ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალოდ...
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2011


გზა გოლგოთისა გასავლელია


როს მოახლოვდა ჟამი მწუხრისა
და გზა გოლგოთის გასავლელია ...
წელმოწყვეტილი ტოტი მუხისა
კვლავ ახლად, ისევ ასაწევია.

როცა საზიდი აქ არის ჯვარი,
მძიმეა, მძიმე ამ ტვირთის წონა;
ნელ-ნელა ქრება ნათელი სანთლის,
ამ დროს ძნელია სწორი გზის პოვნა.

როცა სასმელად - ძმარია წყალი,
როცა თავს ეკლის გვირგვინი გადგას
და საუკუნედ ქცეულ არს წამი,
ამ წუთისოფლის ელვარე ლამპრად.

როცა გაშოლტილს კვლავ შოლტს გირტყამენ,
მაშინ ცრემლები - წმიდა წყალია;
და მძიმე ჯვარი გოლგოთის მთაზე
გზადაგზა ძნელი ასატანია...

ჯვარზე გაკრული და გატანჯული
ოხრავს და ბორგავს მძინარე ერი,
მძიმე თვალები ზეცას აპყრული
წითელი არის, ვით სისხლისფერი.

თუმცა იმედი, ნუგეში მესმის -
გოლგოთის ამ ძნელ, ეკლიან გზასა
შემდეგ მოჰყვება აღდგომა შენი
და ამაღლება სამოთხის კართან!
                          2010 წ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები