ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათა შველიძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2011


მოველ საქართველო

მიველ საქართველო, მუხლად მოვიკეცე,
ცოდვა მომიტევე დედავ სანატრელო,
მოველ საქართველო შვილი უძღები ვარ,
ბევრი ცოდვა ვზიდე,
ლოცვად დასაკვრელო,

მოველ ბესიკის და არჩილს გამოზრდილი,
მფარველ დავიყენე გოჩა ხევისბერი,
გული გამიმტკიცე ფოლად უმტკიცესად,
ჩოხაც შემიკერე მუქად ლეგისფერი,

მიწით შემიხორცე დედავ ჭრილობები,
გული გამეტიკნა როგორც ღრუბელს ცური,
ხელი ჩამკიდე და გერგეთს ამიყვანე
ფიცი რომ დაგიდო მტკიცე, ვაჟკაცური

ამბავს მოგიყვები კახთა ნაამბორალს,
დიდი ალავერდი სიმწრით გვიშენია,
მიწით მაზიარე, დედავ საბარძიმევ,
ვიცი მადლი უფალს სეტყვად უშენია

ომში ვერ მოგიკვდი, გლახად არ გამიგო
ხელში ხმალ მიპყრია ხევსურთ დაჭედილი
ხოდა ყვარყვარე და სერგო არ გეგონო
სისხლში ქაქუცა მყავს ფერფლად დარჩენილი

კოტე აფხაზი და ცხრა ძმა მარაბდელი
მღვდელი თევდორე ვარ მკაცრად შერისხული
მწარე კრწანისი ვარ სამას არაგველით
ალვანს ჩეროებში მერვე შეფიცული

კლდიდან გადმომხტარი ბექნუ ხერგიანი,
ვეფხვთან მეომარი გმირი ტარიელი,
ომში შეუცვლელი იმეფე ერეკლე და,
არ მაქვს ქართველობის თასი ცარიელი,

ძმა ვარ, ძუძუმტე ვარ დევგმირ კოპალასი,
ერთი ჰაერი აქვთ ფილტვებს ჩასუნთქული
თუნდა ქოროღლი და თუნდა ციხისძირი
ბჭე გვაქვს მთრებისთვისა მტკიცედ დალუქული

გუნდი ვარსკვლავი ვარ შენს თავს მოციმციმე,
გოჯი მიწა ვარ და ვაზი დასალოცი,
დიდი სამება და სვეტიცხოველი ვარ
იმერ შენი მიწა დამრჩა დასაკოცნი:

მოველ დაგენაცვლე, მხდალი არ გეგონო,
ბედის სიავით მაქვს გული დაზაფრული,
ღმერთო ამიყვავე მიწა ტანჯული და,
სისხლით არ მანიშნო ისევ გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები