უ დ ა ბ ნ ო
ბუხარში ცეცხლი ლაღად გიზგიზებს, გადაღლილ სხეულს ათბობს კოცონი, ჩემი ფიქრი კი უცხო მიზგითებს ნამტირალევი ანდობს მოლოდინს. გოდების კედელს გაანდობს სევდას, ხან მოწიწებით თავს უხრის ბუდას, რომელ ქალღმერთის სურათსაც ხევდა, დღეს იმ ქალღმერთის კურთხევა უნდა. რადგან მიიღო მისმა ქიმერამ იმ პარნასელი ქალწულის სახე, რომლის ნამღერმა ერთმა სიმღერამ დაუგო ლექსის ღვთიური მახე. ჰოდა, დღეს ჩემი სულის აჩრდილი ეძებს საკუთარ სულის ნაკვალევს, გრძელი გზა არის უკვე გავლილი, მაგრამ გასავლელს აბა რა გალევს. აუტირდება უდაბნოს ღმერთებს, ცრემლიან ღაწვებს ულოკავს ქვიშა, მზის სამსხვერპლოზე წყლის ბოლო წვეთებს, დაღვრის, დაუცდის სანატრელ ნიშანს. მაგრამ ის არ ჩანს, სასოწარკვეთა ქარის ჰანგებით საზარლად კივის, შეშლილი მზერა ისევ ეკვეთა სხივებთან ერთად გადმოღვრილ ტკივილს.
უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი შენს უდაბნოზე ბევრად დიდია, როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია. აქაც შეხვდები ქვიშის ბარხანებს და ჩადრმოხვეულ ოცნების მძევლებს, მაგრამ ჩემს სულში ვერვინ ახანებს, ვინც შემეხება, დაიწვავს ხელებს. გადაეყრები ლექსის ქარავანს, რითმების სუნთქვას, ტკივილის გრიგალს, მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ, მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას. უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია.
ღრუბლებს დავატყობ მალე ნაკვალევს, უნდა ავფეთქდე, ჩემი ჯერია, რადგან მე სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. "უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი შენს უდაბნოზე ბევრად დიდია, როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია."
მეც მიყვარს, ეს ლექსიც, მზეც და საჰარაც.... "უდაბნოს მზეო, უდაბნო ჩემი შენს უდაბნოზე ბევრად დიდია, როგორც გრიგალთან მებრძოლი გემი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ჰკიდია."
მეც მიყვარს, ეს ლექსიც, მზეც და საჰარაც....
33. დიდი მადლობა, ფლე-ში! აღარ მეგონა, ეს ლექსი თუ კიდევ მოეწონებოდა ვინმეს. დიდი მადლობა, ფლე-ში! აღარ მეგონა, ეს ლექსი თუ კიდევ მოეწონებოდა ვინმეს.
32. სათაურის მასშტაბური შინაარსიდან გამომდინარე, წინასწარი იჭვი, მოსალოდნელი უკმარობისა, მოხდენილად დამიმსხვრია დასაწყისიდანვე ტევადი აზრით დაწყებულმა და ტევადური აზრითვე დასრულებულმა ლექსის ფინალმა. ეს მოქმედი ლექსია. წარმატებები ავტორს. სათაურის მასშტაბური შინაარსიდან გამომდინარე, წინასწარი იჭვი, მოსალოდნელი უკმარობისა, მოხდენილად დამიმსხვრია დასაწყისიდანვე ტევადი აზრით დაწყებულმა და ტევადური აზრითვე დასრულებულმა ლექსის ფინალმა. ეს მოქმედი ლექსია. წარმატებები ავტორს.
30. ჩემი საყვარელი ციტატაა ეგ :) რომელმა მონაკვეთმა გაგახსენათ? მე არასოდეს გამჩენია ამ ლექსის კითხვის დროს სამადაშვილთან საერთოობის გრძნობა :) ისე კი ნიკო ჩემი უსაყვარლესი პოეტია! ჩემი საყვარელი ციტატაა ეგ :) რომელმა მონაკვეთმა გაგახსენათ? მე არასოდეს გამჩენია ამ ლექსის კითხვის დროს სამადაშვილთან საერთოობის გრძნობა :) ისე კი ნიკო ჩემი უსაყვარლესი პოეტია!
29. კარგია-გამახსენდა "ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო ,ლექსები ტანზე გამონაყარი"-ნიკო სამადაშვილი კარგია-გამახსენდა "ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო ,ლექსები ტანზე გამონაყარი"-ნიკო სამადაშვილი
28. გაიხარეთ! დღეს ვკითხულობდი ამ ლექსს სხვათაშორის. სასიამოვნო განცდებს იწვევს ყველაფერი ის, რაც ადამიანის შემოქმედებისადმი გამოხატულ სითბოსთანაა კავშირში. გაიხარეთ! დღეს ვკითხულობდი ამ ლექსს სხვათაშორის. სასიამოვნო განცდებს იწვევს ყველაფერი ის, რაც ადამიანის შემოქმედებისადმი გამოხატულ სითბოსთანაა კავშირში.
27. მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ, მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას. უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია. - ბრავოოოოოო!!! არაჩვეულებრივი ლექსია, ეს ნაწილი ხომ საერთოდ! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ 5 მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ, მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას. უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია. - ბრავოოოოოო!!! არაჩვეულებრივი ლექსია, ეს ნაწილი ხომ საერთოდ! ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ 5
26. ეს ლექსი რაღაც სხვანაირად მიყვარს, სხვანაირ განწყობაზე მაყენებს :) ეს ლექსი რაღაც სხვანაირად მიყვარს, სხვანაირ განწყობაზე მაყენებს :)
24. ეს ლექსი თავფურცელზე უნდა მოხვედრილიყო, არა იმიტომ, რომ მე მომეწონა, არამედ ლექსია კარგი1 ეს ლექსი თავფურცელზე უნდა მოხვედრილიყო, არა იმიტომ, რომ მე მომეწონა, არამედ ლექსია კარგი1
23. გაიხარეთ!!!! დიდი მადლობა! გაიხარეთ!!!! დიდი მადლობა!
22. მომეწონა ძმაო და მაგარი ლექსია ორი ქულა ჩემგან მაგარი სიტყვები რიტმებია და გრძნობუთაღვსილი ცეცხლოვანი ლექსია....გაიხარე და წარმატებებიიიიიი...... მომეწონა ძმაო და მაგარი ლექსია ორი ქულა ჩემგან მაგარი სიტყვები რიტმებია და გრძნობუთაღვსილი ცეცხლოვანი ლექსია....გაიხარე და წარმატებებიიიიიი......
21. მომეწონა ძმაო და მაგარი ლექსია ორი ქულა ჩემგან მაგარი სიტყვები რიტმებია და გრძნობუთაღვსილი ცეცხლოვანი ლექსია....გაიხარე და წარმატებებიიიიიი...... მომეწონა ძმაო და მაგარი ლექსია ორი ქულა ჩემგან მაგარი სიტყვები რიტმებია და გრძნობუთაღვსილი ცეცხლოვანი ლექსია....გაიხარე და წარმატებებიიიიიი......
20. დიდი მადლობა, ნიკა-ნიკუშა!
პ.ს. როგორც იქნა!!! ამდენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ შემიცვალა ადმინისტრაციამ სახელი და უკვე მე მე ვარ. ასე რომ ბაი-ბაი მარტინ იდენ!!! :) დიდი მადლობა, ნიკა-ნიკუშა!
პ.ს. როგორც იქნა!!! ამდენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ შემიცვალა ადმინისტრაციამ სახელი და უკვე მე მე ვარ. ასე რომ ბაი-ბაი მარტინ იდენ!!! :)
19. აქაც შეხვდები ქვიშის ბარხანებს და ჩადრმოხვეულ ოცნების მძევლებს, მაგრამ ჩემს სულში ვერვინ ახანებს, ვინც შემეხება, დაიწვავს ხელებს. მომეწონა
აქაც შეხვდები ქვიშის ბარხანებს და ჩადრმოხვეულ ოცნების მძევლებს, მაგრამ ჩემს სულში ვერვინ ახანებს, ვინც შემეხება, დაიწვავს ხელებს. მომეწონა
18. გაიხარე, ჩემო ირაკლი! :) გაიხარე, ჩემო ირაკლი! :)
17. "თმაშიც ლექსი გამომერია."
ახლა ვნახე ეს? თუ არ მახსოვდა?
კარგი ფარაზაა. :) "თმაშიც ლექსი გამომერია."
ახლა ვნახე ეს? თუ არ მახსოვდა?
კარგი ფარაზაა. :)
16. ღრუბლებს დავატყობ მალე ნაკვალევს, უნდა ავფეთქდე, ჩემი ჯერია, რადგან მე სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია. ლამაზი ლექსია...სხვებსაც წავიკითხავ...:-* ღრუბლებს დავატყობ მალე ნაკვალევს, უნდა ავფეთქდე, ჩემი ჯერია, რადგან მე სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია. ლამაზი ლექსია...სხვებსაც წავიკითხავ...:-*
15. აღარ ვიცი რა ვთქვა! უღრმესი მადლობა და ღმერთმა დაგლოცოს!
მე გირჩევდი, რომ ისევ მაგ ავტორებით დაიწყო ხოლმე კითხვა, ძალიან მაგრები არიან ყველა! ხოლო დრო თუ მოგრჩება მათ შემდეგ, შიგადაშიგ ჩემთანაც შემოიხედე ხოლმე. მე არაფრით დამიმსახურებია ასეთი პატივი :)
გკოცნი!
აღარ ვიცი რა ვთქვა! უღრმესი მადლობა და ღმერთმა დაგლოცოს!
მე გირჩევდი, რომ ისევ მაგ ავტორებით დაიწყო ხოლმე კითხვა, ძალიან მაგრები არიან ყველა! ხოლო დრო თუ მოგრჩება მათ შემდეგ, შიგადაშიგ ჩემთანაც შემოიხედე ხოლმე. მე არაფრით დამიმსახურებია ასეთი პატივი :)
გკოცნი!
14. "აუტირდება უდაბნოს ღმერთებს, ცრემლიან ღაწვებს ულოკავს ქვიშა, მზის სამსხვერპლოზე წყლის ბოლო წვეთებს, დაღვრის, დაუცდის სანატრელ ნიშანს"
ეს შესანიშნავი ნაწილია.
"მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ, მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას. უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია."
ეს გენიალური ნაწილია, აბსოლიტურად უზადო.
დღიურში მიმაქვს და, იცი რა მარტინ, აქამდე ამ საიტზე რომ შემოვდიოდი, პირველ რიგში ბექა ახალაიას, როინ აბუსლიძის, მაკაველის, საჯაიას, ბერეთელის და კიდევ ჩემი საყვარელი შატილიონის გვერდებს ვნახულობდი ხოლმე, მერე სხვებს ვათვალიერებდი. ამიერიდან პირველს ვნახავ შენს გვერდს. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ყველაფერი რაც გიდევს. რა კარგია რომ არსებობ.... "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა", მიულოცე შენი თავი დედაშენს ჩემი სახელით! თუ ვინმემ უნდა თქვას, მან უნდა თქვას შვილი გამიზრდიაო.
შენ კი გაიხარე და გაუხარდი საქართველოს... "აუტირდება უდაბნოს ღმერთებს, ცრემლიან ღაწვებს ულოკავს ქვიშა, მზის სამსხვერპლოზე წყლის ბოლო წვეთებს, დაღვრის, დაუცდის სანატრელ ნიშანს"
ეს შესანიშნავი ნაწილია.
"მე ხომ უბრალოდ ქვიშა არა ვარ, მე მხოლოდ სული ლექსებით მიდგას. უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია."
ეს გენიალური ნაწილია, აბსოლიტურად უზადო.
დღიურში მიმაქვს და, იცი რა მარტინ, აქამდე ამ საიტზე რომ შემოვდიოდი, პირველ რიგში ბექა ახალაიას, როინ აბუსლიძის, მაკაველის, საჯაიას, ბერეთელის და კიდევ ჩემი საყვარელი შატილიონის გვერდებს ვნახულობდი ხოლმე, მერე სხვებს ვათვალიერებდი. ამიერიდან პირველს ვნახავ შენს გვერდს. იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ყველაფერი რაც გიდევს. რა კარგია რომ არსებობ.... "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა", მიულოცე შენი თავი დედაშენს ჩემი სახელით! თუ ვინმემ უნდა თქვას, მან უნდა თქვას შვილი გამიზრდიაო.
შენ კი გაიხარე და გაუხარდი საქართველოს...
13. გაიხარე, სმოუქ, დიდი მადლობა! გაიხარე, სმოუქ, დიდი მადლობა!
12. ძალიან კარგი ლექსია ძალიან კარგი ლექსია
11. კარგი პოეტი იქნები, არ შეწყვოტო წერა!
ძაან მომეწონა! კარგი პოეტი იქნები, არ შეწყვოტო წერა!
ძაან მომეწონა!
10. თმაში გამორეულ ლექსებიანო :x :x :x თმაში გამორეულ ლექსებიანო :x :x :x
9. უღრმესი მადლობა! უღრმესი მადლობა!
8. აშკარად კარგი ავტორი.
აშკარად კარგი ავტორი.
7. "და თმაშიც ლექსი გამომერია."
ბოდიში, უცებ ამის წაკითხვისას ლამაზი ქალის გრძელი, გაშლილი თმა წარმოვიდგინე ლექსის სურნელით ... "და თმაშიც ლექსი გამომერია."
ბოდიში, უცებ ამის წაკითხვისას ლამაზი ქალის გრძელი, გაშლილი თმა წარმოვიდგინე ლექსის სურნელით ...
6. უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, ღმერთმა დაგლოცოთ! უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, ღმერთმა დაგლოცოთ!
5. "რადგან მე სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია" - რა ლამაზი ნათქვამია. :) ++ წარმატებები... "რადგან მე სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია" - რა ლამაზი ნათქვამია. :) ++ წარმატებები...
4. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
3. დიდი მადლობა, გაიხარეთ! დიდი მადლობა, გაიხარეთ!
2. ძალიან ლამაზია
ძალიან ლამაზია
1. ,,უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია.~
მომწონს კარგია ,,უდაბნოს ქვიშის ყველა მარცვალი ჯერარდაწერილ ლექსის მტვერია, მე ჩემი სული ლექსში გავცვალე და თმაშიც ლექსი გამომერია.~
მომწონს კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|