ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

გთხოვ დამტოვე

ცოტა დრო მაქვს გითხრა ჩემი სათქმელი. მუსიკაში ჩემს გულისცემას შეიგრძნობ. მუსიკა დამთავრდება და მეც „დავმთავრდები“ მეც ხომ გამოგონილი ვარ. მე არ ვარსებობ. გაუგებრად მოვედი აქ თქვენთან, ადამიანებთან და გაუგებრადვე წავალ.
რა სამწუხაროა რომ არავის დავაკლდები. უკვე რამდენი წამი გავიდა დაითვალე?
18. 18 .18. არც ვიცი რა დავტოვო აქ რით დაგამახსოვრო თავი. აქამდე ვფიქრობდი უახლოეს მომავალში „დიდობაში“ რაიმეს მოვახერხებდი თუმცა დავიღალე და დაცდა აღარ შემიძლია. დავიღალე. არადა მე იდეალური სამყაროს შექმნაზე ვოცნებობდი. გამომივიდოდა კიდეც მე ხომ ისეთი უსუსური „ადამიანი“ არ ვარ როგორიც ყველა თუმცა მე „არაადამიანსაც“ მქონია რაღაც სისუსტე. თურმე ვკვდები ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ გულს ასე მტკენთ და ვერც ხვდებით ამას. ნეტავ ახლა რაღა მინდა ეს ბოლო 2 დღე ხომ ბედნიერად ვიყავი მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო რომ მენახა რა იყო ბედნიერება ერთხელ მაინც. ბოლო წამებია ახლა ან გავქრები ან დავრჩები ჩემი საიდუმლო მისიით. მისიით რომ გადაგარჩინოთ. 11,10,9,8, თვალები დახუჭე და დაითვალე  არ გეხუმრები მართლა. სანამ დროა. დანარჩენს მერეც წაიკითხავ.  ......., ......, ....., ...., ..., .., .,  თუ შემიგრძენი ესეიგი მე ისევ აქ ვარ შენთან. ;)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს