 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2008 |
ეს ლექსი არის თავისუფალგრაფიკიანი ვერბლანი - 5/4/5,სპორადული რითმით,კონვენციური სტროფული ჩანართით.
ნასესხებისა
არ გინდა,ისევ მოგეფერო უწინდებურად? მოგელამუნო მოლოდინით განაყუჩები, შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და მოგიმატო არათითზე ნაკბენს ნაკბენი!
უმადური ვარ! ვერ ვიფერე, ვერ დავაფასე შენი ამაგი, ზანტი ზმორება ფანჯრის რაფაზე, მაგრამ ნაზამთრევს ვით დამეცხრო სისხლი მჩქეფარე? მიყვარხარ-მეთქი , გაპარვისას ხომ დაგიბარე და შენს კალთაში მოკრუტუნეს ხომ მიმღერია:
''მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო, მაინც წავა, თუნდა ჰქონდეს რძე უხვადო.
მომეწყინა მონობა, მიაო და მიაო, მეყო,რაც კი მარტოობის ცრემლი მინამიაო!''
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
გავიდა მარტი. ნასესხების უბერავს ქარი, უბერავს ქარი, ძვლის ძირამდე ნემსივით ატანს. კარს მოვეკარი, ვაფხაჭუნებ, გესმის? გამიღე, გამიღე კარი, მე ვარ, შენი ხატულა კატა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. - ახალია
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. - ახალია
22. საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები! ეს ძალიან...5 საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები! ეს ძალიან...5
21. ლიტერატურულად - თქვენ იმსჯელეთ... მე კი მკითხველის პოზიციიდან შევაფასებ, - ძალიან ლამაზი ლექსია... ლიტერატურულად - თქვენ იმსჯელეთ... მე კი მკითხველის პოზიციიდან შევაფასებ, - ძალიან ლამაზი ლექსია...
19. მადლობა ნეკერა ძვირფასო! ,,თუნდა'' სალიტერატურო ქართულია/იხ.ქართ ენის განმ.ლექს./ც- ნაწილაკი კი გამოიწვევდა ცჰქ თანხმოვნების არაკეთილხმოვან თავმოყრას. ,,ძუ უხვადო'' პოსტპოზიციური მსაზღვრელ-საზღვრულია.ეს საშუალებას მაძლევს,გამოვიყენო რითმათა შორის ყველაზე უზუსტესი,იშვიათი და ორიგინალური -მაჯამური რითმა უხვადო//უხვადო. მადლობა ნეკერა ძვირფასო! ,,თუნდა`` სალიტერატურო ქართულია/იხ.ქართ ენის განმ.ლექს./ც- ნაწილაკი კი გამოიწვევდა ცჰქ თანხმოვნების არაკეთილხმოვან თავმოყრას. ,,ძუ უხვადო`` პოსტპოზიციური მსაზღვრელ-საზღვრულია.ეს საშუალებას მაძლევს,გამოვიყენო რითმათა შორის ყველაზე უზუსტესი,იშვიათი და ორიგინალური -მაჯამური რითმა უხვადო//უხვადო.
18. გამოიბრუცა - ბრუციანი - ბეცი აბსოლუტურად გასაგები სახეა :)
გია გეგიას ვეთანხმები ამ ნაწილში: ``მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო (დ), მაინც წავა, თუნდა (ც) ჰქონდეს რძე უხვადო.
და ქალბატონი ნინო როცა თავის ლექსებს ხსნის ხოლმე შიში მიპყრობს - ყველა ლექსი თუ ამდენად მრავალშრიან კოდირებებს შეიცავს. ვეღარაფერი გამიგია აბა :( :)
გამოიბრუცა - ბრუციანი - ბეცი აბსოლუტურად გასაგები სახეა :)
გია გეგიას ვეთანხმები ამ ნაწილში: ``მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო (დ), მაინც წავა, თუნდა (ც) ჰქონდეს რძე უხვადო.
და ქალბატონი ნინო როცა თავის ლექსებს ხსნის ხოლმე შიში მიპყრობს - ყველა ლექსი თუ ამდენად მრავალშრიან კოდირებებს შეიცავს. ვეღარაფერი გამიგია აბა :( :)
17. გია ძვირფასო! მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. 1.დასაწყისის პირველი ფრაზა უაღრესად მნიშვნელოვანია ლექსში. რადგან მასში მოცემულია პირველი იმპულსი .ეს ფრაზა რომ კითხვის ნიშნით გამეყო,ქვეწყობილი წინადადების ერთიანობა ,მოქნილი კონსტრუქცია დაირღვეოდა. 2.რატომ ,,განაყუჩები'' და არა ,,გაყუჩებული''? განაყუჩები ჩემი პოეტური ნეოლოგიზმია,შექმნილი ანალოგიური წარმოების პრინციპით.,გამოვიყენე არქაული სიტყვების განაქარვები,განაწირი და ა.შ. მაგალითი. ეს წარსული დროის მიმღეობა ერითმება არსებით სახელს-''ტუჩები'' ,განაყუჩები//ტუჩები კი ახალი ,ორიგინალური რითმაა. 3.მითითებითი ნაცვალსახელი ''ეგ'', მოფერებით ფრაზებში დამკვიდრებულია.ალერსიან გარემოს ქმნის.თბილ- თბილი ყელი არ გამომადგებოდა,.რადგან ასახავს რაიმე საგნის მომენტალურ თვისებას,მაგ.თბილ-თბილი რძე,პური /რომელიც მალე გაგრილდება/. 4.''დაგიმატოსგან"თავი შევიკავე,რადგან და 'მარცვალზე აგებული ალიტერაცია და 'და =ს შემთხვევაში, რიტმული ინტერვალის დაკარგვის გამო, მოხდენილობას დაკარგავდა. რაკი ,,დაგიმატოზე,, უარი ვთქვი და მისი სინონიმით ,,,მოგიმატო''=თი შევცვალე,/იხ.ქართ ენის განმ.ლექს/, 5.,,ნაკბენს ნაკბენი-'' -სონორული ჟღერადობის სიტყვის გამეორება ჩავსვი,რათა გამოჩენილიყო მოქმედების მრავალგზისობა . 6.ხატულა-ჭრელი,მოხატული, ლამაზი /იხ.იგივე ლექსიკონი/ ქართულ ენაში გავრცელებულია კატის ეპითეტად.უფრო ფართოდ -გამოიყენება კატისებრთა ოჯახის სხვა წევრთა მიმართაც. აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი ერთი მომენტიც არის ჩადებული.ჩვევად მაქვს,ყოველ ლექსში დავტოვო ერთი ისეთი სიტყვა,სახე,რომელიც წარმოსახულ მკითხველზე გარკვეულ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას კი მოახდენს მაგრამ მისი საბოლოო დეკოდირება მხოლოდ მე ან რამდენიმე ახლობელ ადამიანს ეცოდინება. ამ ლექსს ორი პლანი აქვს: ერთი - ყოფითი ამბავია,გაზაფხულზე გაპარული კატა პატრონთან დაბრუნებას ცდილობს. მეორე - ეროტიკული ისტორიაა ქალისა,რომელიც საყვარელ ადამიანთან დაბრუნებას ცდილობს. ამ ორ პლანს ალეგორიულობა აერთიანებს. მე სამი წელი ვცხოვრობდი ჩინეთში.ჩინეთს ძველქართულად ერქვა ხატაეთი./ამის გამო ჩუფჩიკა სულ 'ასე მეძახდა 'ჩვენო კიტაია''/ ხატაური კატა -ასეთი რამ ცნობილია,ქართული პოეზიიდანაც ,,ხატულა კატა'' კი ჩემთვის მოიცავს ყველა ამ ჟღერადობას გამოცდილებასა და მნიშვნელობას. გია ძვირფასო! მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. 1.დასაწყისის პირველი ფრაზა უაღრესად მნიშვნელოვანია ლექსში. რადგან მასში მოცემულია პირველი იმპულსი .ეს ფრაზა რომ კითხვის ნიშნით გამეყო,ქვეწყობილი წინადადების ერთიანობა ,მოქნილი კონსტრუქცია დაირღვეოდა. 2.რატომ ,,განაყუჩები`` და არა ,,გაყუჩებული``? განაყუჩები ჩემი პოეტური ნეოლოგიზმია,შექმნილი ანალოგიური წარმოების პრინციპით.,გამოვიყენე არქაული სიტყვების განაქარვები,განაწირი და ა.შ. მაგალითი. ეს წარსული დროის მიმღეობა ერითმება არსებით სახელს-``ტუჩები`` ,განაყუჩები//ტუჩები კი ახალი ,ორიგინალური რითმაა. 3.მითითებითი ნაცვალსახელი ``ეგ``, მოფერებით ფრაზებში დამკვიდრებულია.ალერსიან გარემოს ქმნის.თბილ- თბილი ყელი არ გამომადგებოდა,.რადგან ასახავს რაიმე საგნის მომენტალურ თვისებას,მაგ.თბილ-თბილი რძე,პური /რომელიც მალე გაგრილდება/. 4.``დაგიმატოსგან"თავი შევიკავე,რადგან და `მარცვალზე აგებული ალიტერაცია და `და =ს შემთხვევაში, რიტმული ინტერვალის დაკარგვის გამო, მოხდენილობას დაკარგავდა. რაკი ,,დაგიმატოზე,, უარი ვთქვი და მისი სინონიმით ,,,მოგიმატო``=თი შევცვალე,/იხ.ქართ ენის განმ.ლექს/, 5.,,ნაკბენს ნაკბენი-`` -სონორული ჟღერადობის სიტყვის გამეორება ჩავსვი,რათა გამოჩენილიყო მოქმედების მრავალგზისობა . 6.ხატულა-ჭრელი,მოხატული, ლამაზი /იხ.იგივე ლექსიკონი/ ქართულ ენაში გავრცელებულია კატის ეპითეტად.უფრო ფართოდ -გამოიყენება კატისებრთა ოჯახის სხვა წევრთა მიმართაც. აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი ერთი მომენტიც არის ჩადებული.ჩვევად მაქვს,ყოველ ლექსში დავტოვო ერთი ისეთი სიტყვა,სახე,რომელიც წარმოსახულ მკითხველზე გარკვეულ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას კი მოახდენს მაგრამ მისი საბოლოო დეკოდირება მხოლოდ მე ან რამდენიმე ახლობელ ადამიანს ეცოდინება. ამ ლექსს ორი პლანი აქვს: ერთი - ყოფითი ამბავია,გაზაფხულზე გაპარული კატა პატრონთან დაბრუნებას ცდილობს. მეორე - ეროტიკული ისტორიაა ქალისა,რომელიც საყვარელ ადამიანთან დაბრუნებას ცდილობს. ამ ორ პლანს ალეგორიულობა აერთიანებს. მე სამი წელი ვცხოვრობდი ჩინეთში.ჩინეთს ძველქართულად ერქვა ხატაეთი./ამის გამო ჩუფჩიკა სულ `ასე მეძახდა `ჩვენო კიტაია``/ ხატაური კატა -ასეთი რამ ცნობილია,ქართული პოეზიიდანაც ,,ხატულა კატა`` კი ჩემთვის მოიცავს ყველა ამ ჟღერადობას გამოცდილებასა და მნიშვნელობას.
16. არაჩვეულებრივად მაგარი!
555555555 არაჩვეულებრივად მაგარი!
555555555
15. ძალიან მომეწონა... ეს ლექსი შესაძლოა გადატანითი მნიშვნელობითაც გავიგოთ, რა ვიცი, მე სულ სხვანაირად აღვიქვი :) გიას შენიშვნებოც მომეწონა, საინტერესოა... ძალიან მომეწონა... ეს ლექსი შესაძლოა გადატანითი მნიშვნელობითაც გავიგოთ, რა ვიცი, მე სულ სხვანაირად აღვიქვი :) გიას შენიშვნებოც მომეწონა, საინტერესოა...
13. ნინო, ძვირფასო! მაქვს რამდენიმე შენიშვნა. პირველრიგში მინდა თეას დავეთანხმო და ვთქვა, ლექსმა კინაღამ მეც ,,შემაყვარა'' კატა, მაგრამ როგორც კი გამახსენდა რა ვერაგიააააა!!!!!!!!.......
1.არ გინდა,ისევ მოგეფერო უწინდებურად? მოგელამუნო მოლოდინით განაყუჩები, შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და მოგიმატო არათითზე ნაკბენს ნაკბენი!
ასე ხომ არ აჯობებს -
არ გინდა? (კითხვის ნიშნის აქ გადმოტანა თითქოს არაფერს არ ცვლის, სამაგიეროდ თავიდანვე განწყობილებას ქმნის) ისევ მოგეფერო უწინდებურად, მოგელამუნო მოლოდინით გაყუჩებული, (რატომ ,,განა''?) შინ მობრუნებულს აგილოკო მომლაშო კანი, თბილ-თბილი ყელი, (,,ეგ'' მხოლოდ მარცვლის დანამატის როლს ასრულებს). ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და დაგიმატო (მესმის რომ და-და ყურს ცუდად ხვდება, მაგრამ ,,მოგიმატო'' სხვა რამაა) არათითზე კიდევ ნაკბენი! (მართლაც მელოდიური დინებაა და ,,ნაკბენს ნაკბენი'' არღვევს)
''მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო (დ), მაინც წავა, თუნდა (ც) ჰქონდეს რძე უხვადო.
ნინო, ,,დ'' და ,,ც'' არამარტო გამართული ფორმისთვის აღმოჩნდა საჭირო, არამედ გალამაზა კიდეც სათქმელი...
კიდევ ერთი -
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. ბეცი თვალებით. სიბნელეში მე უკეთ ვხედავ, ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
მარტო დარჩენილი ,,გამოიბრუცა'' თითქოს მართლაც უხეშად ხვდება ყურს, ტანდემში - ,,გამოიბრუცა-ბეცი'', მშვენივრად გასრიალდა...
კიდევ ერთი -
კატა არ შეიძლება იყოს ,,ხატულა''....აი, რატომ არ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ რომ არ შეიძლება ვიცი...
ნინო, მაინტერსებს რომელ წელს დაიწერა ეს ლექსი...თუ გაიხსენებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მოგახსენებთ...(სასიამოვნო დეტალს).
პატივისცემით გია გეგია ნინო, ძვირფასო! მაქვს რამდენიმე შენიშვნა. პირველრიგში მინდა თეას დავეთანხმო და ვთქვა, ლექსმა კინაღამ მეც ,,შემაყვარა`` კატა, მაგრამ როგორც კი გამახსენდა რა ვერაგიააააა!!!!!!!!.......
1.არ გინდა,ისევ მოგეფერო უწინდებურად? მოგელამუნო მოლოდინით განაყუჩები, შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და მოგიმატო არათითზე ნაკბენს ნაკბენი!
ასე ხომ არ აჯობებს -
არ გინდა? (კითხვის ნიშნის აქ გადმოტანა თითქოს არაფერს არ ცვლის, სამაგიეროდ თავიდანვე განწყობილებას ქმნის) ისევ მოგეფერო უწინდებურად, მოგელამუნო მოლოდინით გაყუჩებული, (რატომ ,,განა``?) შინ მობრუნებულს აგილოკო მომლაშო კანი, თბილ-თბილი ყელი, (,,ეგ`` მხოლოდ მარცვლის დანამატის როლს ასრულებს). ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და დაგიმატო (მესმის რომ და-და ყურს ცუდად ხვდება, მაგრამ ,,მოგიმატო`` სხვა რამაა) არათითზე კიდევ ნაკბენი! (მართლაც მელოდიური დინებაა და ,,ნაკბენს ნაკბენი`` არღვევს)
``მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო (დ), მაინც წავა, თუნდა (ც) ჰქონდეს რძე უხვადო.
ნინო, ,,დ`` და ,,ც`` არამარტო გამართული ფორმისთვის აღმოჩნდა საჭირო, არამედ გალამაზა კიდეც სათქმელი...
კიდევ ერთი -
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. ბეცი თვალებით. სიბნელეში მე უკეთ ვხედავ, ვიცი,შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
მარტო დარჩენილი ,,გამოიბრუცა`` თითქოს მართლაც უხეშად ხვდება ყურს, ტანდემში - ,,გამოიბრუცა-ბეცი``, მშვენივრად გასრიალდა...
კიდევ ერთი -
კატა არ შეიძლება იყოს ,,ხატულა``....აი, რატომ არ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ რომ არ შეიძლება ვიცი...
ნინო, მაინტერსებს რომელ წელს დაიწერა ეს ლექსი...თუ გაიხსენებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს მოგახსენებთ...(სასიამოვნო დეტალს).
პატივისცემით გია გეგია
12. მართლაც რომ კარგია მომწონს 5 მართლაც რომ კარგია მომწონს 5
11. ;)
მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო.მიხარია სხვა რაკურსითაც რომ დაგინახეთ. საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. პატივისცემით ნინი ;)
მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო.მიხარია სხვა რაკურსითაც რომ დაგინახეთ. საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. პატივისცემით ნინი
10. სიმართლე რომ ვთქვა, ''გამოიბურცა'' წავიკითხე მექანიკურად და ნიკას შენიშვნა რომ ვნახე, მერე უცნაურად მომხვდა თვალში ''ბრუც'', მაგრამ თქვენი განმარტება გასაგებია. მელოდიური ლექსია, რიტმული, და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან კატებს, მომეწონა! სიმართლე რომ ვთქვა, ``გამოიბურცა`` წავიკითხე მექანიკურად და ნიკას შენიშვნა რომ ვნახე, მერე უცნაურად მომხვდა თვალში ``ბრუც``, მაგრამ თქვენი განმარტება გასაგებია. მელოდიური ლექსია, რიტმული, და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან კატებს, მომეწონა!
9. ჰო.. დავუკვირდი.. ახლა.. გმადლობ.. :) ჰო.. დავუკვირდი.. ახლა.. გმადლობ.. :)
8. ნიკა ძვირფასო! ყოჩაღ,ეგ მხარეც იგულისხმება. დაუკვირდით კვამლი,ნისლი, ბურუსი მზერას აბუნდოვნებსსასმელიც-ასევე აბუნდოვნებს მზერასა და ცნობიერებას. ნიკა ძვირფასო! ყოჩაღ,ეგ მხარეც იგულისხმება. დაუკვირდით კვამლი,ნისლი, ბურუსი მზერას აბუნდოვნებსსასმელიც-ასევე აბუნდოვნებს მზერასა და ცნობიერებას.
6. არ ვიცი.. თქვენ კი უკეთ.. უბრალოდ.. ამოიბურცა.. ანუ ამოიზნიქა.. ამოიწია.. ასე მესმის.. გამოიბრუცა კი - უფრო ასეთი გაგებით გამიგია, როცა დათვრებოდა ვინმე.. ღვინით.. ან არყით.. ან რითაც გვინდა და.. გამოიბრუცაო.. შეიძლება ეს რამე ისეთი თქმაა... არასწორი.. მაგრამ გამიგია და.. ხშირადაც.. თუმცა ამ "ბრუცმა" "ბეცითვალი" მიმახვედრა.. რომ მასეთი გაგებითაც შეიძლება მაგ სიტყვის ხმარება.. თქვენ რა გაგებითაც გიწერიათ.. ან.. მარტო მასეთით.. არ ვიცი.. არ ვიცი.. თქვენ კი უკეთ.. უბრალოდ.. ამოიბურცა.. ანუ ამოიზნიქა.. ამოიწია.. ასე მესმის.. გამოიბრუცა კი - უფრო ასეთი გაგებით გამიგია, როცა დათვრებოდა ვინმე.. ღვინით.. ან არყით.. ან რითაც გვინდა და.. გამოიბრუცაო.. შეიძლება ეს რამე ისეთი თქმაა... არასწორი.. მაგრამ გამიგია და.. ხშირადაც.. თუმცა ამ "ბრუცმა" "ბეცითვალი" მიმახვედრა.. რომ მასეთი გაგებითაც შეიძლება მაგ სიტყვის ხმარება.. თქვენ რა გაგებითაც გიწერიათ.. ან.. მარტო მასეთით.. არ ვიცი..
5. ლამაზია.... ლამაზია....
4. ნიკა ძვირფასო.სიტყვა გამოიბრუცა,მასში შემავალი ძირი ,,ბრუც'' კონოტაციურად მარტო არ არის დატოვებული ლექსში,მასთან დაკავშირებულია სიტყვა ''ბეცი''რომლის გამოჩენაც ევფონიურადაც მზადდება /ბრუცი/ბეცითვალის კონოტაციური არე/ ,ასო ბგერა ცანი თუ დააკვირდებით, მაგ მონაკვეთში ალიტერაციას იწვევს,რიტმულად მეორდება სიტყვებში:ვიცი,დაგიცდი. ეგ ცოტა არ იყოს უჩვეულო სიტყვა განგებ შევარჩიე,რომ მკითხველის წარმოსახვას მკვეთრად შეეხოს და იმაგინაციური ხატი გამოიწვიოს,შემდგომ ალიტერაციითა და კონოტაციებით ''ჩავამაგრე''საერთო კომპოზიციაში. ნიკა ძვირფასო.სიტყვა გამოიბრუცა,მასში შემავალი ძირი ,,ბრუც`` კონოტაციურად მარტო არ არის დატოვებული ლექსში,მასთან დაკავშირებულია სიტყვა ``ბეცი``რომლის გამოჩენაც ევფონიურადაც მზადდება /ბრუცი/ბეცითვალის კონოტაციური არე/ ,ასო ბგერა ცანი თუ დააკვირდებით, მაგ მონაკვეთში ალიტერაციას იწვევს,რიტმულად მეორდება სიტყვებში:ვიცი,დაგიცდი. ეგ ცოტა არ იყოს უჩვეულო სიტყვა განგებ შევარჩიე,რომ მკითხველის წარმოსახვას მკვეთრად შეეხოს და იმაგინაციური ხატი გამოიწვიოს,შემდგომ ალიტერაციითა და კონოტაციებით ``ჩავამაგრე``საერთო კომპოზიციაში.
3. მომეწონა და კიდევ უფრო:) მომეწონა და კიდევ უფრო:)
2. კარგია.. ნაღდად.. მომეწონა..
10
მხოლოდ.. "გამოიბურცა" მგონი.. :) კარგია.. ნაღდად.. მომეწონა..
10
მხოლოდ.. "გამოიბურცა" მგონი.. :)
1. ტკბილი ლექსია,საფერბელი,მომწონს... ტკბილი ლექსია,საფერბელი,მომწონს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|