ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

მომაკვდავი მე

ვერ მომკლავ... ვერც რაიმეს დამიშავებ..... სუსტი ვჩანვარ არა??! კარგი.. იფიქრე მასე სულელო.. სხვა რა გიწოდო.... ეს ხომ შენი სახელია სულელო... გგონია მიყვარხარ? ან გგონია რომ შენ გიყვარვარ? არც შენ... არც მეე.....  შენ ამ სულელური ქცევით ვერასოდეს შეძლებ თავი შემაყვარო.... მე ჩემი გული ცხრაკლიტულში მოვათავსე
ტვინს კი მიჭამს გამომიშვიო, მაგრამ აღარ დავუჯერებ....... ასე ჯობია.
პირველი გასაღები ‘ნ’ ს მივეცი მეორეც ‘ნ’ ს  მესამე ‘ს’ ს მეოთხე ‘მ’ ს მეხუთე ‘ლ’ ს მეექვსეს ალბათ ისევ ‘ს’ მივცემ  მეშვიდე ერთ–ერთ წინა ნაწარმოებში საგულდაგულოდ გადავმალე, მერვეც.  მეცხრე კი ახლა ხელში მიჭირავს და ვფიქრობ პატარა ვერცხლის ფრთები შევასხა თუ სისხლიანა დანა ჩამოვკიდო რომლითაც გულის ნახევარი მოვიჭერი და ქვემოთ უფსკრულში ჩავუშვა..
ამ გულის  ნახევრით ალბათ მხოლოდ სიცოცხლეს განვაგრძობ ყოველგვარი გრძნობის გარეშე. იქნებ ასე მერჩივნოს.....  ნეტავ რატომ არც ვყოფილიყავი ასეთი მგრძნობიარე ყველაფერს ხომ უკეთესად გადავიტანდი და არც ახლაა.... ა.აახლა წამომივიდოდა ცრემლები  ამ  ყოველივეს წერისას. შეიძლება თავსაც ვიტყუებ თუმცა წერით ვმშვიდდები და ვივიწყებ ყოველივე ძველს, თუმცა მემგონი სამუდამოდ არა... მე ხომ იმ ერთჯერად ცხვირსახოცთან გამომშვიდობებაც კი მიჭირს რომელმაც ახლა ცრემლი მომწმინდა... შენ მაინც მითხარი რატომ.
მუსიკის ჩართვას ნუ დაივიწყებ... თუ გინდა რომ ყველაფერი სწორედ აღიქვა მეც ხომ ამ მუსიკას ვუკრავ ახლა და თან ისე გელაპარაკები...
რატომ არიან ჩემი გრძნობები ჩემზე ძლიერები.... რატომ არ  შემიძლია მათი თოკზე ჩამოხრჩობა.... რატომ არ მტოვებენ...... ავდგები და მე დავტოვებ მათ დაე დარჩნენ ამ ელექტრონულ 1KB  იან ფურცელზე......
და თუკი შენ ამ საცოდავი ასოების მკითხველო, მუსიკა არ მოგწონს სწრაფად წადი აქედან თორემ აქ ჩამწყვდეული გრძნობები შენ აგეკიდებიან.... შენ კი ვერ მოახერხებ მათ მოცილებას ვ.ე.რ.ა.ს.ო.დ.ე.ს. 
ეჰ არც მახსოვს რით დავიწყე ამის წერა და ბოლოს რაში გადავედი ეს ხომ გამიზნული იდეა და შემდეგ მისი გაფართოებული ჩანაფიქრის გადმოცემა არ იყო.....
ეს მე ვიყავი მხოლოდ მე და ყველაფერი ის რაც ჩემი გულიდან გავარვარებული ლავასავით ამოდიოდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს