 | ავტორი: ჭა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 აპრილი, 2011 |
გადავშლი წიგნს და რომელი ლექსიც მომხვდება, იმას ვდებ...არასდროს არ ვარჩევ...ასე ჯობია...:)
ვიცი, უფალო, იყო შეცდომა, ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები, ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით. გმადლობ, უფალო, ან კი მადლობა რამეს შეცვლის და რამეს უშველის?! ვანგრევდი--რადგან ნგრევა მართობდა და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი. ვერ შევეგუე უამინდობას, ნუ მრისხავ--ახლაც ვდგავარ ამ აზრზე და ის სამყარო--მე რომ მინდოდა, ნგრევით, ო, ნგრევით გავალამაზე. ვინც დაითმინა-ნეტად არიან, მე არასოდეს ვიყავ დამთმენი, რაც ვქენ--არასდროს არ მინანია, დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი... ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი. ვიცი, უფალო, იყო შეცდომა, ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები, ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით.
ტარიელ ხარხელაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. შენ მე შემაყვარე ხარხელაური. :) მიკვირს, ეს ლექსი რომ არ წამიკითხია აქმდე. :) შენ მე შემაყვარე ხარხელაური. :) მიკვირს, ეს ლექსი რომ არ წამიკითხია აქმდე. :)
26. ძალიან ლამაზია!!! მომეწონა :) ძალიან ლამაზია!!! მომეწონა :)
25. მადლობა თქვენ, რომ გიყვართ პოეზია...:-* მადლობა თქვენ, რომ გიყვართ პოეზია...:-*
24. მადლობა, რომ ჩვენც არ გვაკლებ სიამოვნებას ბატონი ტარილის ლექსებით დავტკბეთ.. შენი ჩიტუნიებიც მოგვიყვანე და არაგვიც აახმაურე...
:* მადლობა, რომ ჩვენც არ გვაკლებ სიამოვნებას ბატონი ტარილის ლექსებით დავტკბეთ.. შენი ჩიტუნიებიც მოგვიყვანე და არაგვიც აახმაურე...
:*
23. "ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით."
"ვანგრევდი--რადგან ნგრევა მართობდა და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი." "ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით."
"ვანგრევდი--რადგან ნგრევა მართობდა და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი."
22. მომეწონა ძლიან!!! უღრმესი მადლობა შენ!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა ძლიან!!! უღრმესი მადლობა შენ!!! გაიხარე შენა!!!
21. კარგია, მომეწონა.
~ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.~ კარგია, მომეწონა.
~ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.~
19. ნანა, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დავტკბი ამ ლექსით! :) ნანა, დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დავტკბი ამ ლექსით! :)
18. თავმდაბლობით გამორჩეული ავტორი... :)
და რა უტიფრობაა ჩემი მხრიდან, მის პრეპლიკაზე რეპლიკა... იქნებ მეც თავმდაბლობაში ჩამომერთვას-თქო :) თავს ვიიმედებ... არადა მართლა ასეთი ვარ, თავმდაბალი ანუ... ეს ბოლო სიტყვები განა ამის დასტური არა არის?... თუ... :) თავმდაბლობით გამორჩეული ავტორი... :)
და რა უტიფრობაა ჩემი მხრიდან, მის პრეპლიკაზე რეპლიკა... იქნებ მეც თავმდაბლობაში ჩამომერთვას-თქო :) თავს ვიიმედებ... არადა მართლა ასეთი ვარ, თავმდაბალი ანუ... ეს ბოლო სიტყვები განა ამის დასტური არა არის?... თუ... :)
17. არა! შენ არა! შენ შენი პროზა დადე მხოლოდ... ეგ იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის და ბევრისთვის...:-* ჩემნაირმა ავტორებმა შეიძლება შიგადაშიგ ჩავანაცვლოთ ხოლმე...:) არა! შენ არა! შენ შენი პროზა დადე მხოლოდ... ეგ იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის და ბევრისთვის...:-* ჩემნაირმა ავტორებმა შეიძლება შიგადაშიგ ჩავანაცვლოთ ხოლმე...:)
16. სურვილი მიჩნდება, მივბაძო "ჭას" და მაგრად რომ მომწონს იმ ავტორების პროზის დადება დავიწყო ჩემს გვერდზე, ჟანრში "სხვა" :) ხომ არ შემოგვიერთდებით? :) საიტი ამით არაფერს წააგებს... ჩვენ კიდევ კოლექტიურ "სიზარმაცეში" დაგვდებენ ბრალს, გავერთობით რაღა... :) ჰა? რას იტყვი ნანა... აგიბა მხარი :) სურვილი მიჩნდება, მივბაძო "ჭას" და მაგრად რომ მომწონს იმ ავტორების პროზის დადება დავიწყო ჩემს გვერდზე, ჟანრში "სხვა" :) ხომ არ შემოგვიერთდებით? :) საიტი ამით არაფერს წააგებს... ჩვენ კიდევ კოლექტიურ "სიზარმაცეში" დაგვდებენ ბრალს, გავერთობით რაღა... :) ჰა? რას იტყვი ნანა... აგიბა მხარი :)
15. ემილი...:-* მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ...:-* ემილი...:-* მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ...:-*
14. ნანამ ყველას შეაყავარა ხალხელაურის პოეზია! :) ნანამ ყველას შეაყავარა ხალხელაურის პოეზია! :)
13. მადლობა,ჭას!:-*ლექსი, რათქმაუნდა, მომწონს:) მადლობა,ჭას!:-*ლექსი, რათქმაუნდა, მომწონს:)
12. ნან... მომენატრე. :-* მშვენიერი ლექსია.... ნან... მომენატრე. :-* მშვენიერი ლექსია....
11. და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი. ვერ შევეგუე უამინდობას, ნუ მრისხავ--ახლაც ვდგავარ ამ აზრზე და ის სამყარო--მე რომ მინდოდა, ნგრევით, ო, ნგრევით გავალამაზე. ვინც დაითმინა-ნეტად არიან,
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი. ვერ შევეგუე უამინდობას, ნუ მრისხავ--ახლაც ვდგავარ ამ აზრზე და ის სამყარო--მე რომ მინდოდა, ნგრევით, ო, ნგრევით გავალამაზე. ვინც დაითმინა-ნეტად არიან,
10. ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
5555555 ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
5555555
9. ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
5555555 ახლაც დავცურავ ცრემლის მორევში, არ ვზოგავ სხეულს--გვემით ვიწამებ, ვარ სამყაროთა სიმარტოვეში ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
5555555
7. კარგი პოეტია ტარიელ ხარხელაური... მისი ''დილაო ავდრიანაო'' მაინც მაგარია. კარგი პოეტია ტარიელ ხარხელაური... მისი ``დილაო ავდრიანაო`` მაინც მაგარია.
6. ულამაზესი ლექსია! დაგლოცოს უფალმა, ნან!!!!! მე შენი ლექსები საოცრად მამშვიდებს, მერწმუნე!!!!! ულამაზესი ლექსია! დაგლოცოს უფალმა, ნან!!!!! მე შენი ლექსები საოცრად მამშვიდებს, მერწმუნე!!!!!
5. კაი, ნაზარეველიო...შენც გაკოცებ...:-* კაი, ნაზარეველიო...შენც გაკოცებ...:-*
4. ხო, ვდებ ხოლმე ჩემ ჩიტებსაც...შიგადაშიგ...:) ყველა ერთად რომ მოგიყვანოთ...ისეთი ჟივილ-ხვლი ატყდება, კაციშვილი აღარ შემოიხედავს აქ...:) თაკა სელეპანიშვილი...აი შენ...:-* გაკოცე და გაჩუმდი...:) ხო, ვდებ ხოლმე ჩემ ჩიტებსაც...შიგადაშიგ...:) ყველა ერთად რომ მოგიყვანოთ...ისეთი ჟივილ-ხვლი ატყდება, კაციშვილი აღარ შემოიხედავს აქ...:) თაკა სელეპანიშვილი...აი შენ...:-* გაკოცე და გაჩუმდი...:)
3. სხვათა შორის მეც მიკცირს ნანა რატომ აღარ დებს თავის ნაწერებს....? სხვათა შორის მეც მიკცირს ნანა რატომ აღარ დებს თავის ნაწერებს....?
2. ვიცი, უფალო, იყო შეცდომა, ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები, ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით.
ჰეჰ.. მომწონს მომწონს.. მაგრამ ქალბატონი ნანა თავის ნაწერებს რომ არ დებს ცუდია.. ვიცი, უფალო, იყო შეცდომა, ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები, ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა ასე უცნაურ გაბოროტებით.
ჰეჰ.. მომწონს მომწონს.. მაგრამ ქალბატონი ნანა თავის ნაწერებს რომ არ დებს ცუდია..
1. საოცრად გულწრფელი ყველა სიტყვაში... მიყვარს ეს კაცი...:-* საოცრად გულწრფელი ყველა სიტყვაში... მიყვარს ეს კაცი...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|