ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი.ჯ.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მარტი, 2011


ჩემი დის ჩანაწერებიდან IV

მეც,მეც მინდოდა ფრენა!.ელფი პეკის მსგავსად, უფრო მეტად ამერდამერია ყველაფერი თავში.სხვისთვის დამიზნებული ისრები, უკანვე მიბრუნდებოდა  და დაკოდილ გულში მესობოდა...
-ნუ შემაწყვეტინებ!ეცადე მომისმინო.
სად ვიდექი?ჰო,გამახსენდა...
იმ სულელური ყვავილთცვენის წუთიდან ვცდილობდი დრო შემერჩია და შენთვის ცეცხლი ამეგიზგიზებინა.ვინანე,იმიტომ რომ ამავე ცეცხლზე ფეხებით ჩამომკიდეს და რომ არა ჩემი შინაგანი ძალა,მოგონებაც დამტოვებდა და მე ღმერთმა უწყის,სად მომიწევდა გაფრენა...
ვიმოგზაურე დოკლენდის მხარეში.ჰაერში, შენი სულშიჩამწვდომი სიმღერის ჰანგები გაისმა.მამხნევებდი და კითხვებს მისვამდი...მეც გპასუხობდი: შენი მუსიკის უზადო შესრულებაში ერთი წუთითაც არ შეგეპაროს ეჭვი მეთქი...
ალეგორიულად, გვირგვინოსანი წყვილის ბედნიერება არ დაიჯეროთ...წარმოსახვა იყო,ფუჭი თამაში,მხოლოდ მაყურებლის აღშფოთებისთვის რომ ხორციელდება...
აპლოდისმენტი ყველაზე მეტად მაღიზიანებს,სცენარის დასრულების შემდეგ...ესეც სპექტაკლია...
-გავაგრძელო?
რასაც კარგს გავიფიქრებდი,მხოლოდ ცუდი შემომიბრუნდებოდა და მაოცებდა.ცუდის ფიქრისას კი უარესად ცუდი სიტუაცია ხდებოდა...ვინ დამწყევლამეთქი ვიძახდი.ან ვის რაში დასჭირდა ჩემისთანა უიღბლოს დაწყევლა და ამისთვის დროის დახარჯვა ...
-არა,არა,ეს უკვე მეტისმეტია!თუ არ გინდა არ მოვყვები...
ხან სადღაც შორს,ხან კი სულ ახლოს დემონთა მოკრძალებული,მაგრამ ვნებიანი ძახილივით გაისმოდა მისი სახელი.მაგრამ ესეც სიზმრად ჩავთვალე.სიზმარს კი,მოგეხსენება,გამოღვიძების მერე არავითარ მნიშვნელობას აღარ აძლევს ხოლმე "ადამიანი"...
მინდოდა დუმილით ამევლო გვერდი ყველაფერს,რაც შემდგომ მოხდა.რა არ ვიღონე ჩემი ხელოვნების მწვერვალი რომ შემექმნა,მაგრამ ყველაფერს მინგრევდნენ და უიმედოდ მტოვებდნენ.რაც უფრო მეტ თავისუფლებას ვითხოვდი,მით უფრო მონობაში მიწევდა ყოფნა.
მე ბრიყვს,ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა,ლაღად,თავისუფლად,ამაყად,მაგრამ წარმოსახვის ერთ-ერთ შესაბამისს დეტალსაც კი არ ჩაუვლია ჩემ ცხოვრებაში.ან, არა და რატომ მიშლიდნენ სიყვარულს?ალბათ,იმიტომ რომ თავად სიყვარულის ნაყოფიც აკრძალულია...
როგორ მინდოდა,როგორ მინდოდა...ეს მხოლოდ ფიქრებია,მხოლოდ ისღა დამრჩენოდა მეფიქრა და კმაყოფილების ელემენტები გამეღვიძებინა ჩემში,მაგრამ შედეგით კვლავ მე ვზარალდებოდი...
მინდოდა...მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ,დავტოვოთ აზრები,ფიქრები,განცდები და რეალობას გავუსწოროთ თვალი...
მხოლოდ ფრენის საშუალება მომეცით! მე ფრენა მჭირდება!
-შენი ხარხარი სავსებით უადგილოა!!! თუმცა თავს ვიმართლებ იმით რომ ჩემი ენა არ იცი...




















"მე ხომ გალიაში გამომწყვდეული,ხალხის გასართობად მოყვანილი ჩიტი ვარ"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები