 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2008 |
ბიჭი “იამახათი”
აეროპორტს ვეღარ შველის, უფალო, ნება შენი. დაერივნენ ჩემს ბარგს ქშენით “ციური მებაჟენი”.
არც რამ აალებადი, არცა რამ იარაღი, ამაცალეს, რაც მებადა - ერთი ბოთლი არაყი.
ბედის უკუღმართობით მე - სევდამორეული რითმებითღა ვერთობი და მევსება რვეული.
გულს მომედო რაღაც ფერისცვალება. მხარზე ჩანთით, ხელში “იამახათი” გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება, გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.
რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!”
სასაზღვრო ზოლთან სულ გაფერმკრთალდა შენი სათვალე - “ქამელეონი”. (მე თავიდანვე არ მიყვარდა კაცის ცრემლები). განშორებისას მე ხომ ცივად მოლაპლაპე ქვა და რკინა ვარ, ბოლო წამს მაინც ჩავიფიქრე, თუ მიმავალი ერთხელ მაინც მოიხედავდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. შენ, რა თქმა უნდა, არ მოგიხედავს. ან იქნებ კიდეც მოიხედე, მაგრამ დაფარა შენი სახე მოჩქარეთა მღვრიე ტალღებმა.
ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ, ანდა არ ესმით აღარაფერი, რადგან ისინი თვითმფრინავებს მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.
ადიდებულა არეები ტურბულენტური. ივსება ზეცის მორევები ფრთებდამწვარი ანგელოზებით!
რას აცხადებენ?! ამ ავდრის გამო უკვე მესამედ გადაიდო ჩემი რეისი. მე მაინც არსად მომელიან, რა მეჩქარება! და ფრთხილად ვსუნთქავ, უნებლიედ რომ არ შევაკრთო მხარსმონდობილი მძინარე ბიჭი - შენფერთვალება!
ვფიქრობ,ზედმეტია ახსნა,რომ ''იამახას'' სახელით ჩვენში დიდიხანია დამკვიდრდა მუსიკალური პორტატიული ინსტრუმენტი,თუმცა ეს იაპონური ფირმა უამრავ სხვა პროდუქციასაც აწარმოებს.
პ.ს. ამ ლექსს წინ ასეთი სახალისო ისტორია უძღოდა :ერთხელ,უცხოეთში გამგზავრებისას ,აეროპორტში მეგობარ-კოლეგებთან შევყევი კამათს ქართული ლექსის თემატური ლიმიტების შესახებ.და ასეთი რამ წამოვისროლე,''თემა პოეზიაში შეიძლება გახდეს ნებისმიერი მცირე თუ დიდი მოვლენა ან საგანი და თუ ოსტატის კალამი შეეხება,მახათზეც კი შეიძლება ლექსის დაწერა"'. ლექსის რიტმი რამდენიმე ტრადიციული საზომის ,ვერბლანისა და პროზაული ჩანართების კომბინაციას ეყრდნობა. დასაწყისში,სადაც მგზავრი-ქალი თავის სავარჯიშო რვეულში დროის გასაყვანად ''რითმავს სიტუაციას'',პროზაული ჩანართით იცვლება,შემდგომ თავისუფალი გრაფიკით შემოდის საზომი :5/4/5/ ,რომელსაც თავისუფალი ჩანართები აქვს,ფინალისკენ ეს ჩანართები მცირდება და გადადის ვერბლანში,ფინალში არის არა რითმა,არამედ მინიშნება რითმაზე,ხმოვანთა და დასასრული მარცვლის ჟღერდობითი თანხვედრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. დებორას სიცოცხლე... დებორას სიცოცხლე...
25. პოსტ ფობია ძვირფასო! მე რახანია ,ლექსებს აღარ ვწერ.ყველაფერი,რაც აქ და სხვაგან განსახილველად გამომაქვს,დიდი ხნის გამოქვეყნებულია,თანაც არა ერთგზის.აქ ერთადერთი მოსაზრებით ვდებ,მინდა ახალგაზრდა ინტერნეტ - მკითხველი ,რამდენადაც შემიძლია,პოეზიის ენის ,ტექნიკის სპეციფიკაში გავარკვიო,ტექსტისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამომუშავებაში დავეხმარო.საბოლოოდ გამიზნული მაქვს,აქ მოგროვებული საინტერესო მასალების ბაზაზე შევქმნა პირველდაწყებითი პრაქტიკული სახელმძღვანელო ,ლექსის თხზვაში.საკუთარ ნაწარმოებებს ნებისმიერი პოეტი ასეთი საქმისთვის,დარწმუნებული ვარ,ვერ გაიმეტებდა,როგორც შვილებს,მაგრამ მე ხომ კრიტიკოსიც ვარ,და იქნებ უფრო მეტად კრიტიკოსი,ვიდრე პოეტი,ამიტომ არ მიჭირს ,პირველ რიგში ,სწორედ საკუთარი ნაწერების განჩრეკა. პოსტ ფობია ძვირფასო! მე რახანია ,ლექსებს აღარ ვწერ.ყველაფერი,რაც აქ და სხვაგან განსახილველად გამომაქვს,დიდი ხნის გამოქვეყნებულია,თანაც არა ერთგზის.აქ ერთადერთი მოსაზრებით ვდებ,მინდა ახალგაზრდა ინტერნეტ - მკითხველი ,რამდენადაც შემიძლია,პოეზიის ენის ,ტექნიკის სპეციფიკაში გავარკვიო,ტექსტისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამომუშავებაში დავეხმარო.საბოლოოდ გამიზნული მაქვს,აქ მოგროვებული საინტერესო მასალების ბაზაზე შევქმნა პირველდაწყებითი პრაქტიკული სახელმძღვანელო ,ლექსის თხზვაში.საკუთარ ნაწარმოებებს ნებისმიერი პოეტი ასეთი საქმისთვის,დარწმუნებული ვარ,ვერ გაიმეტებდა,როგორც შვილებს,მაგრამ მე ხომ კრიტიკოსიც ვარ,და იქნებ უფრო მეტად კრიტიკოსი,ვიდრე პოეტი,ამიტომ არ მიჭირს ,პირველ რიგში ,სწორედ საკუთარი ნაწერების განჩრეკა.
24. გუგა ძვირფასო!''მე ხომ ცივად მოლაპლაპე ქვა და რკინა ვარ''-მეტაფორაა,მიღებული იდიომის დაშლით.''ქვა და რკინა''--ნიშნავს მაგარს'',ცივად მოლაპლაპე'' კი იმიტომ, რომ განშორებისას ლირიკული პერსონა .რამდენადაც შეუძლია,,საგულდაგულოდ გამოწყობილი,''გალაპლაპებულია''გაკრიალებულია,ცივად ,ოფიციალურად ,უჭირავს თავი,ვითომც არაფერი მომხდარა.სინამდვილეში,კიდევ იმედი აქვს,რომ კაცი მოიხედავს განშორებისას .ეს დამჭირდა შინაგან მდგომარეობასა და გარეგნულ იერს შორის შეუსაბამობის,კონფლიქტის ხაზგასასმელად. ტურბულენტურ არეებს რაც შეეხება,ამ სიტყვას აერონავიგაციური ლექსიკიდან მოხმობილს,რეალური პლანი შემოაქვს.თვითმფრინავით მგზავრობისას ხშირად აცხადებენ:''გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები,თვითმფრინავი შედის ტურბულენტურ ზონაში''.ამარ მოჰყვება შიში რყევები ,არაერთხელ დაღუპულა თვითმფრინავიც ...მორწმუნე მგზავრები,ცდადია ლოცულობენ.კონტრასტისთვის აღებულია კერძო ტრაგედია ქალისა,რომელსაც ამჯერად სხვა გზა არ აქვს,უნდა დატოვოს კაცი,სხვა დროს ანგელოზები გზას გამოუჩენდნენ ხოლმე,მაგრამ სად პირადი განცდები და სად ამდენი ხალხის ბედი და სიცოცხლე ერთად...და ანგელოზებსაც ამ წყვილისთვის აღარ სცალია.თქვენი ვერსია რომ გავიზიარო,ა რომი'თი შევცვალო,სახეში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამეკარგება.
გუგა ძვირფასო!``მე ხომ ცივად მოლაპლაპე ქვა და რკინა ვარ``-მეტაფორაა,მიღებული იდიომის დაშლით.``ქვა და რკინა``--ნიშნავს მაგარს``,ცივად მოლაპლაპე`` კი იმიტომ, რომ განშორებისას ლირიკული პერსონა .რამდენადაც შეუძლია,,საგულდაგულოდ გამოწყობილი,``გალაპლაპებულია``გაკრიალებულია,ცივად ,ოფიციალურად ,უჭირავს თავი,ვითომც არაფერი მომხდარა.სინამდვილეში,კიდევ იმედი აქვს,რომ კაცი მოიხედავს განშორებისას .ეს დამჭირდა შინაგან მდგომარეობასა და გარეგნულ იერს შორის შეუსაბამობის,კონფლიქტის ხაზგასასმელად. ტურბულენტურ არეებს რაც შეეხება,ამ სიტყვას აერონავიგაციური ლექსიკიდან მოხმობილს,რეალური პლანი შემოაქვს.თვითმფრინავით მგზავრობისას ხშირად აცხადებენ:``გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები,თვითმფრინავი შედის ტურბულენტურ ზონაში``.ამარ მოჰყვება შიში რყევები ,არაერთხელ დაღუპულა თვითმფრინავიც ...მორწმუნე მგზავრები,ცდადია ლოცულობენ.კონტრასტისთვის აღებულია კერძო ტრაგედია ქალისა,რომელსაც ამჯერად სხვა გზა არ აქვს,უნდა დატოვოს კაცი,სხვა დროს ანგელოზები გზას გამოუჩენდნენ ხოლმე,მაგრამ სად პირადი განცდები და სად ამდენი ხალხის ბედი და სიცოცხლე ერთად...და ანგელოზებსაც ამ წყვილისთვის აღარ სცალია.თქვენი ვერსია რომ გავიზიარო,ა რომი`თი შევცვალო,სახეში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამეკარგება.
23. მდაააააააააააააა........... ლექსი კაი იყო მარა აი პ.ს.-მა ოოოოოოო! რა შუაში იყო ეს კვლევები აი დონთ ნოუ ცავატანემ! :-?? მდაააააააააააააა........... ლექსი კაი იყო მარა აი პ.ს.-მა ოოოოოოო! რა შუაში იყო ეს კვლევები აი დონთ ნოუ ცავატანემ! :-??
22. მშვენიერია......თუმცა რომ არ გამოურიო არ შეგიძლია - ადიდებულა არეები ტურბულენტური.
(მაპატიე ფამილარობა, ჩავთვალე რომ შეიძლება).
ნინო, თუ მაინცადამაინცგინდა ვფიქრობ, ასე აჯობებს - ადიდებულ-ი არეები ტურბულენტური.
ცივად მოლაპლაპე (ესეც მეხამუშა)
არა, მართლა მშვენიერი ლექსია....მშვენიერი......რაღაც მეტკინა შიგნით........შიგნით.........თან კიდევ მინდა რომ წავიკითხო.....ხოდა, წავიკითხავ!
მშვენიერია......თუმცა რომ არ გამოურიო არ შეგიძლია - ადიდებულა არეები ტურბულენტური.
(მაპატიე ფამილარობა, ჩავთვალე რომ შეიძლება).
ნინო, თუ მაინცადამაინცგინდა ვფიქრობ, ასე აჯობებს - ადიდებულ-ი არეები ტურბულენტური.
ცივად მოლაპლაპე (ესეც მეხამუშა)
არა, მართლა მშვენიერი ლექსია....მშვენიერი......რაღაც მეტკინა შიგნით........შიგნით.........თან კიდევ მინდა რომ წავიკითხო.....ხოდა, წავიკითხავ!
21. დიდი მადლობა! აუცილებლად გავითვალისწინებ.:) დიდი მადლობა! აუცილებლად გავითვალისწინებ.:)
20. ჩემს წინა პოსტში აჩქარების გამო გაიპარა შეცდომა ,ლელა ძვირფასო, მეშინია,არ დაგაბნიოთ.კითხვა უნდა იყოს: 1.რასავით? 2.რა? ჩემს წინა პოსტში აჩქარების გამო გაიპარა შეცდომა ,ლელა ძვირფასო, მეშინია,არ დაგაბნიოთ.კითხვა უნდა იყოს: 1.რასავით? 2.რა?
19. მეც მინუს ერთს დავწერდი,რადგან სათქმელი გაქვთ,მაგრამ ფორმა ლექსისა, რომლის რიტმული საზომიც არის 5/4/5 ერთ ერთი ყველაზე მეტად დამუშავებულია ქართულ პოეზიაში,დაწყებული მეცხრამეტე საუკუნიდან.ე.წ.ქართველი რომანტიკოსებიდან.როდესაც ნაკლებად დამუშავებულ ფორმას ირჩევს ავტორი,მას უხდება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა სხვა გამომსახველობით საშუალებებთან მიმართებაში და მკითხველ-შემფასებელიც ამაზე ''თვალებს ხუჭავს'',მაგრამ თქვენს ლექსში,დღეს,როცა რითმიანი ლექსის გვერდით დამკვიდრებულია ვერბლანიც და ვერლიბრიც, და არჩევანი თავისუფალია თუ რითმიან ლექსს მიმართავს ავტორი,მაშინ რითმის ხარისხი მთელ ლექსში აღარ შეიძლება იყოს ასეთი დაბალი:ჯაჭვივით//მადლივით, ...რით?ტკივილი//ყივილი -რა.უმარტივესად რომ აგიხსნათ,ასე გეტყვით,რომ სხვა დროს ეცადეთ,სარითმო წყვილები ერთსა და იმავე კითხვაზე არ მიუგებდეს.დანარჩენს ,იმედია, თავად გაარკვევთ თანდათან. მეც მინუს ერთს დავწერდი,რადგან სათქმელი გაქვთ,მაგრამ ფორმა ლექსისა, რომლის რიტმული საზომიც არის 5/4/5 ერთ ერთი ყველაზე მეტად დამუშავებულია ქართულ პოეზიაში,დაწყებული მეცხრამეტე საუკუნიდან.ე.წ.ქართველი რომანტიკოსებიდან.როდესაც ნაკლებად დამუშავებულ ფორმას ირჩევს ავტორი,მას უხდება გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა სხვა გამომსახველობით საშუალებებთან მიმართებაში და მკითხველ-შემფასებელიც ამაზე ``თვალებს ხუჭავს``,მაგრამ თქვენს ლექსში,დღეს,როცა რითმიანი ლექსის გვერდით დამკვიდრებულია ვერბლანიც და ვერლიბრიც, და არჩევანი თავისუფალია თუ რითმიან ლექსს მიმართავს ავტორი,მაშინ რითმის ხარისხი მთელ ლექსში აღარ შეიძლება იყოს ასეთი დაბალი:ჯაჭვივით//მადლივით, ...რით?ტკივილი//ყივილი -რა.უმარტივესად რომ აგიხსნათ,ასე გეტყვით,რომ სხვა დროს ეცადეთ,სარითმო წყვილები ერთსა და იმავე კითხვაზე არ მიუგებდეს.დანარჩენს ,იმედია, თავად გაარკვევთ თანდათან.
18. მიწის ყივილი....
კლდის არწივია, სიყვარულით ღვიძლს რომ მიკორტნის. მე ტკივილები შევიხორცე ტანზე, ჯაჭვივით… შორს, ჰორიზონტზე, მყინვარწვერი მზეს მიბჯენია. ცამ ერთგულება ჩამოთოვა მთებზე მადლივით.
თავისუფლებას, ნადირივით, ყნოსვით მოვნიშნავ. (დღეს გამარჯვება უსასყიდლოდ - არის გვიანი….) დუშმანის ტყვიას, ზურგიდანაც, გულით მოვიტან, ხორხს ზევით როგორ ამომცდება დაჭრილს ღრიალი?!.
ვიცი, ცხელ გულზე, მეამბოხე ხშირად ვტყუვდები… და როცა დროში დაიდუღებს ჩუმი ტკივილი, დაღვინებული ემოცია მაშინებს, თორემ, სისხლით მახელებს დაკარგული მიწის ყივილი.
ბარემ მე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ამლექსზე იყო -1 უკომენყაროდ. ლიტ-გე ზე ხოდა იქნებ აქ მითხრათ რამეე?რათქმაუნდა გამიმინუსეს უაზროდ!:) მიწის ყივილი....
კლდის არწივია, სიყვარულით ღვიძლს რომ მიკორტნის. მე ტკივილები შევიხორცე ტანზე, ჯაჭვივით… შორს, ჰორიზონტზე, მყინვარწვერი მზეს მიბჯენია. ცამ ერთგულება ჩამოთოვა მთებზე მადლივით.
თავისუფლებას, ნადირივით, ყნოსვით მოვნიშნავ. (დღეს გამარჯვება უსასყიდლოდ - არის გვიანი….) დუშმანის ტყვიას, ზურგიდანაც, გულით მოვიტან, ხორხს ზევით როგორ ამომცდება დაჭრილს ღრიალი?!.
ვიცი, ცხელ გულზე, მეამბოხე ხშირად ვტყუვდები… და როცა დროში დაიდუღებს ჩუმი ტკივილი, დაღვინებული ემოცია მაშინებს, თორემ, სისხლით მახელებს დაკარგული მიწის ყივილი.
ბარემ მე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ამლექსზე იყო -1 უკომენყაროდ. ლიტ-გე ზე ხოდა იქნებ აქ მითხრათ რამეე?რათქმაუნდა გამიმინუსეს უაზროდ!:)
16. რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!” ჩემმა მეგობრმა მომცა ჩანახატი სადაც გოგო მიდის შორს,დიდი ხნით და ელოდება ბიჭის -დარჩი ჩემთან სულ. სიტყვები არ არის და ...გოგონა მიდის.მოკლედ თვითმფრინავში ჩანთაში ნახავს ქაღალდის ნაგლეჯს წარწერით ''დარჩი''. რეალური ისტორიაა ის გოგონა საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
რუსული მოთხრობაა ,ცუდად ვხდები ისე მიყვარს ასე მთავრდება იქაც გოგონა მიდის შორს-მიFრინავს და ''ვდაგონკუ შაგი ნი პასლიშალის''ასე მთავრდება.ყოველთვის როდესაც ვკითხულობ სისხლი მეყინება ძარღვებში. რამდენი ვობოდიალე.მაპატიეთ ,ნინო.:) აქ კი 5:)
რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია. მე ის ფურცელი წამოსვლისას სასთუმალთან, წიგნში ჩაგიდე, მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა, წაიკითხო. ზედ ერთი სიტყვა წერია: “მაპატიე!” ჩემმა მეგობრმა მომცა ჩანახატი სადაც გოგო მიდის შორს,დიდი ხნით და ელოდება ბიჭის -დარჩი ჩემთან სულ. სიტყვები არ არის და ...გოგონა მიდის.მოკლედ თვითმფრინავში ჩანთაში ნახავს ქაღალდის ნაგლეჯს წარწერით ``დარჩი``. რეალური ისტორიაა ის გოგონა საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
რუსული მოთხრობაა ,ცუდად ვხდები ისე მიყვარს ასე მთავრდება იქაც გოგონა მიდის შორს-მიFრინავს და ``ვდაგონკუ შაგი ნი პასლიშალის``ასე მთავრდება.ყოველთვის როდესაც ვკითხულობ სისხლი მეყინება ძარღვებში. რამდენი ვობოდიალე.მაპატიეთ ,ნინო.:) აქ კი 5:)
15. დებორა /:) r u ok? :-S დებორა /:) r u ok? :-S
14. გვანტსულა ძვირფასო! დაფიქრდით და შეეცადეთ,ახსნათ,რატომ. აზროვნებაში გაჩენილი კითხვა ''რატომ'' ,ანუ მიზეზ- შედეგობრივი კავშირების აღმოჩენისკენ სწრაფვა არის სწორედ ის პირველი ნიშანი, რაც ადამიანს მისივე მოძმე პრიმატებისაგან განასხვავებს,რადგან ემოციები მათაც ასევე ახასიათებთ. გვანტსულა ძვირფასო! დაფიქრდით და შეეცადეთ,ახსნათ,რატომ. აზროვნებაში გაჩენილი კითხვა ``რატომ`` ,ანუ მიზეზ- შედეგობრივი კავშირების აღმოჩენისკენ სწრაფვა არის სწორედ ის პირველი ნიშანი, რაც ადამიანს მისივე მოძმე პრიმატებისაგან განასხვავებს,რადგან ემოციები მათაც ასევე ახასიათებთ.
13. ნინო,ალბათ ძაან მარტივად...ეს მათ არ გაუჭირდებათ,თქვენთვის და კიდევ რამოდენიმესათვის არის დაფარული მხოლოდ...
მაპატიე,აქ გაოფებისათვის,შემდეგ ნიკის ვთხოვ და წაშლის ოფფებს...:) ნინო,ალბათ ძაან მარტივად...ეს მათ არ გაუჭირდებათ,თქვენთვის და კიდევ რამოდენიმესათვის არის დაფარული მხოლოდ...
მაპატიე,აქ გაოფებისათვის,შემდეგ ნიკის ვთხოვ და წაშლის ოფფებს...:)
12. ისა და...
არ მომწონს ;;) ისა და...
არ მომწონს ;;)
11. ჯალალ ძვირფასო,როგორ ხედავენ? ჯალალ ძვირფასო,როგორ ხედავენ?
10. ერთიც.რედკოლეგიის წევრებს გვაქვს საშუალება,ისე შევაფასოთ ლექსი,რომ ავტორმა საერთოდ ვერ გაიგოს. ჩემთვის ცნობილია,რომ არის შემთხვევებიც,როცა შემფასებლები დადებით ქულას მიუთითებენ კომენტარში,სინამდვილეში კი უარყოფითად აფასებენ ლექსს.ამის უფლებას მე საკუთარ თავს პრაქტიკულად,არ ვაძლევ. ერთიც.რედკოლეგიის წევრებს გვაქვს საშუალება,ისე შევაფასოთ ლექსი,რომ ავტორმა საერთოდ ვერ გაიგოს. ჩემთვის ცნობილია,რომ არის შემთხვევებიც,როცა შემფასებლები დადებით ქულას მიუთითებენ კომენტარში,სინამდვილეში კი უარყოფითად აფასებენ ლექსს.ამის უფლებას მე საკუთარ თავს პრაქტიკულად,არ ვაძლევ.
9. არა ნინო,ჩემი ლექსებისგამო თქვენ დროს არ წაგართმევთ,არც კი მწყენია,უბრალოდ ასე შეგეხუმრეთ კიდევაც...
ერთს გეტყვით,ნამდვილად არ არის ანონიმური...თქვენთვის ალბათ ხო,მარა უმრავლესობა ხედავს...:) არა ნინო,ჩემი ლექსებისგამო თქვენ დროს არ წაგართმევთ,არც კი მწყენია,უბრალოდ ასე შეგეხუმრეთ კიდევაც...
ერთს გეტყვით,ნამდვილად არ არის ანონიმური...თქვენთვის ალბათ ხო,მარა უმრავლესობა ხედავს...:)
8. პორტალზე შეფასება ანონიმურია,ამდენად ,შეუძლებელია,ვიცოდე ავტორის ვინაობა.თუ ლექსის ავტორი მეცნო,ჩემს თავთან რომ მართალი ვიყო,საერთოდ არ ვაფასებ .როდესაც პორტალზე შეფასება მინუს ერთს ვტოვებ უკომენტაროდ ,ეს უარყოფითი შეფასებებიდან ყველაზე ლმობიერია და მე არა მხოლოდ ამ ,არამედ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ,დავასაბუთო ჩემი შეფასების ობიექტურობა.თუ გნებავთ,მიმითითეთ ლექსი,რომელსაც გულისხმობთ და მე მზად ვარ,გაცნობოთ ჩემი აზრი. პორტალზე შეფასება ანონიმურია,ამდენად ,შეუძლებელია,ვიცოდე ავტორის ვინაობა.თუ ლექსის ავტორი მეცნო,ჩემს თავთან რომ მართალი ვიყო,საერთოდ არ ვაფასებ .როდესაც პორტალზე შეფასება მინუს ერთს ვტოვებ უკომენტაროდ ,ეს უარყოფითი შეფასებებიდან ყველაზე ლმობიერია და მე არა მხოლოდ ამ ,არამედ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ,დავასაბუთო ჩემი შეფასების ობიექტურობა.თუ გნებავთ,მიმითითეთ ლექსი,რომელსაც გულისხმობთ და მე მზად ვარ,გაცნობოთ ჩემი აზრი.
7. ახლა ლექსს რაც შეეხება:-რა ვქნა, რომ ყველა თქვენი ლექსი მომწონს...:) 5
ახლა ლექსს რაც შეეხება:-რა ვქნა, რომ ყველა თქვენი ლექსი მომწონს...:) 5
6. სხვაფრივ თქვენი შეფასება დამაჯერებლობას კარგავს და განაწყენებული ადამიანის რეაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. დებორა. 2008-09-12 19:43:17
სხვათაშორის,თქვენც ლიტ.გე-ზე ზუსტად ასე,მხოლოდ მინუსი დატოვეთ და არანაირი კომენტარი,მხოლოდ მინუსი... ხმაც არ ამომიღია და არ მითქვამს რატო-თქო...ახლა გეკითხებით:-გაწყენინეთ რამე?! :) სხვაფრივ თქვენი შეფასება დამაჯერებლობას კარგავს და განაწყენებული ადამიანის რეაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. დებორა. 2008-09-12 19:43:17
სხვათაშორის,თქვენც ლიტ.გე-ზე ზუსტად ასე,მხოლოდ მინუსი დატოვეთ და არანაირი კომენტარი,მხოლოდ მინუსი... ხმაც არ ამომიღია და არ მითქვამს რატო-თქო...ახლა გეკითხებით:-გაწყენინეთ რამე?! :)
5. გამრავლების ტაბულავ,ძვირფასო!შესანიშნავი ანალიზია. ჩემს ლექსებში მე ხშირად ვიყენებ მოულოდნელი ბრუნის ხერხს.მიყვარს,როცა მკითხველმა არ იცის,საით წავა ამბავი,რა მოხდება ლექსში,ვიდრე კითხვას დაამთავრებს. ბიჭი ''იამახათი'' სადღაც შუიდან შემოდის,მერე ქრება,და ფინალში ამთლიანებს ორ ნარატივს,სიტყვით.''შენფერთვალება''. ეს ფინალური სიტყვაა და უმკვეთრესი აქცენტიც,კომპოზიციურად მასზე ეცემა.ანუ მთელი ლექსის კონსტრუქცია უჭირავს. გამრავლების ტაბულავ,ძვირფასო!შესანიშნავი ანალიზია. ჩემს ლექსებში მე ხშირად ვიყენებ მოულოდნელი ბრუნის ხერხს.მიყვარს,როცა მკითხველმა არ იცის,საით წავა ამბავი,რა მოხდება ლექსში,ვიდრე კითხვას დაამთავრებს. ბიჭი ``იამახათი`` სადღაც შუიდან შემოდის,მერე ქრება,და ფინალში ამთლიანებს ორ ნარატივს,სიტყვით.``შენფერთვალება``. ეს ფინალური სიტყვაა და უმკვეთრესი აქცენტიც,კომპოზიციურად მასზე ეცემა.ანუ მთელი ლექსის კონსტრუქცია უჭირავს.
4. როი ძვირფასო! მოდით ასე შევთანხმდეთ,როცა დაწერთ,რომ ''ლექსი ძალიან სუსტია'',ორიოდე სიტყვით ახსენით მიზეზი,რომლის გამოც ასეთ დასკვნამდე მიხვედით, მაგალითად,დაუკვირდით სათქმელს, პოეტურ ენას,გამომსახველობით საშუალებებს,რიტმს,რითმას,ინტონაციას, სახეებს,საერთო კომპოზიციას და.ა.შ....რომელიც აქ არის გამოყენებული, სხვაფრივ თქვენი შეფასება დამაჯერებლობას კარგავს და განაწყენებული ადამიანის რეაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. როი ძვირფასო! მოდით ასე შევთანხმდეთ,როცა დაწერთ,რომ ``ლექსი ძალიან სუსტია``,ორიოდე სიტყვით ახსენით მიზეზი,რომლის გამოც ასეთ დასკვნამდე მიხვედით, მაგალითად,დაუკვირდით სათქმელს, პოეტურ ენას,გამომსახველობით საშუალებებს,რიტმს,რითმას,ინტონაციას, სახეებს,საერთო კომპოზიციას და.ა.შ....რომელიც აქ არის გამოყენებული, სხვაფრივ თქვენი შეფასება დამაჯერებლობას კარგავს და განაწყენებული ადამიანის რეაქციის შთაბეჭდილებას ტოვებს.
3. ოსტატობას ვერ დაგიწუნებთ დებორა! მე მაინც ემოციური ლექსები მირჩევნია:)თუნდაც ჩერქეზიშვილის! ოსტატობას ვერ დაგიწუნებთ დებორა! მე მაინც ემოციური ლექსები მირჩევნია:)თუნდაც ჩერქეზიშვილის!
2. ლექსი ძალიან სუსტია :) ლექსი ძალიან სუსტია :)
1. განამრტება რამდენიმე კომენტარის შემდეგ რომ დაგედო, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ლექსში აშკარად ჩანს ისტორია... ანუ ის, რომ რაღაც კონკრეტულ მონაკვეთთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, ლექსის სათაური მეტქყველებს ხოლმე მის შინაარსზე, აქაც, სათაურიდან გამომდინარე, ჩნდება მოლოდინი იმისა, რომ მთელი შემდგომი სიუჟეტი იამახიანი ბიჭის შესახებ იქნება, მაგრამ აშკარად სხვა ადამიანი იწყებს თხრობას და ის ბიჭიც სადღაც შუაში შემოდის. ეს არის ორი ისტორიის ნარევი - ერთწამიერი, მხარზე მიძინებული ბიჭისა და სასთუმალთან დატოვებული წერილისა. ანუ დასაწყისი ერთისა და დასასრული მეორისა. ორი კონკრეტული ეპიზოდი ერთი ცხოვრებისა, რომელსაც "ვიღაც", ქალი აერთიანებს. განამრტება რამდენიმე კომენტარის შემდეგ რომ დაგედო, ალბათ უკეთესი იქნებოდა. ლექსში აშკარად ჩანს ისტორია... ანუ ის, რომ რაღაც კონკრეტულ მონაკვეთთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, ლექსის სათაური მეტქყველებს ხოლმე მის შინაარსზე, აქაც, სათაურიდან გამომდინარე, ჩნდება მოლოდინი იმისა, რომ მთელი შემდგომი სიუჟეტი იამახიანი ბიჭის შესახებ იქნება, მაგრამ აშკარად სხვა ადამიანი იწყებს თხრობას და ის ბიჭიც სადღაც შუაში შემოდის. ეს არის ორი ისტორიის ნარევი - ერთწამიერი, მხარზე მიძინებული ბიჭისა და სასთუმალთან დატოვებული წერილისა. ანუ დასაწყისი ერთისა და დასასრული მეორისა. ორი კონკრეტული ეპიზოდი ერთი ცხოვრებისა, რომელსაც "ვიღაც", ქალი აერთიანებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|