ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი-ბერია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2011


ა ს ე ა

რაც დავაგროვე, ყველამ მინდა რომ ერთად მოთოვოს,
ამ მოვლენასაც მეცნიერივით დავაკვირდები.
ასეა, ჩემში ის ფოთოლი ხარ, კენტი ფოთოლი,
ალვას რომ შერჩა მტკვრის ნაპირებთან გაკვირტებამდე.

თუ სურვილი გაქვს, მოდი და მკითხე, რატომ ვარ მკაცრი,
მე ნებას დაგრთავ, დასმულ შეკითხვას თვითონვე გასცე…
წეღან დავკარგე რიდი, ქარისგან მოტანილ კვარცად,
რომელიღაცა ქუჩების მიღმა, შეკრული თასმით…

ვერასდროს ნახავ მოჟამულ თვალებს, სუფთად და ფხიზლად,
უკვე წლებია ამღვრეულია ბავშვური რწმენით,
და ბავშვობიდან, იმ დევნილივით, ის რწმენა ვხიზნე,
კილომეტრებით, რომ გადაკარგა ტყვიების რემამ…

და იმ თაობის ბოლო წევრი ვარ, მოესწრო ვინც კი
აკვნის დარწევას, ხისგან გამოთლილ უხეშ შიბაქებს,
რა ვქნა თუ ვინმე ჩემს გრადუსიან გონებას კიცხავს,
ჩემი სიმთვრალე, მე არასოდეს მეხამუშება.

დამეკიდება თავებით ყველა, ვინც კი ზემოდან,
(სარკის წინ ნასწავლ მკაცრ მიმიკებით) ვინც გადმომხედავს...
მალე გადმოვა მთელი ოთხი დრო აქ, ჩემს მოდაზე,
ადრე თუ გვიან ისეზონებენ ჩემი სახელით...

ახლა მიშველის შვიდასი გრამი, მეტი ცოტათი...
ეს ხასიათიც – მორიგი, მცირე აკვიატება,
მაგრამ შენ მაინც ის ფოთოლი ხარ, კენტი ფოთოლი,
მტკვრის ნაპირებთან, ალვაზე როა გაკვირტებამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს