ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევროპელი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

თბილისო

ეხ თბილისო დაგიძველდა ყანწები,
დღეს მაგ ღვინით ძველებურად ვერ მათრობ,
ნარიყალას მოკაშკაშე სანთლებით,
ვდგავარ, მინდა ზეცას ხელი მივაპყრო.

Gგაიგონონ ჩემი ლოცვა სამებას,
შენი მთები მარგალიტად მეწამოს,
თუკი ზეცაც დღეს შენ დაგემგვანება,
თუკი გულში შენგან წყლული მეწამლოს.

ამევსება სიყვარულის ფიალა,
და ეგ ეშხი მე გულს გამითამამებს,
თუკი შენზე ცრემლმა ამაღრიალა,
დავეკვრები მაგ კურთხეულ დალალებს

რომ ძირძველი მიწა შენი მეყაროს,
მტკვრის ტალღებმა კინტოს დამაძმობილოს,
და თუ გულმა შენმა ვერ შემიყვაროს,
და თუ გრძნობამ ეს მზე დამათმობინოს.

მომაყრიან მაგ შენს წმინდა მიწას მე,
ბრძოლის ველზე მარტოდ მარტო მოვკვდები,
უფლის კვერთხით გლოცავ დედა თბილისო,
დამტირებენ დღეს მე, შენი ხოხბები.

ყარაჩოღელთ დავუტოვე ნამუსი,
სილამაზეს შენსას მე ვეღარ ვნახავ,
თუ მოგინდა ჩემთან ძველი ბახუსი,
ამ მთებს ცრემლით ნურასოდეს შელახავ.

მიკიტნები მოვლენ, ისევ მტკვრის პირას,
ჩემს მაგივრად კინტო დაცლის ფიალებს
თუ მოვკვდი და გულმა შენთვის იტირა,
  დაგიტოვებ სიყვარულის იარებს.  

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები