 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 მაისი, 2011 |
მაშინ,როცა ძილი სხვანაირად მეწყო ჭერის გასწვრივ, გაგაჩინე, მუცელზე ღარები დამრჩა შენი ტარებისგან, გაიშვითებულ კანის უჯრედებში რომ დაგენახა, რა შეიძლებოდა დარჩენილიყო ჩვენგან. ფეხებით ვკრავდით წრეს, წრეში ზღვა ეტეოდა, ზღვაში სურვილები, და სურვილებს ერთმანეთის ბადეში ვხლართავდით რომ გამთენიისას გვეთქვა: ხვალ ზღვა უნდა დაშრეს... მერე ზღვა დაგვიშრა, და ყოველ დილას ფსკერზე დარჩენილი მკვდარ თევზებს ვიმარხავდით გულში, და დალექილი ქანები ამბობდნენ, რომ გზები ქრებიან მაშინ, როცა მათ ალბათობას გრძნობ... მერე გადავწყვიტეთ წასვლა და ვთქვით... ვინც უკან მოიხედავდა უნდა ჩარჩენილიყო და დალოდებოდა... მე არ მინდოდა დარჩენა, უბრალოდ მინდოდა სიტყვა რომელიც დასაბრუნებელ ნიშნულებს აღნიშნავდა შემეხსენებინა... მერე ასე გამოვიდა რომ მე ჩავრჩი...
და ყოველდილით ვფიქრობდი იმაზე რძე თეთრია თუ რძისფერი...
ახლა,ყოველი თვის მესამე სამშაბათს ვყიდი შენგან დატოვებულ ნივთებს ნახევარფასად, და ნახევრად ვატან შენი არსებობის პირობითობას, რადგან ნიშნულებს ღრუბლებივით ანაცვლებს ქარი, ეს ყველაფერი ჩვენ უწესო თამაშს გავს. რომელშიც შენ მხოლოდ კენტ რიცხვებთან აბავ კავშირებს, კუთხეებს ხსნი და ფიგურების უფორმობას მხოლოდ ერთ ახსნას უტოვებ...
მე არსად მივდივარ,უბრალოდ მიწა მოძრაობს ასე, შეუმჩნევლად, პოლუსებისკენ... მილიმეტრებით ,მაგრამ მაინც მაშორებს დათქმულ ადგილს, წლებისგან ფხები მიუხეშდება და ვეღარ ვცურავ... და ალბათ უკვე დროა რომ ვიქცე სახლად, ორი ფანჯრით ,ორი საწოლით, კარების წინ ფეხსაწმენდით, კედელი- თაროებით,რაფა -აკვარიუმით, ბაღი ალუბლის ხით, და ჭერი მტვრიანი სხვენით... რომ მერე მოხვიდე და იცხოვრო ჩემში მხოლოდ იმიტომ რო მე გითხრა: ამ სახლში აღარ მინდა... მე წამოვიღებ აკვარიუმს,შენ ალუბლის ხეს და სადმე გზაჯვარედინზე ისევ ვიტყვით როგორც ზღაპარში: "მარჯვნივ წახვალ ინანებ,მარცხნივ წახვალ ინანებ, პრდაპირ რომ იარო ქვესკნელში ჩახვალ , უკან რომ წახვიდე გაუვალ ტყეს შეეჩეხები" მერე მე ალუბლის ხეს აკვარიუმში ჩავრგავ, ტოტებს შევეზრდებით და ყველა გამვლელს გაუყოფთ ჩვენგან გაზრდილ ტკბილ ნაყოფს... და სულ არ ვინანებთ რომ მაშინ ფეხებშორის ზღვა განზრახ დავაშრეთ... და რომ მე დავრჩი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რომ გზები ქრებიან მაშინ, როცა მათ ალბათობას გრძნობ... მერე გადავწყვიტეთ წასვლა და ვთქვით... ვინც უკან მოიხედავდა უნდა ჩარჩენილიყო და დალოდებოდა... მე არ მინდოდა დარჩენა, უბრალოდ მინდოდა სიტყვა რომელიც დასაბრუნებელ ნიშნულებს აღნიშნავდა შემეხსენებინა... მერე ასე გამოვიდა რომ მე ჩავრჩი...
....................... მაგარი რაღაცაა რომ გზები ქრებიან მაშინ, როცა მათ ალბათობას გრძნობ... მერე გადავწყვიტეთ წასვლა და ვთქვით... ვინც უკან მოიხედავდა უნდა ჩარჩენილიყო და დალოდებოდა... მე არ მინდოდა დარჩენა, უბრალოდ მინდოდა სიტყვა რომელიც დასაბრუნებელ ნიშნულებს აღნიშნავდა შემეხსენებინა... მერე ასე გამოვიდა რომ მე ჩავრჩი...
....................... მაგარი რაღაცაა
3. წარმატებები! წარმატებები!
2. წარმატებები წარმატებები
1. "და ყოველდილით ვფიქრობდი იმაზე რძე თეთრია თუ რძისფერი..."
ფინალური ნაწილი ძალიან...
"რომ მერე მოხვიდე და იცხოვრო ჩემში მხოლოდ იმიტომ რომ მე გითხრა: ამ სახლში აღარ მინდა... მე წამოვიღებ აკვარიუმს,შენ ალუბლის ხეს და სადმე გზაჯვარედინზე ისევ ვიტყვით როგორც ზღაპარში: "მარჯვნივ წახვალ ინანებ,მარცხნივ წახვალ ინანებ, პრდაპირ რომ იარო ქვესკნელში ჩახვალ , უკან რომ წახვიდე გაუვალ ტყეს შეეჩეხები" მერე მე ალუბლის ხეს აკვარიუმში ჩავრგავ, ტოტებს შევეზრდებით და ყველა გამვლელს გაუყოფთ ჩვენგან გაზრდილ ტკბილ ნაყოფს... და სულ არ ვინანებთ რომ მაშინ ფეხებშორის ზღვა განზრახ დავაშრეთ... და რომ მე დავრჩი..."
"და ყოველდილით ვფიქრობდი იმაზე რძე თეთრია თუ რძისფერი..."
ფინალური ნაწილი ძალიან...
"რომ მერე მოხვიდე და იცხოვრო ჩემში მხოლოდ იმიტომ რომ მე გითხრა: ამ სახლში აღარ მინდა... მე წამოვიღებ აკვარიუმს,შენ ალუბლის ხეს და სადმე გზაჯვარედინზე ისევ ვიტყვით როგორც ზღაპარში: "მარჯვნივ წახვალ ინანებ,მარცხნივ წახვალ ინანებ, პრდაპირ რომ იარო ქვესკნელში ჩახვალ , უკან რომ წახვიდე გაუვალ ტყეს შეეჩეხები" მერე მე ალუბლის ხეს აკვარიუმში ჩავრგავ, ტოტებს შევეზრდებით და ყველა გამვლელს გაუყოფთ ჩვენგან გაზრდილ ტკბილ ნაყოფს... და სულ არ ვინანებთ რომ მაშინ ფეხებშორის ზღვა განზრახ დავაშრეთ... და რომ მე დავრჩი..."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|