არ გინდა, ისევ მოგეფერო უწინდებურად? მოგელამუნო მოლოდინით განაყუჩები, შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები! და მოგიმატო არათითზე ნაკბენს ნაკბენი!
უმადური ვარ! ვერ ვიფერე, ვერ დავაფასე შენი ამაგი, ზანტი ზმორება ფანჯრის რაფაზე, მაგრამ ნაზამთრევს ვით დამეცხრო სისხლი მჩქეფარე? მიყვარხარ-მეთქი , გაპარვისას ხომ დაგიბარე და შენს კალთაში მოკრუტუნეს ხომ მიმღერია:
,,მარტის თვეში არ დარჩება ძუ უხვადო, მაინც წავა, თუნდა ჰქონდეს რძე უხვადო.
მომეწყინა მონობა, მიაო და მიაო, მეყო,რაც კი მარტოობის ცრემლი მინამიაო!"
საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა. მე სიბნელეში უკეთ ვხედავ ბეცი თვალებით. ვიცი, შინა ხარ. თუ არ მიღებ, აღარც დაგიცდი, წავალ და ვინმე ალერსიანს შევეფარები!
გავიდა მარტი. ნასესხების უბერავს ქარი, უბერავს ქარი, ძვლის ძირამდე ნემსივით ატანს. კარს მოვეკარი, ვაფხაჭუნებ, გესმის? გამიღე, გამიღე კარი, მე ვარ, შენი ხატულა კატა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ჰაჰ :D მაგარია :) ჰაჰ :D მაგარია :)
9. ჩემო ნინა, კარგად შემომეკრუტუნა შენი ლექსი... შენი "ალქიმიური" ლაბორატორიისა რომ ვიცი, წარმოდგენილი მაქვს ამ ლექსს როგორ ააწყობდი, რუბიკის კუბიკივით ზის ყველა სიტყვა ერთმანეთში ფერით, სუნით და გემოთი... მოგიკითხე სიყვარულით... ჩემო ნინა, კარგად შემომეკრუტუნა შენი ლექსი... შენი "ალქიმიური" ლაბორატორიისა რომ ვიცი, წარმოდგენილი მაქვს ამ ლექსს როგორ ააწყობდი, რუბიკის კუბიკივით ზის ყველა სიტყვა ერთმანეთში ფერით, სუნით და გემოთი... მოგიკითხე სიყვარულით...
8. კარგი ლექსია ...ბევრი სითბო და სიყვარული...:) კარგი ლექსია ...ბევრი სითბო და სიყვარული...:)
7. ძალიან კარგია:) ძალიან კარგია:)
6. ორიგინალურია და მომეწონა :) ორიგინალურია და მომეწონა :)
5. ..
ლაშხის ქალო მატასი, მსურს გაკოცო ათასი.. :)
..
ლაშხის ქალო მატასი, მსურს გაკოცო ათასი.. :)
4. ეს ძალიან კარგი ნაწერია. 5+ ეს ძალიან კარგი ნაწერია. 5+
3. ეს ლექსი 2008- ში გამოქვეყნდა ჟურნალში ,,ჩვენი მწერლობა". ასე რომ, სამი წლისაა. შეტანილია ჩემს ახალ კრებულში ,,ვიტა ბრევის'', (გამომც. ,,სიტყვა'', თბ., 2010) ეს ლექსი 2008- ში გამოქვეყნდა ჟურნალში ,,ჩვენი მწერლობა". ასე რომ, სამი წლისაა. შეტანილია ჩემს ახალ კრებულში ,,ვიტა ბრევის``, (გამომც. ,,სიტყვა``, თბ., 2010)
2. ნამეტანი რომანტიკული კატა გყავთ... :)
"შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები!"
:) :) ნამეტანი რომანტიკული კატა გყავთ... :)
"შინ დაბრუნებულს დაგილოკო მომლაშო კანი, ეგ თბილი ყელი, ცხვირის წვერი, ცხელი ტუჩები!"
:) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|