 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 7 აპრილი, 2011 |
სადაც გველმა სთხია შხამი, და კაენი გაჩნდა გენად, კაცთა ცოდვის გამომხსნელი, მოგვევლინა ქრისტე ქვეყნად. უთესლოდ და ღვთის განგებით, ქალს საშოში ჩაუსახლდა, ქალწულობა არ დაირღვა, საკვირველი მოხდა ქველად. და ვინ იყო ეს შობილი, თუ არადა თავად ღმერთი, საიდუმლოდ დარჩა დღემდე, ვერავინ ხსნის, კაცი ერთი. ქრისტემ განვლო უბრკოლველად, დახშულ კარნი, როგორც ერთი, თომამ, მასში აღიარა: “უფალ ჩემი, ღმერთი ჩემი!” კაცთა გონი ვერად გასწვდა, რომ ეს იყო ღმერთი ხორცით, მოგვევლინა, განეკაცნა, ვიხსენიებთ დღესაც ლოცვით. და ეს იყო საიდუმლო, შემოქმედი მამა ღმერთის, არსებითად უდედმამო, და შობილი ქალწულ დედით. კურთხეულ არს მომავალი, სახელითა უფლისათა, სიტყვა იგი ხორციელ ქმნა, თავად სული წმინდისათა. ვის უხილავს, ვის სმენია, ამის მსგავსი სასწაული, ბუნებათა შეერთების, ქალწულობის საგანძური. დაგილოცავთ ამ მარხვის დღეს, შეგეწიოთ უფლის მადლი, და ღვთისმშობლის მფარველობას, გაეფანტოს თქვენი დარდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გილოცავთ ~ხარებას~ ~და ღვთისმშობლის მფარველობას, გაეფანტოს თქვენი დარდი!~ გილოცავთ ~ხარებას~ ~და ღვთისმშობლის მფარველობას, გაეფანტოს თქვენი დარდი!~
8. ქრისტემ განვლო უბრკოლველად, დახშულ კარნი, როგორც ერთი
ხარებას გილოცავ და წარმატებებს გისურვებ პოეზიაში :)
ქრისტემ განვლო უბრკოლველად, დახშულ კარნი, როგორც ერთი
ხარებას გილოცავ და წარმატებებს გისურვებ პოეზიაში :)
7. უფალი გფარავდეთ თქვენც!წარმატებებს გისურვებთ.:) უფალი გფარავდეთ თქვენც!წარმატებებს გისურვებთ.:)
6. მადლობა მოლოცვისთვის,მეც გილოცავთ!:) მადლობა მოლოცვისთვის,მეც გილოცავთ!:)
5. კარგია. გაგიმარჯოთ. გილოცავთ. კარგია. გაგიმარჯოთ. გილოცავთ.
4. მადლობა, წარმატებები. გილოცავთ!!! მადლობა, წარმატებები. გილოცავთ!!!
3. ხარებას გილოცავ,მაგრამ ლექსი არ მომეწონა:( მეპატიოს.... ხარებას გილოცავ,მაგრამ ლექსი არ მომეწონა:( მეპატიოს....
2. რა ძალიან კარგი ლექსია!!!! :) ავტორივით კარგი :) ლევან, მრავალი ასეთი კარგი ლექსი დაგეწეროს და მრავალ ხარებას დაგასწროს უფალმა უზომოდ გახარებული :x =D> :x =D> :x =D> :x =D> რა ძალიან კარგი ლექსია!!!! :) ავტორივით კარგი :) ლევან, მრავალი ასეთი კარგი ლექსი დაგეწეროს და მრავალ ხარებას დაგასწროს უფალმა უზომოდ გახარებული :x =D> :x =D> :x =D> :x =D>
1. მრავალ ხარებას დაესწარით! მრავალ ხარებას დაესწარით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|