ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩერქეზი ლუბა
ჟანრი: პროზა
9 სექტემბერი, 2008


ქურდი

ქურდი ვარ
ვიპარავ გრძნობებს
და აი ეხლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი რომ ვერ შეამჩნიე
ქურდი ვარ
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი
ვაღიარებ რომ მზეს სითბო მოვპარე
ვაღიარებ რომ საათები მოვპარე დროს
და იმიტომ თენდება გვიან..
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს
ხანდახან მზის სხივებსაც
ცისარტყელას ფერები მოვპარე შვიდიღა დარჩა
ვიპარავ ყველაფერს და ნელ-ნელა ვაწყობ გულს
ზღვას ნაპირი მოვპარე
ვარსკვლავებს ერთმანეთი
და ალბათ არ გეწყინება თუ გეტყვი რომ ეხლა სანამ კითხულობდი ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე
სულ ცოტა
დღეს მაინც რომ მეყოს...
მეშინია.. ერთ დღესაც ყველაფრის უკან დაბრუნება რომ მომთხოვონ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები