= 14 = ნიკო და დედა პარკში სეირნობდნენ. ნიკომ დაინახა ლამაზად ჩაცმული პატარა გოგონები თამაშობდნენ. -დედი, ვიყიდოთ რა ლამაზი გოგო – ჩამოქაჩა სახელოზე დედას – დაიკო მინდა. -ვიყიდოთ – დაეთანხმა დედა. ცოტა გაიარეს და პატარა ბიჭუნა დაინახეს, რომელიც ბაჯბაჯით მისდევდა ლეკვს. -დე, ბიჭი ვიყიდოთ რა, ძამიკო მინდა... -ვერ გავიგე ნიკო, გოგო ვიყიდოთ თუ ბიჭი?- გაეცინა დედას. ნიკო ჩაფიქრდა და... -ორივე ვიყიდოთ დედი! – გამოსავალი იპოვა მან. =15= ბებო აბიტურიენტს ამეცადინებდა. თეკლე იქვე სამთვალიან ველოსიპედს დაახრიგინებდა. -თეკლე, გადი, ბებო, მეორე ოთახში, ხელს მიშლი-თხოვა ბებომ. თეკლემ დაუჯერა, გავიდა მეორე ოთახში და მოწყენილი კუთხეში დაჯდა. -რა იყო თეკუნა, რატომ გამოხვედი?-კითხა დედამ. -იქ ბებოს ხელებს ვუშლი- ნაღვლიანად მიუგო თეკლემ. =16= ბებო მაღაზიაში შევიდა თეკლესთან ერთად. ნაცნობმა გამყიდველმა პატარას ჯოხიანი, საწუწნი კანფეტი მიაწოდა. -რა უნდა უთხრა უთხრა ბებო? – შეახსენა ბებომ. პატარამ გამყიდველს შეხედა და -არის?-იკითხა -რა თქვა?-დაინტერესდა ქალი -მარისო, გეკითხება. დაიკოზე ზრუნავს- გაეცინა ბებოს. -უი, ჯერ არ მინახავს ასე პატარა დაზე ფიქრობდეს- გაიკვირვა გამყიდველმა და თეკლეს კიდევ სამი კანფეტიაჩუქა. -რადგან ასეთი კარგი გოგო ხარ, ამიტომ ორი შენ, ორი შენს მარის- მიესიყვარულა ქალი. -დიდი მადოვო- გაუღიმა კმაყოფილმა თეკლემ. =17= მარი ბებოს კალთაში მოკალათებული უსმენდა ზღაპარს. -დედა და შვილები დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ-დაამთავრა ბებომ მოყოლა. -ბებო, შენ ვისი დედიკო ხარ?- კითხა მარიმ. -არ იცი განა? აბა, ჩამოთვალე. -ჩემი მამიკოსი, ლია მამუსი და ლელა მამუსი- ჩამოთვალა პატარამ. -ხომ გცოდნია, რაღაზე მკითხე? -აბა, ჩემი დედიკო “დედას” რატომ გიძახის?- დაინტერესდა მარი. = 18 = ბებო ძროხას წველის. თეკლე და მარი იქვე ჩაცუცქულან. -ბებო, რატომ აქვს ჩვენს “თეთრას” დიდი მუცელი?- იკითხა თეკლემ -მუცელში ხბო უზის და იმიტომ - მიუგო ბებომ. -იმ ხბოს თავი აქვს?- დაინტერესდა თეკლე. -აქვს. -პირი? -პირიც. -ყურები? -ყურებიც. -ფეხები? -ფეხებიც. -ფეხები რად უნდა? მუცელში სად უნდა იაროს?- გაიკვირვა აქამდე ჩუმად მყოფმა მარიმ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :D ბოლო მაგარი იყო :D ბოლო მაგარი იყო
3. არ ვიცოდი ესენი :) მარი გლიჯავს :))
დე,იცი რატომ? იმიტომ რომ ,,ტი ნე სვოია" ;)
:* არ ვიცოდი ესენი :) მარი გლიჯავს :))
დე,იცი რატომ? იმიტომ რომ ,,ტი ნე სვოია" ;)
:*
2. ვაი, მარტო ზხზა შემოსულა? :( რატო ნეტა?:(( ვაი, მარტო ზხზა შემოსულა? :( რატო ნეტა?:((
1. ბოლო მაგარი იყო : )))
ღმერთმა გაზარდოს და გაახაროს ყველა პატარა! ბოლო მაგარი იყო : )))
ღმერთმა გაზარდოს და გაახაროს ყველა პატარა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|