავ, აღტკინებავ, მიწის ამოყივლებავ თუ ცის გახსნა-გამონათებავ, მკვლავთეთრავ და კაბათეთრავ, დიდ-პატარის სისხლის აჩქარებავ თუ აჩქროლებავ, დედოფალო პირმომცინარო! შენი ჯიშის ჩოხოსნები რა იქნენ?! ტყემალი – დიდება წარსულში დარჩენილი და მხოლოდღა სახელში შემორჩენილი; ჯარი ხეთა – მამრთა და მდედრთა – უთვალავი წლების წინ ერთად მოყვავილე. ტყემალი – ტყე მალი, სხვა ტყეზე სწრაფი თუ მარდი, დამსწრები, ტყეებს შორის პირველი, სხვებზე ადრე გაღვიძებული თუ კვირტაფეთქებული. კაბათეთრყვავილიანნო! თქვენი ტყე რა იქნა?! ასე უღმერთოდ ვინ აჩეხა, ასე უმოწყალოდ ვინ ამოძირკვა, ფესვი ვინ ამოუგდო? თქვენი ტყის სიქათქათემ გული ვის აღუვსო შურით და ბოღმით, გონი ვის დაუბნელა? უპატრონო დედოფლებო! თქვენი მოდგმის პატრონები რა იქნენ?! თქვენგნით გულანთებულებს გული ვინ მოუკლა, თავმოწონებულებს სიხარული ვინ წაჰგვარა, თვალცეცხლიანებს ალი ვინ ჩაუქრო?! მომხდურთა ხელით ამოწყდნენ თუ თქვენი გულის მოსაგებად გაიმეტეს ერთურთი? იქნებ ცხრა მთა გადმოვლილმა თუ ხევ-ხევ შემოხეტებულმა ქარებმა გაცდუნეს, ვითარცა უცხო ზღვაოსანმა კოლხი ქალი? ან იქნებ თქვენი სილამაზით გაამაყებულებს მედიდურობა დასჩემდათ და სიდარბაისლეს ხელი აუქნიეს? ვაითუ სიამაყე ამპარტავნობად ექცათ! ჰმ... ადრე ტყე იყავით. მერე და მერე კი... გათითოტყემალდით. ყველა ეზო-კარსა თუ ბაღ-ბოსტანს თითო ნერგად შემორჩით, უფრო კი – შემოგარჩინეს. თქვენგან აწი ტყე ვინღამ შექმნას!? იქნებ გაუცხოების აულაგმავმა სურვილმა გძლიათ, ვნებააწყვეტილ ქარებთან შარი-შური მოგაწყურათ და ორღობეებსა თუ ქუჩა-შუკებში გათითოხებულები გამოგდენათ? ნეტავ რომელი მხრით იმძლავრა გადაშენების ბზარმა?
დაღმართს ჩაყოლებული ბაღის ბოლოში, საცალფეხო გზასთან და მეზობლის ღობესთან დგას ფოთლებწითელი, ვარდისფრად ყვავილშეფაკლული თქვენი ჯიშის და-ნათესავი. ნეტავ ფოთოლი რამ გაუწითლა, ან ყვავილი რამ შეუფაკლა? ნეტავ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გმადლობთ, მწერალი, შეფასება-კომენტარისთვის. გაზაფხულის მობრძანებას გილოცავთ. გმადლობთ, მწერალი, შეფასება-კომენტარისთვის. გაზაფხულის მობრძანებას გილოცავთ.
17. მომეწონა :) კარგად აქვს ავტორს დანახული ის რაც აქაა გადმოცემული :) თან თავისი, საკუთარი ხელწერით მშვენივრად გადმოცემული მინიატურაა. არ ჰგავს სხვის ნაწერს. არავისას არ ჰგავს...
რა თქმა უნდა რომ მომეწონა :) +5
წარმატებები, ავტორო! მომეწონა :) კარგად აქვს ავტორს დანახული ის რაც აქაა გადმოცემული :) თან თავისი, საკუთარი ხელწერით მშვენივრად გადმოცემული მინიატურაა. არ ჰგავს სხვის ნაწერს. არავისას არ ჰგავს...
რა თქმა უნდა რომ მომეწონა :) +5
წარმატებები, ავტორო!
16. გაიხარეთ jonatan livingstoni გახსენება-შეხმიანებისთვის და გილოცავთ გაზაფხულის ამ პირველ დღეს. გაიხარეთ jonatan livingstoni გახსენება-შეხმიანებისთვის და გილოცავთ გაზაფხულის ამ პირველ დღეს.
15. გაზაფხულის პირველ დღეს წასაკითხი რამ შემომეფეთა , სრულიად შემთხვევით :)
გათითოტყემლების მიუხედავად, მაინც მშვენიერ, უპატრონო დედოფლებზე...
გაზაფხულის პირველ დღეს წასაკითხი რამ შემომეფეთა , სრულიად შემთხვევით :)
გათითოტყემლების მიუხედავად, მაინც მშვენიერ, უპატრონო დედოფლებზე...
14. კაბათეთრყვავილიანნო! +5 კაბათეთრყვავილიანნო! +5
13. ძალიან ლამაზად და კარგად დაგიწერია, მე გეუბნები მადლობას ტყემლის მაგივრად, აუ! როგორ მიყვარს მკვახეც და მწიფეც, თან ძალიან მენატრება, ნერწყვი მომადგა, არსად მსოფლიოში არ არის ისეთი ტყემალი, როგორიც საქართველოში იზრდება, არადა რუსეთიდან ვიღაცა რუსი ტყემლის საწებელას ამზადებს, უცხოეთსი გააქვს და მარტეკინგებში იყიდება. ძალიან ლამაზად და კარგად დაგიწერია, მე გეუბნები მადლობას ტყემლის მაგივრად, აუ! როგორ მიყვარს მკვახეც და მწიფეც, თან ძალიან მენატრება, ნერწყვი მომადგა, არსად მსოფლიოში არ არის ისეთი ტყემალი, როგორიც საქართველოში იზრდება, არადა რუსეთიდან ვიღაცა რუსი ტყემლის საწებელას ამზადებს, უცხოეთსი გააქვს და მარტეკინგებში იყიდება.
12. მადლობა გიგო, კეთილო.
მადლობა გიგო, კეთილო.
11. მადლობა გიგო, კეთილო.
მადლობა გიგო, კეთილო.
10. მე მოვიწონე!!! ძალიან საყვარელი მინიატურაა!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!! მე მოვიწონე!!! ძალიან საყვარელი მინიატურაა!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!!
9. უპატრონო დედოფლებო...
555 უპატრონო დედოფლებო...
555
8. სუზზი, კეთილო!
სიტყვა ტყემალი უტექსტოდაც იგივე სურვილს აღძრავს. ისე, ნუ მიწყენთ და, მეტად საინტერესოა, შემწვარი კარტოფილით(ტყემლით) დანაყრების შემდეგ რომ წაგეკითხათ, მაშინ რა ფიქრები გაგიჩნდებოდათ.
ჩართულის თაობაზე კი რა გითხრათ - ნებისმიერი ნაწერი ავტორის უფრო ვრცელ ჩანაფიქრს ეყრდნობა და იქაა ჩართულიც და ჩაფლულიც. სუზზი, კეთილო!
სიტყვა ტყემალი უტექსტოდაც იგივე სურვილს აღძრავს. ისე, ნუ მიწყენთ და, მეტად საინტერესოა, შემწვარი კარტოფილით(ტყემლით) დანაყრების შემდეგ რომ წაგეკითხათ, მაშინ რა ფიქრები გაგიჩნდებოდათ.
ჩართულის თაობაზე კი რა გითხრათ - ნებისმიერი ნაწერი ავტორის უფრო ვრცელ ჩანაფიქრს ეყრდნობა და იქაა ჩართულიც და ჩაფლულიც.
7. აი წარმოვიდგინე ეს ნაწერი ჩართული რაიმე, კარგ მოთხრობაში და სულაც არ იქნებოდა ცუდი
ახლა კი მხოლოდ შემწვარი კართოფილი მომინდა :(
უუუხ :)) აი წარმოვიდგინე ეს ნაწერი ჩართული რაიმე, კარგ მოთხრობაში და სულაც არ იქნებოდა ცუდი
ახლა კი მხოლოდ შემწვარი კართოფილი მომინდა :(
უუუხ :))
6. დიდი მადლობა ყველას!
აპათია! როცა არ იციან, თავს იკავებენ. თუ გინდათ თქვათ რაიმე, თქვით, მოგისმენთ და პასუხსაც გახვედრებთ. დიდი მადლობა ყველას!
აპათია! როცა არ იციან, თავს იკავებენ. თუ გინდათ თქვათ რაიმე, თქვით, მოგისმენთ და პასუხსაც გახვედრებთ.
5. ტყემალი – ტყე მალი, სხვა ტყეზე სწრაფი თუ მარდი, დამსწრები, ტყეებს შორის პირველი, სხვებზე ადრე გაღვიძებული თუ კვირტაფეთქებული.
რაღაც გული ამიჩქროლაა :))) როდის იფეთქებს ტყემალი? 555! ტყემალი – ტყე მალი, სხვა ტყეზე სწრაფი თუ მარდი, დამსწრები, ტყეებს შორის პირველი, სხვებზე ადრე გაღვიძებული თუ კვირტაფეთქებული.
რაღაც გული ამიჩქროლაა :))) როდის იფეთქებს ტყემალი? 555!
4. აუ აპათია გთხოვ მითხარი შენ რა გხიბლავს ?? ეს ისე უბრალოდ მაინტერესებს:) ნაწერი მომეწონააა++++++ აუ აპათია გთხოვ მითხარი შენ რა გხიბლავს ?? ეს ისე უბრალოდ მაინტერესებს:) ნაწერი მომეწონააა++++++
3. ყოჩაღ! ,, დიდ-პატარის სისხლის აჩქარებავ თუ აჩქროლებავ, დედოფალო პირმომცინარო! შენი ჯიშის ჩოხოსნები რა იქნენ?! '' ვაჟასეული ხედვა,უხვად კომპოზიტები. გისურვებ წარმატებებს! ყოჩაღ! ,, დიდ-პატარის სისხლის აჩქარებავ თუ აჩქროლებავ, დედოფალო პირმომცინარო! შენი ჯიშის ჩოხოსნები რა იქნენ?! `` ვაჟასეული ხედვა,უხვად კომპოზიტები. გისურვებ წარმატებებს!
1. რა ვიცი რა ვიცი,ესეთი ნაწერები არ მხიბლავს,მშრალია. რა ვიცი რა ვიცი,ესეთი ნაწერები არ მხიბლავს,მშრალია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|