ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2011


ნუ განსჯი

მერე რაა, რომ არაა ლამაზი,
მას შეიძლება სული აქვს წმინდა.

მერე რაა, რომ არა აქვს ფული,
უძვირფასესი მკერდში აქვს გული.

მერე რაა, რომ არ შეუძლია გადმოსცეს გრძნობა,
რატომ გგონია, რომ მას არუყვარს,
არ შეუძლია მას ვინმეს ტრფობა.

მერე რაა, რომ მას აქვს ნაკლი,
აბა დაფიქრდი უნდა რომ ქონდეს?

მერე რაა, რომ რაღაც არ იცის,
უნდა ვასწავლოთ და დავარიგოთ.

არვინ არ უნდა განვსაჯოთ,
უფალი გვმოძღვრავს ასე,
სხვის ნაკლს ნუ განსჯი და ნუ დასცინებ,
ნუ იტყვი რამით მეტი ვარ მასზე.

თუ სხვისი რამე შეგშურდა,
ჩუმად!!! ნუ იტყვი ამას,
თუ კი რამეში გჯობია,
ზურგში ნუ ურტყავ დანას.

ღმერთმა სუყველას გაშოროთ,
შური, ტანჯვა და ხიფათი,
თქვენ გაგითენდეთ ყოველი,
დილა ნათელი, მზიანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები