ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


სისულელეა...

სისულელეა...
ნახე როგორ იზნიქებიან,
წელში მოხრილი, სიძველისგან დაშმორებული,
ლპობის სურნელით გაჟღენთილი და
ერთდროს მყარი მოაჯირები...
სისულელეა...
ხის კიბეებს ფრთხილად აბიჯებ,
ჭრიალის ხმები გირღვევს ყურის შლეგ სიმფონიას,
ისე ადიხარ, გეშინია რომ არ ჩაგენგრეს,
ფეხქვეშ მსუყე და განიერი, მძიმე ცხოვრება.
სისულელეა...
ყველაფერი რასაც უყურებ,
ჩაშავებული შუშებიდან ირიბი მზერით,
რაც უფრო ზევით მიიწევ და გაურბი წარსულს,
უფროდაუფრო გიძნელდება სხეულით სუნთქვა.
სისულელეა...
დამტვერილი მყუდროების და
მოჩვენებითი სილამაზის უსიტყვო აღქმა,
როცა უყურებ დაღრღნილ დღეებს, დროისგანმოჭმულს
და ჩამოშლილი კედლები კი შენს წინ სულს ღაფავს.
სისულელეა...
ნაბიჯებიც რომელსაც ადგამ,
საგნებს რომელსაც შენი ფუჭი ღიმილი ყლაპავს,
სისულელეა იარსებო ამ სამყაროში
როცა თამამად სუნთქვასაც კი ჰაერს ვერ პარავ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები